 |
 |
|
 |
ზეთისხილი
ევროპული
Olea europaea L.
ლალი დათეშიძე,
არჩილ
შენგელია
საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია
ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და
წყაროს მითითება
|
 |
|
|
|
|
|
|
|
|
ზოგადი აღწერა
ზეთისხილი
(Olea),
ხეხილოვან მცენარეთა გვარია. მიეკუთვნება ზეთისხილისებრთა
ოჯახს.
გვარში 60 - მდე
სახეობა შედის.
სახეობა
Olea Europea L
- ზეთისხილი ევროპული,
ზეთისხილისებრთა
(Oleaceae)
ოჯახში შემავალი
10 მეტრამდე სიმაღლის მარადმწვანე მცენარეა.ძირითადად
ხის, იშვიათად ბუჩქის ფორმით გვხვდება .
შეტანილია
კულტურაში და გამოყვანილია მრავალი ჯიში.
ველური ფორმების ტოტები ეკლიანია, კულტურულის - უეკლო.
ოვალური,
გადაშლილი ვარჯი და დაბრეცილი ღერო-ტოტები აქვს.
შტამბი
ნაცრისფერი
ქერქით
აქვს
დაფარული.
ახალგაზრდა ქერქი გლუვია ნაცრისფერი, შემდეგში კი დახეთქილი.
ახასიათებს ხშირი შეფოთვლა.
ფოთლები ყლორტებზე ერთიმეორის
მოპირისპირედაა განლაგებული .
ლანცეტაა,
კვრეცხისებრი ან უკუკვერცხისებრი
ფორმისაა,
კიდემთლიანი, ტყავისებრი, მოკლეყუნწიანი.
ფოთლები
ზედა
მხრიდან
შიშველია, მუქი მწვანე, ქვედა მხრიდან
ვერცხლისფერ-მონაცრისფერო,
თეთრი ბეწვებით დაფარული
კიდეები ქვემოთაა დახრილი.ფოთლებს
მორიგეობით, 2 - 3 წელიწადში იცვლის.
ყვავილები,
15-30 ცალის ოდენობით შეკრებილია
ცოცხისმაგვარ მტევნებად და წინა
წლის
ნაზარდების
ფოთლის
იღლიის
ქვეშაა
განლაგებული.
ყვავილები
წვრილია,
ორსქესიანია, მოთეთრო
ან
მომწვანო
გვირგვინით.
4-კბილიანი, ჯამი
ნაყოფიანობისას ზედვეა შერჩენილი.
ყვავილის გვირგვინს ორი მტვრის
პარკი და ოთხი ფრთა
აქვს.
ყვავილებს ივლის-ივლისში.
ნაყოფი
2-3-დან
5
სმ-მდე
სიგრძის,
ერთთესლიანი, ოვალური ან მომრგვალო,რბილობით
დაფარული
კურკიანა.
სრული სიმწიფისას
შავდება იღებს და ფიფქს იკიდებს
.ნაყოფიანობს
სექტემბერ-ნოემბერში .
ძალიან
ნელა მზარდია. სიცოცხლის ხანგძლიობა 300 - 400 წელია, მაგრამ
ლიტერატურაში აღწერილია 2 000 წლამდე ასაკის მცენარეები.
სიმშრალის ამტანი, სითბოს და სინათლის
მოყვარული
მცენარეა.
|
|
|
|
გავრცელება
ზეთის ხილის
სამშობლოა
ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნები; სამრეწველო პლანტაციებიც
ამ რეგიონში,
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაშია
გაშენებული.

საქართველოში ოთიდგანზე იყო გავრცელებული, განსაკუთრებით დღეს თურქეთის
საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე.[ლიტ. ო.წულუკიძე]. მე - 19 საუკუნის
დასაწყისში ზეთისხილის პლანტაციები 70 ტონა ნაყოფს იძლეოდა, რაც
აკმაყოფილებდა საქართველოს მაშინდელ მოთხოვნილებას. გავრცელებული იყო
აფხაზეთსა
და კახეთის
მშრალ
სუბტროპიკულ
ზონაში.
სოფელ ზემო
ბოდბეში უცხოელებსაც ქონდათ პლანტაცია, რომლის ნარჩენები მე - 19
საუკუნის 70 - იან წლებშიც გვინახია.
ზეთისხილის
მოშენება
ბერებმა
1879 წ.ახალ ათონში დაიწყეს
და დიდი
პლანტაცია შექმნეს..
გასაბჭოების
შემდეგ, ეს პლანტაცია საბჭოთა მეურნეობად გადააკეთეს. პლანტაციამ ვერ
გაუძლო კომუნისტურ რეჟიმს და თანდათან დაკნინდა.
ამჟამად
პლანტაციები
შენდება
კახეთში;
იმერეთში და დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებში.
ხშირად შეხვდებით
ბოსტნებსა და ბაღებში როგორც დეკორატიულ და საკვებ მცენარეს.
ბევრგან
შეხვდებით გაველურებულს.ამჯობინებს
მშრალქვიან-კირიან
ფერდობებს.
გავრცელებულია ზღვის დონიდან 450 მ
სიმაღლემდე.

ჯიშები და
ჯიშთა გამოყვანა
ზეთისხილის რამდენიმე ასეული ჯიში არსებობს.ზოგი
ჯიში გამოიყენება ნედლად საჭმელად, ზოგი
საკონსერვოდ, ზოგიც ზეთის გამოსახდელად.
სასელექციო სამუშაოები
მიმდინარეობდა საქართველოშიც და საკმაოდ წარმატებით [იხ.ლიტ. სია].
შეუსწავლელია ადგილობრივი ფორმები.
სხვადასხვა ჯიშებისაგან
სხვადასხვა ხარისხის ზეთი, ე.წ. ზეითუნის ზეთი მიიღება.

ნედლეული
სამედიცინო მიზნებისათვის მხოლოდ მწიფე ნაყოფს აგროვებენ
და სწრაფად ამუშავებენ. კულინარული და სხვა მიზნებისათვის შეიძლება
უმწიფარი ნაყოფის დამზადება.
სხვადასხვა ჯიშის მწიფე ნაყოფები სხვადასხვა ზომისა და შეფერილობისაა.
ზეთისხილის ზეთი
- Oleum
Olivarum
ზეთისხილის ზეთი ჯიშებისა და სხვა ფაქტორბის
გამო სხვადასხვა ხარისხისაა და სხვადასხვა სახელითაა ცნობილი:
ზეითუნის ზეთი, ხის ზეთი,
პროვანსული ზეთი
და ა.შ.

მაღალხარისხოვანი ზეთისხილის ზეთს მხოლოდ
სრულად მომწიფებული ნაყოფისაგან ამზადებენ.
ცივი
წესით
,არასრული
მექანიკური
გამოწნეხვით მიიღება უმაღლესი ხარისხის ე.წ. პროვანსული ზეთი.
დარჩენილი
მასის (კოფტონის)
ცივი წესით ან გაცხელებით , ეტაპობრივად
გამოხდის გზით, სხვადასხვა, უფრო დაბალი ხარისხის ზეთები მიიღება. ბოლო
გამოხდით , აგრეთვე, თესლების გამოხდით ღებულობენ ტექნიკურ ზეთს.
საჭმელად მოუმწიფებელ ნაყოფებს აგროვებენ და აწნილებენ.
ქიმიური შემადგენლობა
ზეთისხილის ნაყოფის რბილობში ცხიმის რაოდენობა, საზეთე ჯიშებში, 70 %
აღწევს. მისგან
უმაღლესი ხარისხის ზეთი მიიღება,
თესლი 30 პროცენტზე მეტ ზეთს
შეიცავს . თესლი ზეთი შედარებით ნაკლები ხარისხისაა.
ნაყოფში
ნაპოვნია
გლიკოზიდი
ციანიდი
[9].
ფოთლებში
ნაპოვნია
ეთეროვანი ზეთი ევგენოლი და კამფენის ტიპის ნივთიერებები
[9]
[9]:
"პროვანსული ზეთი ძირითადად შედგება ტრიოლეინის (80%), ტრიპალმიტინის
(10%) და ტრისტეარინისაგან (5-10%), მცირე რაოდენობითაა ლინოლენის,
არაქინის და სხვა მჟავები. ზეთი სითხოვანია, უშრობი, თითქმის
გამჭირვალე, სასიამოვნო გემოსი და დამახასიათებელი სუნის, +8 - +100C
იწყებს შემღვრევას და გამოიყოფა მყარი ფრაქცია თეთრი კრისტალური
ნალექის სახით.
00C
-
კი
მთლიანად მყარდება. შენახვისას ადვილად მზადდება. მჟავური რიცხვი არა
უმეტეს 2, იოდის რიცხვი 76-88"
.
|
|
|
|
გამოყენება
ოფიცინალურ
მედიცინაში
ოფიცინალური მედიცინა
ზეთისხილის ზეთს
მრავალი პრეპარატის დასამზადებლად იყენებს. გამოიყენება შიგნით
მისაღებად, როგორც
შემომგარსველი, დამარბილებებლი, ნაზი, საფაღარათო, ნაღვლისმდენი და
კენჭების დამშლელი
საშუალება.
იყენებენ ჰომეოპათიაშიც.
გაერთიანებული სამეფოს ფარმაკოპეა ზეთისხილის ფოთლებს
ჰიპოტენზიურ
საშუალებად თვლის.

გამოყენება ემპირიულ მედიცინაში
(მანანა კიკნაძე)
|
დაავადებები, სიმპტომები,
სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული
რეცეპტი |
|
სისხლის
მიმოქცევის ორგანოების დაავადებები |
|
|
|
ჰიპერტონული დაავადება |
ზეთისხილის ფოთლები |
ახალი ფოთლების ექსტრაქტი |
|
რევმატიული დაავადებები, სახსრების
დაავადებები |
|
|
|
რევმატიზმი |
პროვანსული ზეთი |
იღებენ
კარგსაცობიან სქელკედლიან ბოთლს. მასში ასხამენ 154 გრ ხის ზეთს
(შესაძლოა პროვანსული ზეთით შეცვლა). შემდეგ ყრიან ათიდან ოცამდე
წითელი წიწაკის პარკს, იმისდამიხედვით თუ რა სიმაგრის ნაყენის
მიღება სურთ. ყოველივე ამას ამატებენ 154 გრამ კარგად გაწმენდილ
სუფთა ნავთს, ანჯღრევენ და ცხრა დღეს დგამენ თბილ ადგილას,
ყოველდღე ანჯღრევენ, ამ ნარევით იზელენ მტკივნეულ ადგილს
ღამღამობით. დღისით იცვამენ თბილ შალის გრძელ საცვალს და შალის
წინდებს. |
|
სუნთქვის ორგანოების დაავადებები |
|
|
|
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები |
|
|
|
ყაბზობა |
პროვანსული ზეთი |
|
|
ნაღველკენჭოვანი დაავადება |
პროვანსული ზეთი |
ჭამამდე
ნახევარი საათით ადრე იღებენ ზეთს. პირველად იღებენ 1/2 ჩაის კოვზს
და თანდათანობით ზრდიან დოზას 1 ჩაის ჭიქამდე. მკურნალობის კურსის
ხანგრძლივობა 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდება. |
|
ღვიძლის გადიდება |
|
ერთ ჭიქა
პროვანსულ კარგ ზეთსა და 1 1/4 ჭიქა გრეიპფრუტის წვენს. ნარევს
ღამღამობით იღებენ, ჭამიდან ორი საათის შემდეგ, მაგრამ დალევამდე
წინასწარ ოყნას იკეთებენ. ნარევის მიღების შემდეგ მარჯვენა მხარეზე
წვებიან. დილით ოყნას იმეორებენ. პროცედურას იმეორებენ 4-5 დღის
შემდეგ საჭიროების მიხედვით. |
|
ინფექციური დაავადებები |
|
|
|
ჰელმინთოზი (სოლიტერი) |
პროვანსული ზეთი |
ავადმყოფი სამი
დღის განმავლობაში სანახევროდ შიმშილობს. მეოთხე დილით უზმოზე
სვამს ყველაზე სუფთა 3 სუფრის კოვზ პროვანსულ ზეთს და 10 წუთის
შემდეგ იკეთებს ანადუღარი თბილი რძის ოყნას. კუჭში გასვლისას ჯდება
რაიმე ჭურჭელზეб რომელშიდაც თბილი წყალი ან რძე ასხია. სოლიტერი
თავისით გამოდის. |
|
ქირურგიული დაავადებები |
|
|
|
ჭრილობები |
პროვანსული ზეთი |
1. 100 გრამი პროვანსული ზეთი,
8 გრამი ყვითელი სანთელი, 5 გრამი თეთრი სანთელი, 20 გრამი ფიჭვის
გამაგრებული ფისი (კოლოფანი), 1 გრამი საკმეველი, 1 სუფრის კოვზი
უმარილო კარაქი. კოლოფანი და საკმეველი თუ ნატეხებადაა მას
ფხვნილად აქცევენ. ნარევს პატარა მომინანქრებულ ქვაბში ათავსებენ
და 10 წუთს ადუღებენ ნელ ცეცხლზე. გამუდმებით ურევენ და ქაფს ხდიან
(აცილებენ), გაგრილების შემდეგ მინის ქილაში გადააქვთ. მალამოს
დოლბანდის ან სხვა რომელიმე თხელი ქსოვილის სუფთა ნაჭერზე უსვამენ
და ჭრილობას ადებენ
2. ორ ნაწილ ხის ზეთზე
(შესაძლოა პროვანსული ზეთის გამოყენებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში
ხის ზეთი უფრო მიღებულია) ერთ ნაწილ ფუტკრის ცვილს (სანთელს)
იღებენ. ამ ნარევის კარგად ადუღებით მიიღება მალამო, რომელსაც
ჭრილობაზე სცხებენ და თუ საჭიროა, სახვევს ადებენ. |
|
საყრდენ
- მამოძრავებელი სისტემის
დაავადებები |
|
|
|
ყელ - ყურ
- ცხვირის დაავადებები |
|
|
|
უცხო
სხეული ყურში |
პროვანსული ზეთი |
ყურში თანდათანობით აწვეთებენ პროვანსულ ზეთს.
ყურში შეჭრილი მწერი ზეთში ამოტივტივდება. |

|
|
|
|
გამრავლება,
პლანტაცია
-
პერსპექტიული რაიონები.
ზეთისხილის
კულტურის
მოსაყვანად
კარგი
პირობებია აღმოსავლეთ
საქართველოს
მშრალ
სუბტროპიკებში,
თუმცა
ხარობს დასავლეთ საქართველოს ნესტიან სუბტროპიკებშიც.
-
ნიადაგი.
ხარობს
თითქმის
ყველა
ტიპის
ნიადაგზე,
მაგრამ
ამჯობინებს
კარბონატულ,
ყავისფერ,
ალავიურ
ნიადაგებს.
ვერ ეგუებს
მჟავე
და
უკირო
ნიადაგებზე.
-
ქარი.
ზეთისხილი
ქარმოშიშია და პლანტაციის ჩაყრისას, ქარსაფარი
ზოლიც უნდა გაშენდეს.
-
ტენი
.
ვერ
ეგუება
ჭარბ ტენს.
-
ტემპერატურა. მშრალი ჰავის
პირობებში 15 - 20 გრადუს ყინვას უძლებს
-
გამრავლება.
მრავლდება
მყნობით,
კალმით,
გადაწვენითა
და
ამონაყრებით.
თესლს,
გაღივების სტიმულირებისა და
მიზნით ,დათესვამდე რამდენიმე
ხნით ნაცარტუტაში (ნაცარწმენდილში) ათავსებენ .
ბერძნული ტრადიციით, დასათეს თესლს წინასწარ ინდაურს აყლაპინებენ, რაც
ამოსვლას აჩქარებს.
არსებობს მონაცემები
[ო.წულუკიძე], რომ თესლით
გამრავლებული ხეების სიცოცხლის ხანგძლიობა ბევრად ნაკლებია ამონაყრებითა და გადაწვენით გამრავლებულზე.
ამიტომ, ნერგების შეძენა
უცნობი სანერგიდან არ შეიძლება.
თესლიდან
გამოზრდილი
მცენარე
მსხმოიარობას
იწყებს
10 - 12,
ხოლო
კალმიდან
გამოზრდილი - 4-5
წლის
შემდეგ.
ცოცხლობს
300 - 400
წელს
მეტს.
ერთი
ხიდან 20
- 40
კგ
მოსავალი
მოდის.
დაავადებები
და მავნებლები
ზეთისხილის
ჩრჩილი,
კიბო,
ანთრაკნოზი, ფოთლის
რწყილი.
ფოთლის
სილაქავე,
ცრუფარიანა და
სხვა.
თანამდევი
მარკეტინგი
-
საკვებად. ნედლად და დაკონსერვებულს
-
კოპტონს იყენებენ ცხოველების საკვებად
-
მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში.
|
|
|
|
თანამდევი მარკეტინგული ნიშები
გამოყენება
ევროპულ კულინარიაში.
ზეითუნის
ხის კულტივირების სამეურნეო მნიშვნელობა გამოწვეულია მის ნაყოფში
არომატული ზეთის მაღალი შემცველობით (40%-მდე). საუკეთესო ზეთს იღებენ
თეთრი ზეითუნის ხილისაგან (Oleum virgineum) დაწნეხვის საშუალებით
დაბალი წნევის და 20-250 ჩ ტემპერატურის რეჟიმით. ასეთი ხერხით
მიღებული ზეთისაგან რაფინირების საშუალებით იღებენ სუფთა, გამჭვირვალე,
უფერულ ზეთს. უფრო მაღალი წნევის ქვეშ დაწნეხვის შედეგად იღებენ ყვითელ
ზეთს - ზეითუნის ზეთს (Oleum optimum). მაღალი წნევით და მაღალი
ტემპერატურით დაპრესვისას იღებენ ღია
მოყვითალო ზეთს (Oleum commum) -
სამრეწველო დანიშნულებისათვის. ზეითუნის ზეთი პირველ რიგში წარმოადგენს
მაღალხარისხოვან საკვებ ზეთს, რომელიც

სამზარეულოში გამოყენება.
უმწიფარი ზეითუნის ხილს აკონსერვებენ სხვადასხვა საშუალებებით: ზეთში,
მარილში, ძმარში, კურკით ან მის გარეშე. დაკონსერვებული ზეთის ხილის
გემო დამოკიდებულია დაკონსერვების ხერხზე - მარილიანი, პიკანტური,
მწკლატრე. ზეთის ხილის მოყვარულები გამოიყენებენ
მათ ცივ საუზმეზე, არაბეთის ქვეყნებში მათ იყენებენ სუფრის
სერვირებისას. სამხრეთ ევროპის ქვეყნებში მათ იყენებენ ხორცთან ერთად.
ზეთის
ხილი დამახასიათებელ გემოს აძლევს სუპების და ბოსტნეულის კერძებს.
ზოგიერთი კერძი წარმოუდგენელია ზეთის ხილის გარეშე. ზეთის ხილზე
ყურადღება შევაჩერეთ ერთ-ერთი ექსპედიის დროს (ზემო ბოდბეში). აქაურები
ამტკიცებენ, რომ კომუნისტურ რევოლუციამდე (1917) უცხოელებს ამ სოფელში
ზეთის ხილის კარგი (სამრეწველო) პლანტაციები ჰქონდათ, ჩვენთვის უცნობია
რაში და ფორმით იყენებდნენ მას.

სტატიის შემდგომი ვერსია იხ.
www.medgeo.net
|
|
|
|
ლიტერატურა:
-
ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა
წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები.
"მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის
ფონდის გრანტი,USAID
- ის
რესურსები.
მხარდაჭერა:
ACDI - VOCA (USAID resources) together
with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program
(United kingdom)
-
Lali Dateshidze and
co - authors. WHO
Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine.
World Health
Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan.
მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის
მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
-
ლალი დათეშიძე.
ზეთისხილი
.
თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID
- ის
რესურსებით
-
ლალი დათეშიძე.
ზეთისხილი
.
"სამკურნალო
მცენარეთა ინსტიტუტი". თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID
- ის
რესურსებით,
მხარდაჭერა:
ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British
Executive Service Overseas) - TACIS program
(United kingdom).
-
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ;
,,ქართული სამედიცინო
ენციკლოპედია". მეორე დეპო
- გამოცემა. ჟურნალი
,,ექსპერიმენტული და
კლინიკური მედიცინა". N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ
ჩიგოგიძის საერთო
რედაქციით. სარედაქციო
კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა,
ვაჭარაძე კახა,
ტყეშელაშვილი ბესარიონ.
-
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ.
,,ქართული სამედიცინო
ენციკლოპედია". თბილისი, 2005.
,,ტექინფორმის"
დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
-
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის
სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
-
წულუკიძე
ო.,
ზეთისხილის კულტურა - თბ. : სახელგამი, 1953
-
ლასარეიშვილი ლ., ზენაიშვილი გ. ზეთისხილის
კულტურა - თბ., 1995
-
ნაკაშიძე ე. ზეთისხილის ხე. მისი გაშენება და მოვლა -
ტფ.: სახელგამი, 1930
-
ღლონტი მ. ზეთისხილი - თბ. :
საბჭ. საქართველო, 1960
-
შავიშვილი ვ. ზეთისხილის კულტურა
აღმოსავლეთ
საქართველოში [თბ., 1973]
-
ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ., 2005
-
ქსე
-
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა
კულტურა საქართველოში
- თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
-
საქართველოს ფლორა. I
- XI ტომი.
თბილისი. 1971 - 1987 წ.
|
|
|
|
|
|