|
Ononis arvensis L.
– ფშნის ეკალი
Стальник
колючий
- რუს.
Spiny restharrow
- ინგ.
Dornige Hauhechel
- გერმ.
Arrete boeuf, Bugrane
- ფრანგ.
I.
ზოგადი
ნაწილი
1.1.
ზოგადი
დახასიათება
ფშნის
ეკალი
მიეკუთვნება Fabaceae -
ს
ოჯახს.
იგი
მრავალწლოვანი
ბალახოვანი
მცენარეა.
ღეროები 40 - 80
სმ
სიგრძისაა,
სწორმდგომი,
იშვიათად
აღმავალი,
დატოტიანებული,
ჯირკვლოვან
-
ბუსუსოვანი,
ხშირად
ეკლიანი,
იშვიათად
უეკლო.
ფესვები
ღერძულია, 1
მ -
მდე,
დატოტვილი,
რომელიც
ზემოთა
ნაწილში
მრავალთავიანი
ფესურის
სახითაა.
მასზე
ყალიბდება
ვეგეტაციური
ყლორტები.
ფოთლები
სამმაგია,
ჯირკვლოვან
-
ბუსუსოვანი,
კიდეები
დაკბილულია;
ფოთლის
ყუნწთან
შეზრდილია
ფართო
ფოთოლაკები.
ღეროს
ზედა
ნაწილის
ფოთლები
ქვედა
ფოთლებზე
უფრო
წვრილია.
ფურცლები
ოვალური
ან
მოგრძო -
ელიფსური
მოყვანილობისაა,
რომელთა
სიგრძე 1,5 - 3
სმ
-
ია,
სიგანე
კი 0,5 - 1,5
სმ.
ისინი
წებოვანია,
დამახასიათებელი
სუნით.
ყვავილები
ფოთლის
უბეებში
წყვილადაა,
გრძელი
ყუნწით.
ისინი
ღეროს
და
გვერდითი
ტოტების
ბოლოებზე
ხშირ
თავთავისებურ
ყვავილედს
ქმნიან.
ჯამის
სიგრძე
10მმ
-
მდეა;
გვირგვინი
ხუთფურცლიანია,
რომლის
სიგრძე 15 - 20
მმ
-
ია,
ვარდისფერია,
მოვარდისფრო
-
თეთრი
ან
თეთრი.
აფრა
ფართო
-
ელიფსურია.
მტვრიანა
10 -
ია;
მტვრიანას
ძაფები
მილადაა
შეზრდილი,
ბუტკო
ერთბუდიანი
ნასკვითაა.
ნასკვი
ზედაა.
ნაყოფი
ფართო
ელიფსური
მოყვანილობისაა,
ბუსუსოვანი
ოდნავ
გაბერილი
პარკია,
რომელშიც
2 - 4
თესლია.
პარკის
სიგრძე
7
მმ
-
ია,
სიგანე
5 - 6
მმ.
თესლები
სფეროსებური
ან
თირკმლისებურია,
ოდნავ
ხორკლიანი
ზედაპირით.
მისი
ფერი
მუქი
-
დარიჩინისფერიდან
ღია
მურამდეა.
ფშნის
ეკალი
ყვავილობს
ივნის -
აგვისტოში.
ნაყოფი
მწიფდება
აგვისტოდან
დაზამთრებამდე.
1.2.
გავრცელება
ფშნის
ეკალი
იზრდება
ნესტიან
მინდვრებზე,
ბალახოვან
და
ქვიშნარ
ნიადაგებზე,
მდინარეების
ნაპირებზე,
ბუჩქოვანთა
შორის,
ტყეებში.
იშვიათად
გვხვდება
ნათესებში
როგორც
სარეველა.
მისი
გავრცელების
დიაპაზონი
ზღვის
დონიდან
1600
მ
-
მდეა.
გავრცელებულია
მთელ
ევროპაში,
აზიაში,
უკიდურესი
ჩრდილოეთისა
და
უკიდურესი
სამხრეთის
გარდა.
ფშნის
ეკალი
სინათლის
მოყვარული
მცენარეა.
მისი
კულტივირებისთვის
უპირატესობა
ენიჭება
ნესტიან,
კირიან,
შავმიწა,
მძიმე
ალუვიალურ
ნიადაგებს.
იგი
კარგად
იტანს
ზამთრის
სუსხს.
საბჭოთა
კავშირის
არსებობის
დროს
ფშნის
ეკალის
წარმოება
ცენტრალიზებული
წესით
ხდებოდა
საქართველოში.
უპირატესად
ნედლეულს
ამზადებდნენ
ახალციხის,
ბორჯომის,
ქარელის,
გორის,
მცხეთის,
საგარეჯოს
რაიონებში.
1.3.
ქიმიური
შედგენილობა
ფშნის
ეკალის
ფესვები
შეიცავენ
ტრიტერპენულ
სპირტ
ონოცერილს,
ფლავონოიდებს:
ონონინი
და
ონონი;
ეთერზეთს,
ფისებს,
მთრიმლავ
ნივთიერებებს,
ლიმონის
მჟავას.
II.
ნედლეულის
დამზადება
ფშნის
ეკალის
ფესვების
დამზადებას
იწყებენ
შემოდგომით,
როდესაც
მცენარე
ყვავილობას
დაამთავრებს.
შეგროვება
გრძელდება
მიწისზედა
ნაწილის
გახმობამდე.
ქვიშნარი
ნიადაგებიდან
მისი
ფესვების
ამოღება
რთული
არ
არის.
თავიდან
ფესვის
ყელთან
მიწას
ამოიღებენ
და
მცენარის
ღეროს
ფუძეზე
ხელის
მოდებით
მთლიანად
ამოიღებენ
ფესვთა
სისტემას.
ნედლეულის
შეგროვება
იოლია
ნაწვიმარზე,
როცა
ნიადაგი
უფრო
ფხვიერია.
ნედლეულის
ბუნებაში
მოპოვებისას
ბუნებრივი
რესურსების
შენარჩუნების
მიზნით
საჭიროა
წვრილი,
არამსხმოიარე
ძირების
ხელუხლებლად
დატოვება;
ასევე
ნაყოფებიანი
ძირები
არ
უნდა
ამოიძირკვოს.
მათი
დატოვება
გამოიწვევს
ჩათესვას
და
მოცემულ
ადგილას
მარაგის
შენარჩუნებას.
ამოთხრილ
ნედლეულს
ფესვის
ყელთან
მოაშორებენ
მიწისზედა
ნაწილს,
მოაშორებენ
ასევე
ნიადაგის
ზედაპირზე
ამოსულ
მრავალთავიანი
ფესურის
გამერქნიანებულ
ნაწილებს.
ბალახისგან
მოცილებული
ფესვები
გადააქვთ
გასაშრობად.
ფშნის
ეკალის
ფესვის
გაშრობა
რეკომენდირებულია
საშრობებში
40 - 600ჩ
ტემპერატურაზე,
თუმცა
შესაძლებელია
მზეზე
გაშრობაც.
მშრალ
ამინდში
მზეზე
შრობას
სჭირდება 10
დღე,
ხოლო
საშრობში 40 - 600ჩ
ტემპერატურაზე
შრობისათვის
საკმარისია
2
დღე.
გარეთ
შრობისას
ნედლეული
რომ
არ
შესველდეს
საჭიროა
საღამოობით
წყალგაუმტარი
ქსოვილის
გადაფარება.
საშრობში
შრობისას
საჭიროა
ნედლეულის
გადაბრუნება
2 - 3 -
ჯერ.
იგი
ხელს
უწყობს
თანაზომიერ
შრობას,
ამასთან
ნედლეული
თავისუფლდება
მინერალური
მინარევებისაგან.
შეფუთვის
წინ
ნედლეულს
კვლავ
გაასუფთავებენ
მინერალური
მინარევებისაგან.
ფშნის
ეკალის
სამკურნალო
ნედლეული
შედგება
მერქნიანი
ცილინდრული
ფორმის
ფესვებისა
და
მრავალთავიანი
ფესურის
ნარჩენებისგან.
ფესვები
სწორი
ან
მოღუნულია,
ხშირად
დატოტვილი,
დაღარული,
გრძივად
დანაოჭებული,
ალაგ
-
ალაგ
განშრევებული
ქერქით.
ფესვების
სიგრძე
40
სმ
-
მდეა,
სისქე
0,5 - 2,5
სმ.
ფესვის
ჭრილი
ტალღისებურია.
ნედლეულს
გარედან
აქვს
მურა,
შიგნიდან
მოყვითალო
თეთრი
ფერი;
სუნი
სუსტია,
თავისებური,
გემო
მოტკბო -
მომწარო.
ნედლეულის
რიცხვითი
მახასიათებლები
შემდეგია:
|
70% სპირტით გამოწვლილული ექსტრაქტ. ნივთიერებები |
ნესტიანობა |
საერთო ნაცარი |
2 სმ - ზე მოკლე ფესვები |
ჭრილში გაშავებული ფესვები |
სხვა ორგანოთა მინარევები |
ორგანული მინარევები |
მინერალური მინარევები |
|
არანაკლებ
20% |
არაუმეტეს
14% |
არაუმეტეს
10% |
არაუმეტეს
2% |
არაუმეტეს
1% |
არაუმეტეს
2% |
არაუმეტეს
1% |
არაუმეტეს
1% |
Fფშნის ეკალის მზა ნედლეულს ფუთავენ 50 კგ - იან ფუთებში ან 25 - 30 კგ
- ობით ტომრებში. ნედლეული ინახება მშრალ, კარგი განიავების პირობებში.
ვარგისიანობის ვადაა 2 წელი.
III.
გამოყენება
ფშნის ეკალის ფესვებს გააჩნია დიურეზული, სისხლდენის შემაჩერებელი
მოქმედება. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ თირკმელში კენჭები დროს,
ცისტიტების საწინააღმდეგოდ, სახსრების რავმატიული დაავადების, პოდაგრის
დროს. გარეგანი ფორმით იგი გამოიყენება დერმატოზების და ეგზემების დროს
აბაზანების სახით.
ფშნის ეკალის პრეპარატები არატოქსიკურია. მათ სისხლის შემაჩერებელ
მოქმედებასთან ერთად გააჩნიათ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი; გამოიყენება
ჰემოროის დროს.
|