დვალურას წარმოება, გამოყენება, მარკეტინგი
ლალი დათეშიძე, არჩილ  შენგელია

საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს მითითება

გადასვლა სათაო გვერდზე 

 
 

Polugonum bistorta L. - დვალურა

 

 Горец змеиный - რუს.

 

I ზოგადი ნაწილი

1.1       ზოგადი დახასიათება

 

დვალურა მიეკუთვნება Polygonaceae-ს ოჯახს. იგი მრავაწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.მისი ფესურა 10 სმ-მდეა, მსხვილი, გველისებურად დაკლაკნილი. ფესურიდან გამოდის მრავალი წვრილი ფესვი. ღერო რამდენიმეა, სწორმდგომი, შიშველი, დაუტოტავი. ღეროს სიმაღლე 30-80სმ-ია. ფოთლები მოგრძო-კვერცხისებურია ან ფართო-ლანცეტისებური, ფუძესთან მომრგვალებულია ან ნისკარტისებური. ფოთლის კიდეები ტალღისებურია, ღეროს ქვედა ფოთლები 4-20სმ სიგრძისა და 1-1,75სმ სიგანისაა. ფოთლის ყუნწი გრძელი ფართისებურია; ღეროს ფოთლები უფრო წვრილია, მორიგეობითი, ყუნწიანი, მოყვანილობით ლანცეტისებურიდან ხაზურამდეა. ფოთლები ზემოდან მუქი-მწვანეა, ქვემოდან უფრო ღიაა, ნაცრისფერ-მწვანე. ყვავილები წვრილია, ხშირად ვარდისფერი. ისინი შეკრებილია ყლორტის ბოლოებზე მსხვილ ოვალურ ან ცილინდრულ ხშირ თავთავისებურ ყვავილედად. ყვავილსაფარი მარტივია, ფურცლისებური, თითქმის ფუძემდე 5 განყოფილებიანია, უხსნადი, მტვრიანა 8, ბუტკო 3 სვეტიანია, ნასკვი ზედაა. ნაყოფი სამკუთხა მუქი-მურა კაკლუჭაა.

დვალურა ყვავილობს მაის-ივლისში. ნაყოფი მწიფდება ივნის-ივლისში.

 

1..2. გავრცელება

 

დვალურა გავრცელებულია ევროპისა და აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი იზრდება ტორფიან ჭაობებსა და ტენიან მდელოებზე. საქართველოში დვალურა იზრდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, უფრო ხშირად დეკიანებში.

იგი ირჩევს მჟავე, ტორფიან ნიადაგებს.

 

1.3.      ქიმიური შედგენილობა

 

დვალურას ფესურა შეიცავს 25% მთრიმლავ ნივთიერებებს, რომელიც მიეკუთვნება პიროგალის ჯგუფს. შეიცავს გალის და ელაგის მჟავებს, კატეხინს, ოქსიმეთილანტრაქინნებს, სახამებელს, ასკორბინის მჟავას.

 

II ნედლეულის დამზადება

 

დვალურას ფესურას თხრიან ზაფხულში, მას შემდეგ რაც მცენარე ყვავილობას დაამთავრებს, ან კიდევ გაზაფხულზე, სანამ ღერო ჩამოყალიბდება.

დვალურას შეგროვებისას ბარდის თვითაღდგენის მიზნით საჭიროა ყოველ 2-5მ2 ფართზე თითო ეგზემპლარის ხელუხლებელი დატოვება. ამოთხრილ ფესურას გაასუფთავებენ მიწისაგან და მოაშორებენ მიწისზედა ნაწილებსა და ფესვებს. ფესურას აშრობენ თბილ სათავსოში, სადაც შექმნილია ვენტილაციის პირობები. კარგ ამინდში შესაძლებელია ჰაერზე გაშრობა. ფესურას გაფენენ თხელ ფენად და ყოველდღიურად გადააბრუნებენ. საშრობებში შრობის ტემპერატურა უნდა იყოს 400ჩ.

დვალურას ნედლეული შედგება გველისებურად დაკლაკნილი რამდენიმე შეზრდილი ფესურისაგან, რომელსაც ზედა მხარეზე უმეტესად გააჩნია განივი რგოლური შემსხვილებები., ქვედა მხარეზე კი დარჩენილია მოცლილი ფესვების კვალი. ფესურის საშუალო სიგრძეა 3-5 იშვიათად 10სმ, სისქე 1,5-2სმ. ფესურა გარედან მუქი-მოწითალო-მურაა, ჭრილში ვარდისფერი ან მურა-ვარდისფერი. ნედლეული უსუნოა, გემო ძლიერ შემკვრელი.

ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები შემდეგია:

 

მთრიმლავი ნივთიერებები

ნესტიანობა

საერთო ნაცარი

ჭრილში გაშავებული ფესურები

ფესვებისაგან, ღეროს და ფოთლებისაგან ცუდად გაწმენდილი ფესურები

ორგანული მინარევები

მინერალური მინარევები

არანაკლებ 15%

არაუმეტეს 13%

არაუმეტეს 10%

არაუმეტეს 10%

არაუმეტეს 5%

არაუმეტეს 0,5%

არაუმეტეს 1%

 

მშრალ ნედლეულს ფუთავენ 50კგ-იან ტოომრებში. მას ინახავენ თაროებზე კარგი განიავების პირობებში.

ნედლეულის ვარგისიანობის ვადაა 5 წელი.

 

III გამოყენება

 

ხალხურ მედიცინაში დვალურას ფესურას იყენებენ შიგნით მისაღებად კუჭის წყლულოვანი დაავადებების, ფაღარათის, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების დროს. აგრეთვე გამოიყენებენ გარეგანი ფორმითაც სისხლდენის დროს, სავლებად ხმარობენ კბილის ტკივილის დროს. მისი აბაზანები კი ეფექტურია ჭრილობებისა და წყლულების დროს.

დვალურას ფესურას მონახარში გამოიყენება როგორც შემკვრელი საშუალება კუჭ-ნაწლავის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს.

დვალურას ფესურა შედის ნაკრებების შემადგენლობაში, რომლებიც გამოიყენება გასტრო-ენტეროლოგიაში.

ამასთან დვალურა კარგი თაფლოვანი მცენარეა.

 

თესლები (კაკლურა) მოხაზულობით კვერცხისებურია, ფორმით აშკარად სამწახნაგოვანია, წვერისკენ დავიწროებულია და მთავრდებიან 2-3 კბილით. წახნაგები თითქმის ტოლფარდოვანია, ან ერთი უფრო განიერია, თითქმის ბრტყელია, როცა ორი დანარჩენი ოდნავ ჩაზნექილია. წიბოები მსხვილია, მკვეთრად გამოკვეთილი. ნაყოფსაჯდომი ყუნწით მთლიანად ან ნაწილობრივ რჩება თესლზე. თესლების ზედაპირი გლუვია, თითქმის გაპრიალებულია. შეფერილობა მოწითალო-ყავისფერია. თესლების ზომა 3,5-4,0 მმ სიგრძეში, 2,0-2,5 მმ სიგანეში და 2,0 მმ სისქეში. აბსოლუტური წონა 2,4-4,0 გრ შეადგენს.

 

 
 

Polygonum aviculare L.                           მატიტელა ჩვეულებრივი 

Polygonum hydropiper L.                        წალიკა

Polygonum persicaria L.                     წალიკა ბოსტნის

Polygonum carneum C. Koch.            დვალურა სისხლისფერი

 

   

სტატიის შემდგომი ვერსია იხ. www.medgeo.net