|
Arcotostaphyllos uva-ursi L. (Spreng)
-
დათვის
კენკრა
Толокнянка обыкновенная
- რუს.
Bear berry
–
ინგ.
Gemeine Barentraube
–
გერმ.
Busserole, raisin d ours
–
ფრანგ.
I.
ზოგადი
ნაწილი
1.1
ზოგადი
დახასიათება
დათვის
კენკრა
მიეკუთვნება
Ericaceae
-ს
ოჯახს.
იგი
მრავალწლოვანი
მარადმწვანე
მიწაზე
გართხმული
მცირე
ზომის
ბუჩქია.
ცენტრალური
ღერო
ძალზე
მოკლეა
და
დაფარულია
ცვენადი
ფოთლებითა
და
ტოტებით.
ამ
ღეროდან
ყველა
მიმართულებით
გამოდის
2
მ-მდე
სიგრძის
ღეროები,
რომლებიც
ჩაფესვიანებულია.
ჩაფესვიანებული
ღეროდან
ვითარდება
სწორმდგომი
შეფოთლილი
ყლორტები,
რომელთა
სიმაღლე
10-15სმ-მდეა.
ახალგაზრდა
ღეროები
მწვანე
ან
მომწვანი
მურა
შეფერილობისაა.
ისინი
ზამთრის
წინ
იღუპებიან.
მრავალწლიანი
ძველი
ღეროები
დაფარულია
მრავალშრიანი
მუქი
მურა
ქერქით,
რომელიც
იოლად
სცილდება.
ფოთლები
მორიგეობითია,
კანიანი,
გლუვი,
კიდემთლიანი,
მოგრძო-უკუ-კვერცხისებური.
ფოთლის
სიგრძე
1-2,2
სმ-ია,
სიგანე
0,5-1,2
სმ.
ყუნწთან
შევიწროებულია.
ყუნწი
მოკლეა.
ფოთოლი
ზემოდან
მუქი-მწვანეა,
ქვემოდან
უფრო
ღიაა,
მბზინავი;
ფოთლის
ორივე
მხარეზე
შესამჩნევია
დაძარღვა.
ახალგაზრდა
ფოთლები
მკრთალია,
უფრო
ნაზია
და
თხელი,
ვიდრე
ძველი
ფოთლები;
კიდეებთან
შებუსულია.
ყვავილები
ოვალურ
ხელადისებურია,
ფერი
მკრთალი
ვარდისფერია,
სიგრძით
3-5
მმ,
გვირგვინი
ხუთკბილიანია.
წვეროსთან
ისინი
შეკრებილია
მტევნისებურ
ყვავილედად.
თითოეულ
ყვავილედში
3-5-7
ყვავილია.
ნაყოფი
კენკრისებყურია,
წითელი,
შედგება
5
კურკისაგან.
დათვის
კენკრა
გარეგნობით
მსგავსია
წითელი
მოცვს
ჩამოჰგავს.
1.2.
გავრცელება
დათვისკენკრა
გავრცელებულია
სუბტროპიკულ
მხარეში,
ურალში,
ჩრდილოეთ
ციმბირში,
სამხრეთ
ევროპაში,
აზიაში,
ჩრდილოეთ
ამერიკაში,
დასავლეთ
გრენლანდიაში.
ჩვენში
დათვისკენკრა
იზრდება
ფიჭვნარში,
ღორღიან
ადგილებზე,
სუბალპურ
და
ალპურ
სარტყელში.
იგი
გვხვდება
სვანეთში,
რაჭა-ლეჩხუმში,
სამეგრელოში,
იმერეთში.
ესპანეთსა
და
ჩრდილოეთ
ამერიკაში
ველურ
პირობებში
დათვის
კენკრა
ქმნის
მასივებს.
კავკასიონის
დასავლეთ
ნაწილში
იგი
ძირითადად
სუბალპურ
სარტყელშია.
ეტანება
ნესტიან
ადგილებს,
მაგრამ
კარგად
ეგუება
მშრალ
ქვიშნარ
ნიადაგსაც.
1.3.
ქიმიური
შემადგენლობა
დათვის
კენკრას
ფოთლები
შეიცავენ
არბუტინს,
მეთილარბუტინს,
თავისუფალ
ჰიდროქინონს,
მთრიმლავ
ნივთიერებებს,
ელაგის,
ქინის,
ჭიანჭველის
და
ურსოლის
მჟავებს,
ელაგოტანინს,
გალოტანინს,
ასევე
მღებავ
ნივთიერებებს,
ეთერზეთს,
უვაოლს,
გიპეროზიდს,
კვერცეტინს,
იზოკვერციტრინს,
ასკორბინის
მჟავას.
II
კულტივირება
2.1.
მოშენების
თავისებურებანი
დათვისკენკრას
კულტივირებისათვის
უმჯობესია
შეირჩეს
განათებული
ადგილები.
ნიადაგში
ნესტის
უკმარისობის
შემთხვევაში
დათვისკენკრა
ზრდას
აჩერებს,
ფოთლები
მურა
ფერს
იძენს
და
უხეში
ხდება.
დათვისკენკრას
გამრავლება
შესაძლებელია
თესლებით
და
ვეგეტატიურად.
ბუნებაში
დათვისკენკრას
თესლების
გამრავლებას
ხელს
უწყობენ
ფრინველები.
ვეგეტატიური
გამრავლება
ძალზე
ხელსაყრელია.
დაბურული
ხეების
ქვეშ
დათვისკენკრა
ადვილად
დეგრადირდება.
ჰორიზონტალური
ყლორტების
ზრდა
თითქმის
წყდება,
ფოთლების
რაოდენობა
მცირდება,
ყლორტების
ნაწილი
კვდება.
2.2
ნედლეულის
დამზადება
დათვისკენკრას
ფოთლებს
აგროვებენ
ორ
ვადაში.
გაზაფხულზე
-
ყვავილობამდე
ან
ყვავილობის
დასაწყისში
(აპრილ-ივნისში)
და
შემოდგომით
-ნაყოფის
დამწიფების
მომენტიდან
მის
ჩამოცვენამდე
(აგვისტო-ოქტომბერი).
ყვავილობის
შემდეგ
ახალგაზრდა
ყლორტები
აგრძელებენ
ზრდას.
ამ
დროს
შეგროვებული
ფოთლები
შრობისას
მურა
შეფერილობას
ღებულობს
და
მათი
შემცველობა
ნედლეულის
ხარისხზე
ცუდად
აისახება.
ამასთან
ახალგაზრდა
ყლორტების
ზრდის
მომენტში
არბუტინის
შემცველობა
ფოთლებში
მინიმალურია.
ამ
მიზეზით
ივნის-აგვისტოს
პერიოდში
დათვისკენკრას
ფოთლების
შეგროვება
არ
არის
რეკომენდირებული.
დამზადებისას
ფოთლიან
ტოტებს
ჭრიან,
გაასუფთავებენ
ნიადაგის
ნაწილებისაგან
და
გადააქვთ
შრობის
ადგილზე.
ბუნებაში
ერთი
და
იგივე
ადგილას
დათვისკენკრას
ფოთლების
დამზადება
შესაძლებელია
5
წელიწადში
ერთხელ.
გაშრობამდე
ნედლეულს
მოაშორებენ
უვარგის
(გაშავებულ,
მურა
ფერის)
ფოთლებს
და
სხვადასხვა
მინარევებს.
შეფოთლილ
ტოტებს
სხვენზე
გაშლიან
თხელ
ფენად
და
ყოველდღიურად
გადააბრუნებენ.
ხელოვნურ
საშრობებში
შრობა
დასაშვებია
500ჩ
ტემპერატურაზე.
გამშრალ
ნედლეულს
გადაიტანენ
სუფთა
ბრეზენტზე
და
გადაარჩევენ,
მოაშორებენ
მსხვილ
ღეროებს.
წვრილი
ღეროების
მოსაშორებლად
გამოიყენებენ
8-10
მმ
დიამეტრის
საცერს.
ამის
შემდეგ
ნედლეულს
გაცრიან
3
მმ
დიამეტრიან
საცრით.
ამ
გზით
მოაშორებენ
მტვერს,
სილას,
დაწვრილმანებულ
ნაწილებს,
ამასთან
მოაცილებენ
დარჩენილ
ღეროებს.
თუ
კი
ამის
შემდეგ
ნედლეული
არ
აკმაყოფილებს
სტანდარტზე
წაყენებულ
მოთხოვნებს,
მას
განმეორებით
ცრიან.
დათვისკენკრას
ნედლეული
შედგება
მბზინავი
ფოთლებისაგან,
რომლებიც
ზემოდან
მუქი
მწვანეა,
ქვემოდან
ღიაა,
მკრთალი,
გლუვი.
შემოდგომაზე
შეგროვებული
ფოთლები
ზემოდან
ოდნავ
მოწითალოა.
ნედლეულს
სუნი
არა
აქვს,
გემო
ძლიერ
შემკვრელია,
მომწარო.
ნედლეულის
რიცხვითი
მახასიათებლები
შემდეგია:
|
არბუტინის
შემცველობა |
ნესტიანობა |
საერთო
ნაცარი |
ნორმალური
შეფერილობა
დაკარგული
ფოთლები |
3მმ
დიამეტრიან
საცერში
გამავალი
ნაწილაკები |
სხვა
ორგანოთა
მინარევები |
ორგანული
მინარევები |
მინერალური
მინარევები |
|
არანაკლებ6% |
არაუმეტეს
12% |
არაუმეტეს
4% |
არაუმეტეს
3% |
არაუმეტეს
3% |
არაუმეტეს
4% |
არაუმეტეს
0,5% |
არაუმეტეს
0,5% |
მზა ნედლეულს ფუთავენ 25-50კგ-იან ტომრებში. იგი ინახება მშრალ, კარგი
განიავების პირობებში. ვარგისიანობის ვადაა 5 წელი.
III
გამოყენება
დათვისკენკრას ფოთლებს ახასიათებს ურონოანტისეპტიკური მოქმედება. იგი
გამოიყენება წყლიანი გამონაწვლილების სახით. დათვისკენკრას სამკურნალო
მოქმედება დამყარებულია მჟავისა და ფერმენტების მოქმედებით არბუტინის
დაშლაზე, რის შედეგაც მიიღება გლუკოზა და ჰიდროქინონი. ისინი გამოიყოფა
თირკმელებით და ავლენს ანტისეპტიკურ და სადეზინფექციო მოქმედებას.
არბუტინი აღიზიანებს რა თირკმლის ეპითელიუმს, ავლენს სუსტ შარდმდენ
მოქმედებას.
დათვისკენკრას ფოთლებს ახასიათებთ შარდმდენი, შემკვრელი და
ბაქტერიოციდული თვისებები.
მას იყენებენ თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებათა სამკურნალოდ.
უპირატესად იგი ინიშნება ცისტიტების დროს. დათვისკენკრას ფოთოლი შედის
შარდმდენი ნაკრებების შემადგენლობაში.
|