|
|
|||||||||||||
|
ჩვეულებრივი ბეგქონდარა -
Thymus vulgaris L.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს მითითება |
|||||||||||||
|
|
|||||||||||||
|
|||||||||||||
|
|
|||||||||||||
|
I. ზოგადი ნაწილი 1.1 . მცენარეთა გვარი ბეგქონდარა (Thymus),
სახეობათა უმრავლესობა დეკორატიულია.
|
|||||||||||||
|
|
|||||||||||||
|
1.2. ჩვეულებრივი ბეგქონდარა - Thymus vulgaris L.
ზოგადი აღწერა
ჩვეულებრივი ბეგქონდარა
Thymus vulgaris L. ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა. ყვავის ივნის-ივლისში.
|
|||||||||||||
|
|
|||||||||||||
|
1.3 მხოხავი ბეგქონდარა - Th. serpyllum L. ზოგადი აღწერა
Thymus
serpyllum L. - მხოხავი ბეგქონდარა
მრავალწლოვანი
მიწაზე გართხმული ნახევრადბუჩქია.
წვრილი, ქვედა ნაწილში გახევებული,წითელი, ღეროები
აქვს.
ტოტები შებუსულია.
ფოთლები მოპირდაპირედაა განლაგებული.
ფორმით
ლანცეტა ან ელიფსურია,
ტყავისებრი, ჩვეულებრივი
ბეგქონდარასაგან განსხვავებით ფოთლის კიდეები მთლიანი და ჩაუხვეველია.
ყვავილები
ტოტების წვერშია
განთავსებული და ყვავილედს წარმოქმნიან. მისი
ნაყოფიც ჯამშია ჩამალული, თესლურაა,
|
|||||||||||||
|
|
|||||||||||||
|
1.4. გავრცელება
ბეგქონდარას ოფიცინალური სახეობები საქართველოში ბუნებრივად არ ხარობს. საქართველოში ბეგქონდარას კულტივირებისათვის ყველა პირობაა. ,,ადგილობრივი სახეობები" ეთერზეთებს შეიცავენ და მედიცინაშიც გამოიყენება, მაგრამ ამ სახეობებს ოფიცინალური მედიცინა ნაკლებად იცნობს. მარკეტინგული თვალსაზრისით, მომგებიანია კულტურაში შეტანილი იქნეს ყველასათვის ცნობილი სახეობა, რომელსაც უფრო ფართო ბაზარი აქვს. ესაა ,,ჩვეულებრივი ბეგქონდარა" ანუ Thymus vulgaris.
|
|||||||||||||
|
1.3. ეკოლოგიური მდგომარეობა
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ბეგქონდარას 17 სახეობა იზრდება. მოიპოვება თითქმის ყველგან. ვფიქრობთ, ამ მცენარეს. არასაწარმოო მნიშვნელობის მოპოვების შემთხვევაში საშიშროება არ ემუქრება. საწარმოო მნიშვნელობითი წარმოებისას აუცილებელია პლანტაციის გაშენება.
დიდი რაოდენობით შეგვხვედრია დუშეთისა და ახმეტის რაიონებში. ბაზარში
იყიდება ბეგქონდარას ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ზოგიერთ კუთხეში
,,ვირის
პიტნას" ეძახიან. თბილისში ძირითადად შემოაქვთ გორის და მცხეთის
რაიონებიდან.
|
|||||||||||||
|
1.4. სამკურნალო ნედლეული
ოფიცინალური
ნედლეულია : ნედლეულის ფარმაკოეული აღწერა [9]-ის მიხედვით ,,ნედლეულს წარმოადგენს ფოთლების, ყვავილებისა და 1 მმ-მდე სისქის ღეროების ნაჭრები. ფოთლები წვრილია, გრძელყუნწიანი, მთელკიდიანი. ფოთლის ორივე მხარეზე ჩანს მრავლრიცხოვანი მრგვალი, მოწითალო-ყავისფერი ჯირკვლები ეთეროვანი ზეთით. ყვავილები წვრილია მარტოული ან რამდენიმე ერთად. ჯამი და გვირგვინი ორტუჩა, ღეროების ნაჭრები სხვადასხვა სიგრძის 1-მმ-მდე სისქის, მეტნაკლებად ოთხწახნაგა. ფოთლების ფერი მომწვანო-ნაცრისფერი, ჯამის - ღია-მწვანე ან მურა-მოწითალო, სუნი არომატული. გემო - სანელებლის, ოდნავ მშუშხავი."
|
|||||||||||||
|
1.5. ქიმიური შედგენილობა
მცენარის ფოთლები შეიცავენ ეთერზეთებს, რომლის რაოდენობა ყვავილობის დროს 0,8-1,2%-ია. ეთერზეთები ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავენ თიმოლს - 40%-მდე. შემდეგ მოდის კარვაკროლი, პ-ციმოლი. ეთერზეთების გარდა ნედლეული შეიცავს მონოტერპენებს: ლინალოოლი, გამა-ტერპინენი, ტერპინენოლი, DL- პინენი, L-ბორნეოლი, სესკვიტერპენი კარიოფილენი; ასევე აღმოჩენილია მცირე რაოდენობით ურსოლის და ოლეანოლის მჟავები, ფენოლური შენაერთები.
|
|||||||||||||
|
II. ბეგქონდარას კულტივირება
ბეგქონდარა სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარეა. იგი კარგად ვითარდება მშრალი კლიმატის პირობებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე ბეგქონდარას კულტივირებისათვის უნდა შეირჩეს საკვები ნივთიერებებით მდიდარი, წყალშეღწოვადობის სტრუქტურული ნიადაგები; მეტწილად სამხრეთული ექსპოზიციის, რომლებიც დაცული იქნება ქარებისაგან. სასურველია ბეგქონდარას მოყვანა ნაკვეთზე, რომელიც უწინ დაკავებული ჰქონდა საშემოდგომო ხორბალს ან სათოხნ კულტურებს. ნიადაგის დამუშავებას იწყებენ შემოდგომით. დამუშვება საჭიროა 25 სმ სიღრმეზე. თუ დათესვა განზრახულია გაზაფხულისათვის, მაშინ ნაკვეთს დათესვის წინ დაფოცხავენ და ატარებენ კულტივაციას. მოსავლიანობა დიდად არის დამოკიდებული ნიადაგში საკვები ნივთიერებების რაოდენობაზე. მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ნიადაგში დამატებით შეაქვთ სასუქები. ორგანული სასუქებით განოყიერებისას 1 ჰა-ზე საჭირო ნორმაა 20 - 40 ტ; მინერალური სასუქები შეაქვთ შემდეგი რაოდენობით: 1 ჰა-ზე 0,2 ტ ამონიუმის სულფატი, 0,3 ტ სუპერფოსფატი და 0,1-0,15 ტ კალიუმის მარილი. პირველად სასუქები შეაქვთ შემოდგომაზე ღრმად დახნულში. შემდეგ სასუქები შეაქვთ დამატებითი საკვების სახით. მეორე წლიდან მინერალური სასუქებით დამატებითი კვება შესაძლოა ორჯერ იყოს ჩატარებული. პირველი, ადრე გაზაფხულზე (0,1 ტ/ჰა ამონიუმის გვარჯილა, 0,2 ტ/ჰა სუპერფოსფატი), მეორე, მოსავლის პირველად აღებისთანავე. გლეხურ მეურნეობებში, სადაც აგრომონიტორინგის ჩატარების საშუალება არაა, გირჩევთ მოერიდოთ ქიმიური სასუქების გამოყენებას. ბეგქონდარას კულტივირებისათვის განკუთვნილი ნაკვეთი გულმოდგინედ უნდა იქნეს გასუფთავებული სარეველებისაგან. სარეკომენდაციო წინამორბედი კულტურები (საშემოდგომო ხორბალი, სათოხნი კულტურები) უზრუნველყოფენ დათესვის წინ ნიადაგის სისუფთავეს.
|
|||||||||||||
|
2.2. ბეგქონდარას გამრავლება
გამრავლება შესაძლებელია სამი გზით; 1. დათესვა პირდაპირ ღია გრუნტში; 2. ბუჩქების დაყოფით გამრავლება; 3. ნერგების გამოყვანა და გადარგვა მუდმივ ადგილას; ყველაზე მომგებიანად ითვლება ბეგქონდარას გამრავლება ნერგით. იმისათვის, რომ მცენარე ნერგით გავამრავლოთ საჭიროა, ჯერ გამოვიყვანოთ ნერგი. ამ მიზნით ნაკვეთში ადრე გაზაფხულზე მოამზადებენ სანერგე კვლებს. სანერგე კვლების გაკეთება შესაძლებელია ზაფხულშიც, მას შემდეგ რაც თესლი იქნება მიღებული. ნიადაგს ჩვეულებრივ შეარჩევენ და დაამუშავებენ. ნიადაგის დამუშავებამდე კვალისთვის განსაზღვრულ ადგილს ნეშომპალას მოაყრიან (1 მ2-ზე 3-5კმ). კვლებს აკეთებენ ნიადაგის ზედაპირის დონის შესაბამისად ან ოდნავ დაბლა. საგაზაფხულო დათესვის შემთხვევაში შესაძლებელია ერთდროულად ჩატარდეს მარცვლოვანი კულტურების დათესვაც.
ნათესები რომ თანაზომიერი იყოს კვალში 8-10 სმ დაშორებით აკეთებენ 1-2სმ სიღრმის ღარს და მასში თესავენ. კვალს მოაყრიან 0,3-0,5 სმ სისქის ნეშომპალას და მორწყავენ. მორწყვა აუცილებელია მეტად, რამდენადაც აღმოცენების პერიოდში მცენარე შედარებით მომთხოვნია ნესტისადმი. დათესვა შესაძლებელია ღარების გაკეთების გარეშეც. მაშინ მცენარის თესლს შეურევენ რაიმე შემავსებელს, მაგალითად, ქვიშას, გაცრილ ნეშომპალიან მიწას, და მოაფრქვევენ კვალში შეძლებისდაგვარად თანაბრად. საგაზაფხულო დათესვით მიღებული ნერგების მუდმივ ადგილას გადარგვა შესაძლებელია 45-55 დღის შემდეგ. თუ თესვა ჩატარდა თესლის აღებისთანავე - ზაფხულში, მაშინ მიღებულ ნერგებს იგივე ადგილზე გამოაზამთრებენ და მომავალი წლის გაზაფხულზე გადარგავენ მუდმივ ადგილას. ნერგების უკეთ გამოზამთრების მიზნით ნორჩ ნერგებს ზამთრის სიცივეების დაწყებამდე ფოთლებს ან თივას შემოაფარებენ. მუდმივ ადგილას მცენარის გადარგვამდე ნიადაგს დაამუშავებენ, ატარებენ კულტივაციას, დაფოცხავენ და მონიშნავენ რიგებს 60 სმ დაშორებით. რიგებში 15-25 სმ ინტერვალით აკეთებენ ბუდეებს ან ჩარგავენ პალოს დახმარებით. დარგვის შემდეგაც, ისევე როგორც დათესვის შემდეგ, აუცილებელია მცენარის მორწყვა. ამის შემდეგ ნარგავებს მსუბუქად შემოაყრიან გაფხვიერებულ მიწას. რაც შეეხება გამრავლებას ღია გრუნტში პირდაპირ დათესვის გზით, უმჯობესია ჩატარდეს ზამთრის პირას, როცა საშუალო სადღეღამისო ტემპერატურა 5-70C-ია. წინასწარ დამუშავებულ ნიადაგში მცენარეს თესავენ ზედაპირულად რიგებს შორის 60 სმ, რიგში ნათესებს შორის 30 სმ ინტერვალით. შესაძლებელია დათესვა ადრე გაზაფხულზეც. 1 კვ. მეტრზე საჭიროა 0,5 გ. თესლი. ბუჩქების დაყოფით გამრავლება გამართლებულია, როცა სადედე მცენარე არსებობს. ეს მეთოდი რეკომენდირებულია მცენარის გასამრავლებლად მცირე ფართზე.
|
|||||||||||||
|
2.3. მოვლა
მცენარის დათესვიდან აღმონაცენის გამოჩენამდე პერიოდი 10-12 დღემდეა. აღმოცენების საწყის პერიოდში მცენარე განსაკუთრებულად მომთხოვნია ნესტისადმი. ამიტომ საჭიროა ამ პერიოდში ნათესების სისტემატიურად მორწყვა, რათა ნიადაგი არ გამოშრეს. ნიადაგის ნორმალური სინესტის შენარჩუნება საჭიროა აღმონაცენის გამოჩენის შემდეგ პერიოდშიც. ნათესებში დაუშვებელია სარეველა მცენარეების განვითარება და ნიადაგის გამკვრივება. ბეგქონდარას ღია გრუნტში დათესვისას საჭიროა აღმონაცენის გამოჩენამდე ნიადაგი გაითოხნოს ნეშომპალით ნიშანდებულ რიგებში. გათოხნა უადვილებს აღმონაცენს მიწის ქერქის გარღვევას. ერთწლიანი და მრავალწლიანი პლანტაციის მოვლის მიზანია ნიადაგის ფხვიერების შენარჩუნება და სარეველებისაგან გაწმენდა. რიგთაშორის კულტივაცია შესაძლებელია ჩატარდეს მექანიზებული წესით, რიგებში მცენარეთა შორის კი ხელით ატარებენ. ნაკვეთის მოვლა საჭიროა მოსავლის აღების შემდეგაც, რათა მცენარემ წარმატებით გამოიზამთროს. ერთი და იგივე ადგილას ბეგქონდარას პლანტაციის წარმოება მიზანშეწონილია 4-5 წელს.
|
|||||||||||||
|
2.4. ბრძოლა მავნებლების წინააღმდეგ
ნედლეულის ხარისხზე და საერთო მოსავლიანობაზე გავლენას ახდენენ მავნებლები. მათგან ბეგქონდარისათვის ყველაზე დიდი ზიანის მოტანა შეუძლია: ფარვანას, ქვიშრობის ზოზინას და ცხვირგრძელების ზოგიერთ სახეობას. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის წარმართვა დიდად არის დამოკიდებული აგროტექნიკურ ღონისძიებათა დროულად და სწორად ჩატარებაზე. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ნიადაგის დამუშავებას (მის მზრალად მოხვნას). ეფექტურია მავნებლებისაგან დასაცავად სატყუარას მოწყობა. სატყუარას აკეთებენ ბეგქონდარას აღმონაცენის გამოჩენამდე. ამისათვის გადაჭრიან რომელიმე მცენარის (ჭინჭარი, ნაცარქათამა) ღეროს, შეაფრქვევენ ინსექტიციდებს და განალაგებენ მინდორში კონებად რიგთაშორის ჭადრაკისებურად. 1 ჰა მიწის ნაკვეთზე საჭიროა 100 კონა, თითოეული 150 - 200 გ-ის ოდენობით. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში მეტად მნიშვნელოვანია სარეველების დროულად მოცილება, რიგთაშორის კულტივაცია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბეგქონდარას მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულ შედეგს იძლევა კულტურისაგან თავისუფალი მიწის მზრალად მოხვნა. ბეგქონდარას მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლისათვის მცენარეული პრეპარატები ნაკლებად გამოიყენება, რადგან ეს მცენარეები თვითონაც იმავე დაავადებებით ავადდებიან და იგივე მავნებლები ეტანებიან.
|
|||||||||||||
|
2.5. ნედლეულის აღება
ნედლეულს აგროვებენ მცენარის ყვავილობის პერიოდში. სიცოცხლის პირველ წელს გაზაფხულზე დარგული მცენარიდან მოსავალს იღებენ ერთხელ - ადრე შემოდგომაზე. მომდევნო წლებში მოასვალს იღებენ წელიწადში ორჯერ, მცენარის მასიური ყვავილობის პერიოდში. ბეგქონდარას ნედლეულს აგროვებენ მშრალ ამინდში, შუადღეზე. ღეროს მოაჭრიან მიწიდან 10-15 სმ სიმაღლეზე. დარჩენილი სიმაღლე საკამარისია იმისათვის, რომ მცენარემ კარგად გამოიზამთროს და კარგად განვითარდეს მომდევნო წელს. ბეგქონდარას ნედლეული გამოიყენება ეთერზეთის მისაღებად. ამიტომ, მომგებიანია მისი ფართო მასშტაბით დამზადებისას ეთერზეთების მისაღები აპარატურა ადგილზევე იქნეს შეძენილი. ამ შემთხვევაში ნედლეულს გაშრობის გარეშე, შეგროვებისთანავე შესაძლებელია ეთერზეთის გამოხდა. სხვა შემთხვევაში ბალახს აშრობენ ჩრდილში და საშრობში. შრობის ტემპერატურა 350ჩ არ უნდა აღემატებოდეს. ფოთლებს აქუცმაცებენ 0,5 სმ დიამეტრის საცერში და ცრიან. მცენარის სიცოცხლის პირველ წელს მშრალი ნედლეულის მოსავლიანობაა მინიმუმ 0,5 ტ 1 ჰა-ზე, მომდევნო წლებში 0,8 - 4 ტ 1 ჰა-ზე. კარგი მოვლის პირობებში, ვფიქრობთ მოსავლის რაოდენობა შეიძლება ორჯერ გაიზარდოს.
|
|||||||||||||
|
2.6. თესლის აღება
სათესლედ გამოყოფენ ნაკვეთს, რომელშიც მცენარის განვითარებისათვის ოპტიმალური პირობებია შექმნილი. თესლს იღებენ ორ ან სამწლიან ნერგებიდან. როცა თესლი მურა შეფერვას მიიღებს, იწყებენ სათესლე მცენარიდან ღეროების მოჭრას. თესლიან ღეროებს ერთად შეაგროვებენ და გასაშრობად გაშლიან. მშრალ თესლებს გამოფშვნიან. 1 ჰა კარგად განვითარებული ნაკვეთიდან სავარაუდოა 60 - 80 კგ თესლის მიღება.
|
|||||||||||||
|
II. ბეგქონდარას გამოყენება
ბეგქონდარას გააჩნია ამოსახველებელი, ანტიბაქტერიული, სპაზმოლიზური მოქმედება, რაც განპირობებულია ეთერზეთების და ძირითადად თიმოლის თვისებებით. მისგან ამზადებენ პრეპარატ ,,პეტრუსინს", რომელიც ხველის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ბეგქონდარას ბალახისაგან მომზადებული წყლიანი გამონაწვილები ეფექტურია გაცივების, ხველების დროს. თიმოლისაგან ამზადებენ კანფეტის ფორმის ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების, ანთების, ხველების დროს. თიმოლი შედის აგრეთვე გარეგანი საშუალებების შემადგენლობაში, რომლებიც გამოიყენებიან დასაზელად რადიკულიტებისა და ნერვის ანთებების დროს. დიდი დოზებით მიღებისას თიმოლს გააჩნია ჭიის საწინააღმდეგო მოქმედება. თიმოლის გამოყენება ზოგიერთ შემთხვევაში (გულის მოქმედების დეკომპენსაციის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ორსულობის დროს) უკუნაჩვენებია. ხველების წინააღმდეგ ბეგქონდარას ბალახს იყენებენ სხვა სამკურნალო მცენარეებთან კომბინაციაში. ბეგქონდარასაგან მიღებულ ზეთს ხმარობენ კულინარიაშიც, კბილის პასტების წარმოებაში და სხვა.
|
|||||||||||||
|
თანამდევი მარკეტინგული ნიშები
გამოყენება ევროპულ კულინარიაში. ბეგქონდარას აქვს ძლიერ არომატული სუნი და ცხარე, არომატული გემო. (ფარმაცევტულ მრეწველობაში ბეგქონდარას იყენებენ სიროფების, ექსტრაქტების, ნაყენის, სამკურნალო ჩაის დასამზადებლად. მისგან ამზადებენ ეთერზეთს (Oleum thymi), რომელსაც იყენებენ კბილის პასტებისა და ფხვნილებისათვის, სამედიცინო საპნის, პირის ღრუში გამოსავლები წყლის, ხველებისა და დამაწყნარებელი წამლების შემადგენლობაში. იგი კერძებს სასიამოვნო გემოს აძლევს და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. მისი დამატება სასურველია ყველა ცხიმიან საჭმელში - ერბოკვერცხში, ხორცში, ცხიმში შემწვარ კარტოფილში, მსუყე სუპებში, ეს საკმაოდ პოპულარული სუნელია, რომელსაც იყენებენ ღორისა და ცხვრის ხორცში, პაშტეტებში, ლორთან, სოკოსთან, ხაჭოსთან, გარეულ ფრინველთან, ყველთან. მცირე რაოდენობით მას უმატებენ შემწვარ თევზს, ღვიძლს, კუჭმაჭს, ხბოს ხორცს. თვლიან, რომ ბეგქონდარა უხდება ლობიოს, ბარდას, ოსპს, საწებლებს და კარტოფილის სალათებს.
|
|||||||||||||
|
გურამ ციხელაშვილი
ჩვენი დაკვირვებით, ბეგქონდარას უჭირს ვაკე და დაბლობ ადგილებში, უფრო მეტიც, ზაფხულში გაჭიანურებული წვიმების დროს ფესვები ულპება. ამიტომ, ველური ბეგქონდარას მხოხავ, სუსტად დაფესვიანებულ ყლორტებს ვაჭრიდით და ვრგავდით 10 - 15 სმ დაშორებით, 45 გრადუსით დაქანებულ ფერდობზე.
დაფესვიანებული ყლორტები ზამთრამდე ასწრებენ მიწაში ფესვების გადგმას და იწყებენ სწრაფ განვითარებას. ისინი მაისში შედიან ყვავილობაში. ყვავილობის დროს მაკრატლით ვაჭრიდით აყვავებულ ღეროს. მცენარეები 2 - 3 კვირის შემდეგ კვლავ იწყებენ ყვავილობას. ერთი ზაფხულის განმავლობაში ნედლეულს 3 - 4-ჯერ ვკრეჭდით.
ბეგქონდარა ცუდად იტანს მიწის ღრმა გაფხვიერებას. ამიტომ სარეველებს ვაცლიდით ზედაპირულად, თოხით. ძირითადი ფესვი მიწაში 15 - 20 სანტიმეტრამდე მიდის. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იგი გათოხვნის დროს არ დაიძრეს. ნარგავები სოფ. საკობიანოს (ახმეტა) ნაკვეთზე 5 წელია გვაქვს. ამ პერიოდში მისი მოსავლიანობა არ შემცირებულია. ცდებს ვატარებდით 2 სახეობაზე Thymus caucasicus Willd ex Ronn და T. tiflisiensis klok et Shost.. პირველი მათგანი კავკასიური სუბალპების და ალპების მცენარეა, მეორე კი - სამხრეთ კახეთის ნახევარუდაბნოების. ორივე მათგანის მოყვანა თითქმის ერთანირ აგროტექნიკურ ღონისძიებებს მოითხოვს. ამასთან T. caucasicus - - - შეიცავს მენთოლის მცირე რაოდენობას, მაგრამ მისგან მეტად სასიამოვნო გემოს ნაყენი დგება. T. tiflisiensis კი - შედარებით მდიდარია მენთოლის ტიპის ნივთიერებებით.
|
|||||||||||||
|