დურღენი, ანაბაზისი უფოთლო - Anabasis aphylla L.

 ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

 

საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს მითითება

 

გადასვლა სათაო გვერდზე

 

Анабазис безлистный
Ежовник безлистный

შხამიანი მცენარეა! შეგროვებისას აუცილებელია ხელთათმანები და  აირწინაღი

 

 

1. ზოგადი აღწერა

 

  ანაბაზისი უფოთლო, დურღენი - Anabasis aphylla L. ნაცარქათამასებრთა Chenopodiaceae ოჯახში შემავალი ნახევრადბუჩქია.


   70 სანტიმეტრამდე სიმაღლის,
მურა ფერის, მოპირდაპირედ დატოტვილი, ქვედა ნაწილში გახევებული რამდენიმე ღერო აქვს.
 
 მოზამთრე ტოტების წვერში ყოველწლიურად აპრილიდან ივლისამდე იზრდება უფოთლო , მწვანე, წვნიანი, დამუხლული, ცილინდრული, შტოები. ისინი შემოდგომაზე კვდებიან და მომავალ წელს ახალი ამოდის.
  ვაგინად გადაგვარებული ფოთლები, განთავსებულია შტოების მუხლებთან

  ყვავილები წვრილია,მოყვითალო ან მოვარდისფრო, ულამაზ, შეკრებილი თავთავისებრ ყვავილედადად. ყვავილსაფარი მარტივია, 5 ფოთოლაკიანი, ჯამისებრი.
  ნაყოფები ფრთიანია, კენკრისებრი, სპირალური ჩანასახით; ფესვთა სისტემა მძლავრია, ღერძული ნიადაგში 1,5 მეტრამდე ჩადის. ყვავილობს ივლის - აგვისტოში; თესლი მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევარში. 
    ანაბაზისს ველზე შორიდანვე გამოარჩევთ ხასხასა მწვანე ფერით.

 

 

2. გავრცელება

ძირითადად გავრცელებულია წინა, შუა და ცენტრალური აზიაში,. შედარებით ნაკლებად -  ყირიმსა და ჩრდილო კავკასიაში.მცირე რაოდენობით გვხვდება ვოლგოგრადის მხარეშიც. ადის ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე. გვხვდება როგორც ზომიერად ნესტიან, ასევე გვალვიან ადგილებში, უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში. ნედლეულს უხვად იძლევა ქვიშნარზე, სადაც გრუნტის წყლები ახლოსაა, მაგრამ ძირითადი ელემენტის ავაბაზინის შემცველობა მშრალ ადგილებში უფრო მაღალია და ნედლეულის ფასიც , შესაბამისად, მეტი.
   საქართველოში აზერბაიჯანის მიმდებარე რეგიონებშია გავრცელებული. სამრეწველო პლანტაციის
გაშენება პერსპექტიული ჩანს გარეჯის უდაბნოში.

 

 

 3. გამრავლება

 

  აქვს სწრაფი აღდგენის უნარი. ამდენად პლანტაციის გაშენება საჭიროა არაა. საკმარისია გამერქნებული ნაწილების გადაჭრა, რაც ახალ, უხვ ამონაყარს უზრუნველყოფს.

 

 

 4. ნედლეული

 

   ნედლეულია დურღენის ბალახი (ყლორტი) - Herba (cormus) Anabasidis. მზადებენ ყლორტების ზედა წვრილ ნაწილებს - Cormus Anabasidis, აგვისტო - სექტემბერში.
    ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9] - დან:
,,ნედლეული ერთწლიანი ყლორტების 2 - 4 სმ სიგრძისა და 3 მმ სიგანის ნაჭრებია; ის შიშველია, ცილინდრული, მასზე განუვითარებელი ფოთლების უბეებია გამოშვერილი. ფერი ნაცრისფერ - მწვანე ან მოყვითალო, სუნი სუსტი, თავისებური, გემოს არ უსინჯავენ, რადგან მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია!."
    ცენარეს, ფასს განსაზღვრავს ასში ანაბაზინ შემცველობა. ანაბაზინს შეიცავს მცენარის ყველა ნაწილი: ყვავილები, ფესვები და განსაკუთრებით ნაყოფები.ანაბაზინის შემცველობა მცენარეში მეტია ბუტონიზაციამდე, აგრეთვე საღამოს საათებში.

 

 

 5. ქიმიური შედგენილობა

 

   მცენარის გაუმერქნებელი ბალახი შეიცავს 2 - 4 % ალკალოიდებს. ძირითადი ალკალოიდია ანაბაზინი, რომელიც ალკალოიდების ჯამის დაახლოებით 60 % შეადგენს. 
. ბალახი შეიცავს 2 - 3% (12% - მდე) პიპერიდინულ ალკალოიდებს, დომინანტობს ანაბაზინი, რომელიც ალკალოიდების ჯამის მიმართ 60% - ია. ის 1929 წ გამოყო ა. ორეხოვმა. ანაბაზინი სითხოვანი და ადვილად აქროლადი ალკალოიდია. მისი რაოდენობა დურღენის ბალახში არ უნდა იყოს 1,4% - ზე ნაკლები. თანმხლები ალკალოიდებია ანაბაზიმინი
, აფილიდინი, აფილინი, ლუპინინი, ოქსიაფილიდინი ,ოქსიაფილინი.

 

 

 

მედიცინაში გამოყენება

 

      ნიკოტინის მჟავას, რომელსაც დურღენის ბალახიდან იღებენ ფართოდ იყენებენ მედიცინაში პელაგრის, თირკმლების დაავადებების, სისხლძარღვთა სპაზმების, ჭრილობების და წყლულების, აგრეთვე ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
    ანაბაზინის ჰიდროქლორიდი (გამობაზინი) ტაბლეტებისა და საღეჭი რეზინის სახით გამოიყენება, როგორც თამბაქოზე დამოკიდებულების შემამსუბუქებელი საშუალება.

     მასიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ.
    დურღენს ფართოდ იყენებენ ვეტერინარიაში - საქონლის კანის დაავადების დროს.

 

 

 

 

ლიტერატურა:

  1. ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის   განვითარების საკითხები.       "მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI  - VOCA (USAID      resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)

  2. Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health     Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის     მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.

  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა". N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო ედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.

  4. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". თბილისი, 2005.  ,,ტექინფორმის" დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

  5. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ.,  საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980

  6. ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ., 2005

  7. ქსე

  8. შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983

  9. საქართველოს ფლორა. I -  XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.