|
|||
|
ბზა -
Buxus
საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს მითითება |
|||
|
|
|||
|
|
|||
|
ბზა წმინდა ხეა. როცა მაცხოვარი იერუსალმში შევიდა, მას ფერქვეშ პალმის ფოთლებს უფენდნენ. საქართველოში პალმას ბზა ჩაენაცვლა. მცენარის ლათინური დასახელება მოდის ბერძნული სიტყვიდან buxe - მტკიცე და მიუთითებს ბზის მერქნის განსაკუთრებულ სიმტკიცეზე.
|
|||
ზოგადი აღწერა
ბზა
(Buxus),
ორლებნიან
მცენარეთა
გვარია.
მიეკუთვნება ბზისებრთა ოჯახს.გვარში
70 -
მდე
სახეობაა.
მარადმწვანე
დაბალი
ხეები
ან
ბუჩქებია,
სიმაღლით
2 -
დან
15
მეტრამდე.იზრდება
ძალიან ნელა.
ცოცხლობს 500-600
წელს.
|
|||
|
გავრცელება გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში. შედარებით უფრო პოპულარული სახეობებია:
კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა: Buxus colchica - კოლხური ბზა Buxus hyrcana - ჰირკანული ბზა
[ქსე] - ს მიხედვით, საქართველოში მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა:
ეს ინფორმაცია მოძველებულია, რადგან თბილისის ყვავილების ბაზარზე უკვე საკმაოდ ხშირად გვხვდება სხვა სახეობებიც. ბოლო მონაცემებით, Buxus microphylla - წვრილფოთოლა ბზა და Buxus japonica - იაპონური ბზა ერთ სახეობად განიხილება.
|
|||
|
ეკოლოგიური მდგომარეობა
ბზის რაოდენობა სწრაფად მცირდება. რაც შეეხება ასაკოვან ხეებს, ისინი პრაქტიკულად გადაშენდა. შეტანილი იყო ,,საბჭოთა კავშირის წითელ წიგნში". საზოგადოდ, სასურველია შეიქმნას ბზის სანერგე მეურნეობა, სადაც მრავალი სახეობის ბზა იქნება გამოყვანილი, უპირველეს ყოვლისა, კი კოლხური ბზა და ჰირკანული ბზა. აუცილებელია შეიქმნას ბზის აღკვეთილები, მაქსიმალურად დაინერგოს გამწვანების სისტემაში და ა.შ. ბზის გადარჩენა - გავრცელებას დიდად შეუწყობდა ხელს მონასტრებთან მათი პლანტაციებისა და სანერგე მეურნეობების შექმნა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კოლხურ ბზას. იგი იშვიათი რელიქტური სახეობაა. დიდია მის ექსპორტირების პოტენციალი, რადგან საპარკო მშენებლობის ერთ - ერთი საუკეთესო ელემენტია. ბუნებრივად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში: აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა, მესხეთში. აღსანიშნავია, რომ კულტივირებული და გაველურებული ეგზემპლარები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოშიც, ეკლესიების მიდამოებში . იზრდება ტენიან დამრეც ხეობებში ქვეტყის სახით.
|
|||
|
პლანტაციის შექმნა
გამრავლება. ბზა მრავლდება კალმით, თესლითა და გადანაწვენით. ძლიერ ნელა იზრდება. სამეცნიერო ლიტარატურაში მასალებს ვერ მივაკვლიეთ, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მიზანშწონილია ბიოსტიმულატორების გამოყენება. (შესაწავლია) ადგილმდებარეობა. კარგად ხარობს ჩრდილიან და ნახევრად ჩრდილოვან ადგილებზე .მშვენივრად ხარობს მზიან ადგილებშიც. ნიადაგი. ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არაა. ბერ ამონაყარს იძლევა კარგად გამოყიერებულ , ფხვიერ ნიადაგებზე . მწირ ნიადაგებზე იძლევა კარგ შეფოთვლას. ამჯობინებს კირიან ნიადაგებს. გადარგვა. ჯობს გაზაფხულზე გადარგვა. შეიძლება სექტემბრის ბოლოს გადარგვაც, რათა ზამთრის დადგომამდე ფესები გაიმაგროს ახალ ადგილზე.
|
|||
|
სანერგე მეურეობის ორგანიზება
გამრავლება. თესლით გამრავლებას ძალიან დიდი დრო სჭირდება.
თესლით შეიძლება გამრავლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სხვა გზა არაა
- მაგალითად შორეული ქვეყნიდან შემოგვაქვს ახალი სახეობა.
ნიადაგი. მაქსიმალურ ამონაყარს იძლევა მდიდარ და ტენით უზრუნველყოფილ ნიადაგებზე. ნიადაგი უნდა განოყიერდეს მაქსიმალურად, მიეცეს თხევადი საკვებიც.
რწყვა. სახეობებზე დამოკიდებული, მაგრამ სასურველია რწყვა.
|
|||
|
შემადგენლობა
- ფოთლები შეიცავს ალკალოიდ ბუქსინს. - თესლში 37%-მდე ზეთია.
|
|||
|
გამოყენება მედიცინაში
ბზა სამედიცინო მიზნებით, ჯერ კიდევ ძველ რომში გამოიყენებოდა.იგი ოფიცინალური სახეობა არაა
თანამდევი მარკეტინგი
1.რიტუალური დანიშნულებით უმჯობესია
Buxus
sempervirens
გამოყენება.
|
|||
![]()
სტატიის შემდგომი ვერსია იხ. www.medgeo.net |
|||
|
|||