|
|
|
გადასვლა სათაო
გვერდზე |
|
|
|
Одуванчик
лекврсвенный-
რუს.
Common dandelion -
ინგ.
Wiesen Löwenzahn -
გერმ.
Dent de lion -
ფრანგ.
|
|
|
|
I.
ზოგადი ნაწილი
1.1 ზოგადი დახასიათება
ბაბუაწვერა
სამკურნალო,
სამკურნალო ბურბუშელა, - Taraxacum officinale Nigg,
მიეკუთვნება
რთულყვავილოვანთა
-
Asteraceae (Compositae),
ოჯახს. იგი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.
ყველა ფოთოლი
შეკრებილია ფესვთანურ როზეტად. ფოთლები მოგრძო-ლანცეტისებურია,
ფუძესთან შევიწროვებული, ფოთლის სიგრძე 5-30 სმ-ია. ფოთლების ფრთები
ქვემოთაა მიმართული
საყვავილე ღერო უფოთლოა, ცილინდრული, 5-30 სმ
სიმაღლის. წვეროზე მოთავსებულია მარტოული ყვავილედი, რომელიც
წარმოადგენს 3-5 სმ დიამეტრის კალათას. ყვავილსაჯდომი შიშველია,
ამოღრმავებული. ყველა ყვავილი ენისებურია, მომწვანო-ყვითელი. ყვავილები
ყვავილსაფარზე მოზრდილია. ყვავილსაფრის ფურცლები მწვანეა, კიდეები კი
-
თეთრი. ყვავილსაფრის შიგნითა ფურცლები უფრო მოკლეა და გადახრილია
ქვემოთ. ნაყოფი თესლაკია, რომელიც ღია-მურა ან მუქი-დარიჩინისფერია,
ფუძესთან შევიწროვებული. თესლაკის სიგრძე 3-5 მმ-ია და ჩაჩითაა,
რომელიც შედგება თეთრი დაუტოტავი ბუსუსებისგან. ფესვი ღერძულია, სწორი
ან ოდნავ დატოტვილი. ფესვი გარედან მურა-მოწითალოა; მისი სიგრძე 10-30
სმ-ია, დიამეტრი 1-2 სმ. ფესვის ზედა ნაწილში მდებარეობს მოკლე
მრავალთავიანი ფესურა.
ბაბუაწვერა ყვავილობს აპრილ-ივნისში, მოგვიანებით მცენარე იგივე წელს
მეორეჯერ ყვავილობს.
თესლები
(თესლურა)
წაგრძელებული
ფორმისაა,
შევიწროებული წვერით, რომელიც
რბილი
ბუსუსიანი
ქოჩრით
მთავრდება.
თესლების
ფუძე
თანაბრად
შევიწროებულია.
ზედაპირი
წახნაგოვანია,
გრძივად
ღარისებური,
12-15
ბლაგვი,
მომრგვალებული,
ბორცვიანი
გვერდებით.
თესლის
ზედა
ნაწილში
ბორცვები
გადადიან
ეკლებში.
თესლები
ფერად მომწვანო-ნაცრისფერი
ან ყავისფერია,
ცხვირის
ზედა
ნაწილი
და
ქოჩორი
თეთრი
ფერისაა.
თესლების
ზომა
3,0-4,0
მმ X
1,0-1,25
X
0,2-0,4 .
აბსოლუტური
წონაა
0,25-დან
0,96
გრ-მდე.
|
|
|
|
1.2.
გავრცელება
ბაბუაწვერა ფართოდაა გავრცელებული ევროპაში,იაპონიაში,
ინდოეთში,
აშშ
- ში,
შუა აზიაში, კავკასიაში.
საქართველოში გავრცელებულია ბაბუაწვერას 9 სახეობა. აქედან 4 კავკასიის
ენდემია.
Taraxacum officinale Wigg.
გავრცელებულია ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიაში,
სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში.
ბაბუაწვერა იზრდება ბუჩქოვნებთან ახლოს, მინდვრებზე, მდელოებზე,
დაუმუშავებელ ნაკვეთებზე, გზებსა და დასახლებული ადგილების მახლობლად.პოლიმორფული სახეობაა,
სარეველა..
ზოგან
შეტანილია კულტურაში,
მათ შორის - უკრაინასა და რუსეთის ფედერაციაში.მცირე პლანტაცია არსებობს
სომხეთში.

|
|
|
|
1.3.
ნედლეული
სამკურნალო
ნედლეულია
ბურბუშელას ფესვი
-
Radix taraxaci.
ნედლეულის ფარმაკოპეული
აღწერა [9] - დან:
,,ფესვები ჩვეულებრივ,
მცირედ დატოტვილია, სქელი, ღერძული, მოცილებული აქვს ფესურა და წვრილი
გვერდითი ფესვები. სიგრძივ დანაოჭებულია ზოგჯერ სპირალურად
გადაგრეხილი; ფესვები მთელი ან დამტვრეული, სიგრძით 15 სმ
- მდე, სისქით
0,5 - 3 სმ. გადანატეხი არაა სწორი, ფესვის ცენტრში ჩანს ყვითელი
მერქანი, მას გარს აკრავს ნაცრისფერ
- მუქი ქერქი, რომელშიც კარგად
შესამჩნევია რძეწვენის შემცველი მურა ფერის კონცეტრირებული სარტყლები.
ფერი გარედან ღია
- მურამდე, სუნი არა აქვს, გემო
- მომწარო, სიტკბოს
შეგრძნებით."

|
|
|
|
1.3.
ქიმიური შემადგენლობა
მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს რძეწვენს, რომლის შემადგენლობაში შედის
ტრიტერპენები, სტეროლები, კაუჩუკოვანი ნივთიერებები. ფოთლები და
ყვავილები ამის გარდა შეიცავენ კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, B2
ვიტამინს. ფესვებში აღმოჩენილია ინულინი, ფენოლური მჟავები და სხვა.
ფესვებში ინულინის შემცველობა შემოდგომით 40%-მდე იზრდება,
გაზაფხულზე კი კვლავ მცირდება. ფოთლების როზეტის წარმოქმნის პერიოდში
მისი შემცველობა 2%-მდეა. შემოდგომით ფესვები იგროვებენ 18%-მდე
შაქარს.
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში სამკურნალო ბაბუაწვერაზე გაწერილია
შემდეგი ნივთიერებები და ჯგუფები :11,
13 - დიჰიდროტარაქსინის მჟავების გლიკოზიდები,
B2 ვიტამინი,
ევდესმანოლიდები,
ინულინი,
კალიუმის მარილები,
კაროტინოიდები,
კაუჩუკოვანი ნივთიერებები,
მწარე გლიკოზიდები,
ორგანული
მჟავები, სესქვიტერპენები,
სესქვიტერპენული ლაქტონები,
სიტოსტერინი,
სტერინები,
სტეროიდები,
სტეროლები,
სტიგმასტერინი,
ტარაქსაკოზიდი (საპონინი),
ტარაქსაცერინი, ტარაქსაცინი,
ტეტრაჰიდრორიდენტინი B,
ტრიტერპენები,
ტრიტერპენოიდები,
ფენოლკარბონის
მჟავები,
ფენოლური მჟავები
,ფისები,
ფლავონოიდები,
ფლავონოიდებს, შაქარი, ჰერმაკრანოლიდები
.
|
|
|
|
1.4.
ეკოლოგიური მოთხოვნები
ბაბუაწვერას დამზადება შესაძლებელია ერთი და იგივე ადგილას ყოველ 2-3
წელიწადში ერთხელ (ბუნებაში).

|
|
|
|
II.
გამრავლება და დამზადება
2.1. გამრავლება
ბაბუაწვერა ნიადაგისადმი და გარემო პირობებისადმი განსაკუთრებული
მომთხოვნელობით არ გამოირჩევა. მისი მოყვანა შესაძლებელია ზღვის
დონიდან 2600 მ დონემდე. გამრავლება ხდება თესლებით.
შესაძლებელია ვეგეტაციური გამრავლებაც. თუმცა იგი საკმაოდ რთულია იმ
მიზეზით, რომ ბაბუაწვერას ფესვთა სისტემა ღრმად ვითარდება ნიადაგში,
მისი ამოღება და ახალ ადგილზე გადარგვა შედარებით რთულია. ამიტომ,
უპირატესობა ენიჭება თესლით გამრავლებას.
სათესლე მასალას ამზადებენ, როდესაც მიწისზედა ნაწილი ჭკნობას დაიწყებს
და ნაყოფს საფარი ადვილად სცილდება. 1 მ2-ზე დასათესად საჭიროა 0.75
გრამი თესლი.
|
|
|
|
2.2.
დამზადება
სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს ფესვები. ფესვებს ამზადებენ
გაზაფხულზე მცენარის წამოზრდისთანავე აპრილ-მაისში ან შემოდგომით
სექტემბერ-ოქტომბერში. ბაბუაწვერას ძირებს თხრიან ბარით ან კიდევ
სახნისით, ამოთხრიან 15-25 სმ-სიღრმეზე. მკვრივ ნიადაგებში ფესვები
უფრო წვრილია, ვიდრე გაფხვიერებულში, ამიტომ მისი კულტივირებისას,
მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის გაფხვიერებულ
მდგომარეობაში ყოფნას. ამოთხრილ ფესვებს დაფერთხავენ მიწისგან,
მოაჭრიან მიწისზედა ნაწილს. ფესურასა და წვრილ ფესვებს მაშინვე
რეცხავენ ცივი წყლით. გარეცხილ ფესვებს მაშინვე გაფენენ ქსოვილზე და
ანიავებენ ჰაერზე რამდენიმე დღის განმავლობაში. განიავების შემდეგ
გადაჭრილი ნაწილიდან რძეწვენის გამოყოფა წყდება. გაშრობა შესაძლებელია
რკინის ან კრამიტის სახურავიან სხვენზე კარგი ვენტილაციის პირობებში.
თაროებზე ფესვების გაფენის სისქე 3-5სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ფესვებს უშლიან ქსოვილზე ან ქაღალდზე და დროდადრო აურევენ. კარგ
ამინდში შრობას ესაჭიროება 10-15 დღე. ხელოვნური შრობისას დაცული უნდა
იყოს 40-500C
ტემპერატურული რეჟიმი. შრობა დამთავრებულია, როდესაც ნედლეული
იმსხვრევა. მშრალი ნედლეულის გამოსავლიანობა 33-35% ნედლ მასაზე
გადაანგარიშებით.
ბაბუაწვერას კეთილხარისხოვანი ნედლეული წარმოადგენს ფესვებისა და მისი
ნაწილების ნარევს, რომელთა სიგრძე 2-15 სმ-ია, სისქე 0,3-3 სმ. ფესვის
ცენტრში შეიმჩნევა მცირე ზომის ყვითელი ან მურა ყვითელი მერქანი,
რომელიც გარედან დაფარულია სქელი რუხი-თეთრი ქერქით. ლუპით
დათვალიერებისას მასზე შეინიშნება მურა ფერის რძეწვენის კონცენტრული
თხელი სარტყლები. ფესვები გარედან ღია-მურა ფერისაა ან მუქი-მურა.
სტანდარტული ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები მოცემულია ცხრილში:
|
ტენიანობა |
საერთო ნაცარი |
10% მარილმჟავაში ხსნადი ნაცარი |
წყლით გამოწვლილული ექსტრაქტული
ნივთიერებები |
ფესვის ყელისგან გაუსუფთავებული ფესვები |
დამჭკნარი ფესვები |
ჭრილში მურა ფერის მქონე ფესვები |
ორგანული მინარევები |
მინერალური მინარევები |
2სმ-ზე წვრილი ზომის ფესვები |
|
არაუმეტეს 14% |
არაუმეტეს 8% |
არაუმეტეს 4% |
არანაკლებ 40% |
არაუმეტეს 4% |
არაუმეტეს 2% |
არაუმეტეს 10% |
არაუმეტეს 0.5% |
არაუმეტეს 2% |
არაუმეტეს 5% |
ბაბუაწვერას ნედლეულს სუნი არა აქვს, გასინჯვისას გემო თავდაპირველად
მომწაროა, ბოლოში დაკრავს მოტკბო გემო.
გამშრალ ნედლეულს ფუთავენ 50 კგ-ობით ფუთებში. ნედლეულს ინახავენ კარგი
ვენტილაციის მქონე მშრალ სათავსოში.
შენახვის ვადაა 5 წელი.

|
|
|
|
III.
გამოყენება
ბაბუაწვერას ფესვებს ახასიათებს ნაღვლმდენი და ქოლერეზული მოქმედება.
იგივე დანიშნულებით შეიძლება ბალახის გამოყენებაც. ბაბუაწვერაში
შემავალი მწარეები იწვევენ მადის მომგვრელ ეფექტს, ამიტომ იგი
ნაჩვენებია სხვადასხვა ეთიოლოგიის ანორექსიების დროს. ასევე ანაციდური
გასტრიტების დროს, როგორც საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეტორული
აქტივობის ამწევი საშუალება. ბაბუაწვერას გამოყენება ნაჩვენებია
სანაღვლე გზების დაავადებათა დროს. როგორც ნაღვლმდენი ბაბუაწვერა შედის
მრავალი ქარხნული პრეპარატების შემადგენლობაში, რომელთა დანიშნულებაა
საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება.
საოჯახო პირობებში ბაბუაწვერას ფესვებისგან შესაძლებელია წყლიანი
გამონაწვლილის მომზადება. ამისათვის იღებენ 3 სუფრის კოვზ
დაწვრილმანებულ ნედლეულს, ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს, ხარშავენ წყლის
აბაზანაზე 15 წუთით, გააგრილებენ და გაწურავენ. გამონაწვლილის დალევა
რეკომენდირებულია 1 ჭიქის ოდენობით დღეში 2-ჯერ ჭამამდე 30 წთ-ით
ადრე.
|
 |
|
ლიტერატურა:
-
ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების
ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები.
"მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის
გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა:
ACDI - VOCA (USAID
resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas)
- TACIS program (United kingdom)
-
Lali Dateshidze and co -
authors. WHO Global
Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World
Health Organization, Centre
for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები,
ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების
დეპარტამენტი.
-
ლალი დათეშიძე.
ბაბუაწვერა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის
გრანტი,USAID -
ის
რესურსებით
-
ლალი დათეშიძე.
ბაბუაწვერა. "სამკურნალო მცენარეთა
ინსტიტუტი". თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის
რესურსებით,
მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID
resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas)
- TACIS program (United
kingdom).
-
დათეშიძე ლალი,
შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია".
მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა".
N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია
დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
-
დათეშიძე ლალი,
შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია".
თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის" დეპონენტი N:
1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
-
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო
მცენარეები. ბათუმი. 1980
-
-
ლინა ერისთავი.
"ფარმაკოგნოზია". თბ., 2005
-
ქსე
-
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.:
საბჭ. საქართველო, 1983
-
საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987
წ.
|
|
|
|
|
|
|
მასალები
სტუდენტთა
სკაიპ
- სემინარისათვის .
(სხვადასვა
ინტერნეტ
- წყაროები):
მცენარე.
მრავალწლოვანი ბალახია. საყვავილე ღერო 10
- 30 სმ სიმაღლისაა,
შეუფოთლავი, ღრუიანი, ყვავილობისას მხოლოდ კალათის ქვეშაა მატყლისებრი
ბეწვით მოფენილი. გარდა ამისა, მთელ სიგრძეზე აბლაბუდისებრი ბეწვებითაა
შემოსილი. ფოთლები ყველა ფესვთანურია, როზეტად შეკრებილი. მოხაზულობით
მოგრძო უკულანცეტა ფორმისაა, 5
- 20 სმ სიგრძისა და 1
- 3 სმ სიგანის,
ბურბუშელასებრ ან ჩანგლისებრ
- ფრთისებრ განკვეთილია სამკუთხა კიდემთლიან
ან დაკბილულ, გადახრილ ნაკვთებად, შიშველია ან ქვედა მხარეზე ოდნავ
შებუსვილი. საბურველის გარეთა ფოთოლაკები მოგრძო კვერცხისებრიდან
ხაზურ - ლანცეტამდეა, შიგნითა ხაზურ ფოთოლაკებზე უფრო ფართოა და ოდნავ
მოკლე. ყველა ფოთოლაკი მწვანეა ან მონაცრისფრო
- მწვანე, ყვავილები
ენისებრია, ორსქესიანი, მოოქროსფრო ან ღია ყვითელი ფერის, განლაგებულია
ღეროს წვერში. ნაყოფი თესლურია, მოგრძო უკუკვერცხისებრი, თეთრი
ქოჩორით. მცენარე ყვავილობს
IV-X.მედიცინაში
გამოყენება.
ფესვები
გამოიყენება როგორც მწარე, კუჭ
- ნაწლავის ატონიისას, მადის დაკარგვის,
თირკმლების, ღვიძლის, ნაღვლის სადინარების დაავადებისას. აუმჯობესებს
ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. ფესვები შედის მადისმომგვრელ,
ნაღვლმდენ, შარდმდენ ნაკრებებში. ამზადებენ ნახარშს, სქელ ქსტრაქტს;
ფოთლებს ხმარობენ სალათის სახით, როგორც ვიტამინებით მდიდარ საკვებს,
გამოიყენება ლუდის, ლიქიორების წარმოებაში. ჰომეოპათიაში ხმარობენ
მცენარის აყვავებამდე დამზადებულ ბალახს. ფესვი შედის მრავალი ქვეყნის
ფარმაკოპეაში; უკანასკნელ ხანებში ფოთლებს აღმოაჩნდა რადიოპროტექტორული
აქტივობა და შეიტანეს ასეთი დანიშნულების ნაკრებში.
ბაბუაწვერა
მრავალწლიანი ბალახოვანი
მცენარეა
რთულყვავილოვანთა
ოჯახიდან, სიმაღლით 5-50
სმ. მთავარღერძიან ფესვთა
სისტემას აქვს კარგად
განვითარებული მთავარი
ფესვი, სიგრძით 60
სმ-მდე. დიამეტრით 2
სმ-მდე. სხვადასხვა
ფორმისა და ზომის ფოთლები
როზეტადაა შეკრებლი,
ისინი ხშირად
ლანცეტისებრია, ფოთლის
კიდე ამოკვეთილია. ისინი
სიგრძით 10-25 სმ-ია,
სიგანით 1,5-5 სმ.
მცენარის ყოველი ნაწილი
(ფესვები, ღეროები,
ფოთლები) შეიცავს
რძეწვენს. ყვავილები
ყვითელია, ენისებრი,
ორსქესა, შეკრებილია
ცალკეულ ყვავილედებად,
დიამეტრით 5 სმ-მდე და
შიშველ, ღრუ უფოთლო
საყვავილე კენწეროზე
ვითარდებიან. ნაყოფი
თესლურაა, ფრენია,
ბოლოვდება ქოჩრით.
ბაბუაწვერა ყვავილობს
მაის-ივნისში, ნაყოფი კი
დაახლოებით ერთი თვის
შემდეგ შემოდის. ამიტომ,
იგი ხშირად ზაფხულის
განმავლობაში მეორე
ყვავილობასაც ასწრებს.
ბაბუაწვერა საქართველოს
თითქმის ყველა რაიონშია
გავრცელებული, როგორც
მაღალმთიანეთში, ისე
დაბლობში.
ნედლეულად იყენებენ
ბაბუაწვერას
ფესვებს. მათ გვიან
შემოდგომით, ფოთლების
ჭკნობის ფაზაში თხრიან
ნიჩბებით, მიწას
ჩამობერტყავენ,
შემოაჭრიან ფოთლების
ნარჩენებს, ფესვის
წვეროს, გვერდით წვრილ
ფესვებს, რეცხავენ ცივ
წყალში და ტოვებენ ჰაერზე
რამდენიმე დღე, სანამ არ
შეწყდება მისგან
რძეწვენის გამოყოფა.
შემდეგ გაშლიან ქაღალდზე
თხელ ფენად, აშრობენ
ჩრდილში, კარგი
ვენტილაციის პირობებში,
კარგად გამომშრალ ფესვებს
ინახავენ მშრალ ადგილზე
არაუმეტეს 5 წლისა.
ბაბუაწვერას
ფესვებიდან მიიღეს
ტრიტერპენის შენაერთები,
სიგმასტერინი, ინულინი
(24%-მდე) ქოლინი,
ნიკოტინის მჟავა, ფისები,
ცვილი, კაუჩუკი (3%-მდე)
და ცხიმი.
ხალხურ მედიცინაში
ბაბუაწვერას ფესვების
ნაყენს იყენებენ
კუჭ-ნაწლავის მოქმედების
გასაუმჯობესებლად, როგორც
მადის მომგვრელ, ნაღვლის
სადენ საშუალებას.
იყენებენ აგრეთვე
ბუასილის სამკურნალოდაც.
ბაბუაწვერას
ფესვებს აქვთ სიცხის
დამწევი და ოფლმდენი
მოქმედება. მისგან
დამზადებულ ნაყენს სვამენ
ძირმაგარების,
ფერისმჭამელების და კანზე
გამონაყარის დროს.
ბაბუაწვერას რძეწვენს
ისვამენ კოჟრებზე და
მეჭეჭებზე.
ბაბუაწვერას
ფესვების ნაყენის
მოსამზადებლად 10 გრ.
დაქუცმაცებული ფესვები (1
სუფრის კოვზი) მოათავსეთ
მომინანქრებულ ჭურჭელში,
დაასხით 200 მლ (1 ჩაის
ჭიქა) მდუღარე წყალ,
დაახურეთ თავსახური,
ჩადგით მდუღარე წყლის
აბაზანაში, ადუღეთ 15
წუთი, ხშირად ურიეთ.
შემდეგ გააცივეთ 45 წუთის
განმავლობაში. გადაწურეთ,
დარჩენილი მასა
გამოწურეთ, შეავსეთ
ანადუღარი წყლით საწყისი
მოცულობის (200 მლ-მდე)
მიღებამდე. შეინახეთ გრილ
ადგილზე არაუმეტეს 2
დღე-ღამისა. ნაყენი
რეკომენდირებულია მიიღოთ
თბილი სახით 1/3 ჭიქა
3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ
15 წუთით ადრე, როგორც
ნაღვლის დასადენი
საშუალება და კანის იმ
დაავადებების დროს,
რომლებიც ზემოთ იყო
აღნიშნული.
კუჭ-ნაწლავის დაავადების,
მეტეორიზმისა და ბუასილის
დროს ნაყენი დაამზადეთ
შემდეგნაირად: 2 ჩაის
კოვზ დაქუცმაცებულ
ფესვებს დაასხით 1 ჩაის
ჭიქა ცივი წყალი, დადგით
8 საათის განმავლობაში,
გადაწურეთ, მიიღეთ 1/4
ჭიქა 2-ჯერ დღეში ჭამის
წინ.
ბულგარულ ხალხურ
მედიცინაში ბაბუაწვერას
ფესვებს ხმარობენ
ათეროსკლეროზის დროს.
საფრანგეთსა და იტალიაში
ბაბუაწვერას ფოთლებისაგან
ამზადებენ სხვადასხვა
სახის სალათებს, მათ
იყენებენ როგორც საერთო
გამამაგრებელ საშუალებას.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|