|
Gnaphalium uligonosum L. -
ბერულა
Сушеница
болотная, Сушеница топяная
- რუს.
Marsh cudweed
- ინგ.
Sumpf-Ruhrkraut
- გერ.
Gnaphale des marais
- ფრანგ.
I. ზოგადი ნაწილი
1.1 ზოგადი დახასიათება
ბერულა მიეკუთვნება Asteraceae
-ს ოჯახს. იგი ერთწლოვანი მცენარეა, რომლის სიმაღლე 5-20 სმ-ია. ბერულა
რუხ-ქეჩისებურად შებუსულია. ფესვები წვრილია, ღერძული. ღერო წვრილია,
ფუძიდანვე დატოტიანებული, იშვიათად სწორმდგომია, ბუსუსოვანი. ფოთლები
რუხი-ბუსუსოვანია, მორიგეობითი, ხაზურა, ფუძესთან შევიწროებული.
ყვავილედი 4 მმ სიგრძის კალათაა, რომელიც მოთავსებულია ტოტების
წვეროებზე. საბურველის ფოთლები ორ-ან სამრიგიანია, ბალახოვანი,
არათანაბარი, მურა, ფართო აფსკისებური კიდით. ყველა ყვავილედი
მილისებურია, მოყვითალო, თითოეულ კალათაში 8-10 ყვავილია. ნაყოფი
მოგრძო თესლაკია, რომელზეც 10 ცალკეული ბუსუსისაგან შემდგარი ჩაჩია.
ბერულა ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფს ისხამს
სექტემბერ-ოქტომბერში, მრავლდება თესლებით.
1.2. გავრცელება
ბერულა გავრცელებულია მთელ ევროპაში, ასევე აზიაში, უკიდურესი
ჩრდილოეთისა და უკიდურესი სამხრეთის გარდა. იგი გვხვდება როგორც
სარეველა კარტოფილის ნათესებში, ბოსტნებში, ნესტიან გზებზე,
მდინარეების, ტბების, ჭაობების ნაპირებთან, ნესტიან მდელოებზე.
ყველაზე მეტედ გავრცელებულია ტყისა და ტყესტეპის ზონაში, იშვიათად
სტეპურ ზონაში.
1.3. ქიმიური შედგენილობა
ბერულას მიწისზედა ნაწილი შეიცავს ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს,
სესკვიტერპენულ ლაქტონებს, მთრთიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ფისებს,
თიამინს, ფიტოსტერინებს, ასკორბინის მჟავას, ალკალოიდის მსგავს
ნივთიერებას გნაფალინს, მწარეებს.
II წარმოება
2.1. მოშენება
ბერულა ნესტის მოყვარული მცენარეა. მისი კულტივირებისთვის უნდა შეირჩეს
ზომიერად ნესტიანი, მძიმე ტიპის ნიადაგები. გამრავლება შესაძლებელია
თესლით; თესავენ რიგებში. რიგთაშორის მანძილი უნდა იყოს 45 სმ. დათესვა
საჭიროა ზედაპირულად, თესლის ჩამაგრების გარეშე. 1 ჰა-ზე დათესვის
ნორმაა 1,5-2 კგ.
2.2. ნედლეულის დამზადება
Bბერულას ამზადებენ ყვავილობის პერიოდში (ივნის-აგვისტო).
ნედლეულს წარმოადგენს ბალახი და ფესვები. მცენარეს ფესვიანად ამოიღებენ
და დაფერთხავენ მიწის მოცილების მიზნით. ბუნებაში მისი მოპოვებისას
საჭიროა 1 მ2-ზე 2-4 მცენარის ხელუხლებლად დატოვება. ბალახს აშრობენ
ფესვებიანად. ნედლეულს გაუშლიან ღია ჰაერზე ან სხვენზე თხელ ფენად.
გაშრობა შესაძლებელია ხელოვნურ საშრობებშიც 400C
ტემპერატურაზე.
ბერულას მზა ნედლეული წარმოადგენს მთლიან მცენარეს
ყვავილედიანად. ნედლეულს აქვს სუსტი, თავისებური სუნი, გემო მომლაშო.
ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები შემდეგია:
|
ნესტიანობა |
საერთო
ნაცარი |
10% HCl-ში
უხსნადი ნაცარი |
ორგანული
მინარევები |
მინერალური
მინარევები |
|
არაუმეტეს
13% |
არაუმეტეს
20% |
არაუმეტეს
10% |
არაუმეტეს
2% |
არაუმეტეს
2% |
ბერულას ნედლეულს ინახვენ მჭიდროდ შეფუთული სახით ქსოვილის ტომრებში ან
ფუთებში 20, 40, 60კგ-ობით. იგი უნდა ინახებოდეს თაროებზე მშრალ, კარგი
განიავების სათავსოში. ნედლეული ვარგისია 3 წელი.
კულტურის წარმოებისას საჰექტარო მოსავლიანობა შეადგენს 4-12 ცენტნერ
მშრალ ბალახს და 40 კგ თესლს.
III გამოყენება
ბერულას ბალახს ახასიათებს სისხლძარღვგამაფართოებელი
მოქმედება. მას იყენებენ ჰიპერტონიული დაავადების, კუჭის წყლულის დროს,
გარეგანი ფორმით – ჭრილობების სამკურნალოდ, ასევე საშვილოსნოს ყელის
ეროზიის, ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ.
|
|
თესლები
(თესლურა)
მოხაზულობით
წვრილია,
მოგრძო,
თითისტარისებური
ოდნავ
ჩაჭყლეტილი,
წვერისკენ
ოდნავ
შევიწროებული.
თესლის
წვერს
გააჩნია
ადვილად
ცვენადი
ქოჩორი,
ერთგვაროვანი,
მტვრევადი
ბუსუსებით.
თესლების
ზედაპირი
გლუვია,
თითქმის
გაშიშვლებული.
თესლების
შეფერილობა
მომწვანო-ნაცრისფერია,
ღია
ყავისფერი.
თესლების
ზომა
0,5-0,8მმ
სიგრძეში,
0,2მმ
სიგანესა
და
სისქეში.
სტატიის
შემდგომი ვერსია იხ.
www.medgeo.net |