ასკილი  Rosa canina L.

ლალი დათეშიძე,  ვასილ შენგელია

 

საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს მითითება

 

გადასვლა სათაო გვერდზე 

 

Шиновник обыкновенный,   собачий шиновник - რუს.

Dog  - rose - ინგ.

Hundsrose,  Negebutenstrauch - გერმ.

Eglantier,  Rosier des chiens,   R. sauvage - ფრანგ.

 

I ზოგადი ნაწილი

 

     ასკილი - ველური ვარდი (Rosa),  მიეკუთვნება ვარდისებრთა Roseaceae  - ს ოჯახს.  ცნობილია ასკილის 400-მდე სახეობა. მათ შორის გვხვდება  მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი,  ხვიარა ან ბუჩქოვანი სახეობები .ასკილის სახეობებისათვის დამახასიათებელია პოლიმორფოზმი,  არსებობს  მრავალი ჰიბრიდული ფორმა,  წარმოიქმნება ახლები. ამიტომ,  ამ ასკილის ტაქსონომია საკმაოდ რთულია.
       ჩვენში მოზარდი ასკილის სახეობებს საბჭოთა მრეწველობა არ განასხვავებდა.ყველა სახეობას ერთნაირი დანიშნულებით იყენებს ხალხიც.
       თანამედროვე ფარმაცევტული მრეწველობა და საერთაშორისო ბაზარი მკვეთრად განასხვავებს ასკილის სახეობებს. მათ სხვადასხვა ფასი აქვთ. გამოყვანილია ასკილის მრავალი კულტირული ჯიშიდა ფორმა.   

      
ასკილის ნაყოფებში C ვიტამინის შემცველობის მიხედვით არჩევენ  სახეობათა ორ ჯგუფს: მაღალვიტამინიანი  სახეობები  -  Cinnamomeae -ს სექცია და დაბალვიტამინიანი სახეობები  -  Caninae  - ს სექცია.

 

 

 

1.1   ასკილის ზოგადი დახასიათება

 

   ასკილი Rosa L. ეკლიანი ბუჩქია,  რომლის სიმაღლე 2-3 მ-ია.
  
ღეროების ფუძესთან სწორმდგომი ფესვიანი ყლორტებია,  რომლებიც ძლიერ დატოტიანებულია. მათზე მრავლადაა ნამგლისებური ეკლები,  რომლებიც ფოთლების სახეცვლილებებს წარმოადგენენ.  მთავარ ღეროზე ეკლები იშვიათია,  ყვავილოვან ღეროებზე კი,  ხშირია. ღეროებს მუქი-მოწითალო ქერქი ყლორტები მწვანეა,  ღეროები რუხი-მოწითალო ქერქით.
  
 ფოთლები მორიგეობითია,  რომლის ფუძესთან ფართო მახვილხერხკბილაფოთოლაკებია.  კენტრფრთიანია,  ელიფსური ან კვერცხისებური,  დაკბილული. ფოთლები მორიგეობითია,  არაწყვილფრთისებრ რთული,  ელიფსური ან კვერცხისებრი  ფოთოლაკებით. ფოთლები 10 სმ-მდე  სიგრძისაა,  მწვანე,  შიშველი,   იშვიათი ბეწვებით.
    ყვავილები ორსქესიანია,  მარტოული ან შეკრებილია 2-3 ცალად ტოტების წვეროებზე. ყვავილის ფურცელი 5-ია,  შეუზრდელი,  ვარდისფერი,  თეთრი,  იშვიათად ყვითელი ან წითელი. ყვავილები სურნელოვანია. ქვს  ჯამის ფოთოლი,  მათგან ორი,  კოკორის შიგნით მოთავსებული   ყოველთვის მთლიანია; ხუთი გვირგვინის ფურცელი აქვს,  გორმით უკუგულისებრი. მტვრიანა მრავალი აქვს,  ჰიპანთიუმის ძირზე განთავსებული; ჰიპანთიუმის ორმოდან ამოყოფილია კენწერული სვეტი.
  ნაყოფი კაკლუჭაა,  ბოჭკოვანი ერთთესლიანი,  ჰიპანათიუმში ჩამალული.  ნაყოფის შიგა კედლები მოფენილია მრავალრიცხოვანი ჯაგრისებური ბუსუსებით,  რომელთა შორის მოთავსებულია მრავალი კაკალი.

   ასკილი ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

 

 

 

1.2. გავრცელება და ეკოლოგიური მდგომარეობა

 

        ასკილი გავრცელებულია მთელ ევროპაში,  სამხრეთ სკანდინავიაში,  სამხრეთ ფინეთში.ცნობილია ასკილის 400-მდე სახეობა.
      საქართველოში გავრცელებულია 25 სახეობა,  მათგან 5 საქართველოს ენდემია. ასკილი გვხვდება როგორც მარადმწვანე,  ასევე ფოთოლმცვენი სახით.

 

 

     ჩვენში ასკილი იზრდება გაჩეხილი ტყეების ქვეტყეში,  ტყისპირებსა და ველებზე,  ბუჩქნარებში,  გზების გაყოლებაზე,  მთის ქვედა და შუა სარტყელში.

      საქართველოში ასკილი უხვადაა როგორც მთაში,  ისევე ბარში,  თუმცა სამრეწველო მიზნებისათვის უპრიანია მისი გაშენება. კულტივირებით შესაძლებელია მაღალვიტამინიზირებული შემცველობის ასკილის ნაყოფების დამზადება. ამასთან ასკილზე მაღალი მოთხოვნების გამო მისი მოშენება უდავოდ გამართლებულია.

      ასკილი ფართო ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეა. საქართველოში იგი გვხვდება ყველგან,  გარდა კოლხეთის დაჭაობებული ადგილებისა. არსებობს მრავალი სახეობა და ვარიაციები,  რომლებიც კარგად არიან შეგუებული ადგილობრივ პირობებს.

       [10] თვლის რომ ჩვენში გავრცელებული ასკილის რამდენიმე სახეობა გადაშენების პირზეა. ესენია

 

ბუშის ასკილი

Rosa buschiana Chrshan.

შავი ასკილი

Rosa  hirtissima Lanacz.

მახვილკბილა ასკილი

Rosa  oxyodon Boiss.

ნაფიფქიანი ასკილი

Rosa pulverulenta Bieb.

რაპიპინის ასკილი

Rosa  rapini Boiss. et Ball.

 

  ამ სახეობებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. სხვათაშორის,  არც ერთი მათგანი ოფიცინალური სახეობა არაა.

     საზოგადოდ,  ჩვენი დაკვირვებით,  ბუნებაში მოზარდი ასკილის საერთო რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა. ჩვენი აზრით,  ამის მიზეზი ის არის,  რომ ბოლო პერიოდში ასკილი ცენტრალიზებულად თითქმის აღარ მზადდება. მიუხედავად ამისა,  ბუნებაში ასკილის სახეობები მოითხოვს დაცვას. ასკილის კულტურაში შემოტანა მნიშვნელოვნად დაზოგავდა ბუნებაში მოზარდ მცენარეებს. თბილისის შემოგარენში მომუშავე  ,,დამამზადებლები"  ადასტურებენ,  რომ ასკილის მარაგი საკმაოა.

 

 

 

1.3 ასკილის ოფიცინალური სახეობები

საქართველოში იზრდება ასკილის ოფიცინალური სახეობები:
                -  Rosa tomentosa Sm.
                -  Rosa  micrantha Borrer ex Smith.
                -  Rosa  canina L.
                -  Rosa  corymbifera Borkh.

    ასკილის სახეობებს შორის C-ვიტამინით ყველაზე მდიდარია,  დარიჩინისებრ ასკილთა სექციაში
შემავალი მცენარეები. მათ შორის ერთ-ერთი
Rosa   cinnamomea L.. (დარიჩინისფერი ასკილი) მაღალ-ვიტამინური კულტურული ჯიშების დიდი ნაწილი მისგანაა მიღებული.
    ეს სახეობა ჩვენში ველურად არ იზრდება,  მაგრამ დეკორატიული მიზნით შემოტანილია თბილისის პარკებში. გვინახია თელავშიც. სავარაუდოდ,  იგი კარგად იხარებს სამცხე-ჯავახეთში,  სტეფანწმინდაში და სხვ.

 

 

1.4. ნედლეული

    ოფიცინალური ნედლეულია ასკილის ნაყოფი - Fructus Rosae (Cynosbati). ფარმაკოპეის მოთხოვნების
   მიხედვით ნაყოფს მოცილებული უნდა ქონდეს ჯამის ფოთლები და ყუნწები .სიგრძით შეიძლება იყოს
0, 7-3 სმ,  დიამეტრი - 0,6-1, 7 სმ.. ნაყოფის წვერში ჩანს ხვრელი. მშრალი ნაყოფის კანი  მსხვრევადი, საკმაოს მაგარი,  პრიალა ზედაპირით. შეიძლება დანაოჭებული იყოს . შიგნიდან ნაყოფები გამოენილია ბეწვებით. კაკლუჭები მოგრძოა, წვრილი,  სუსტად დაკუთხვილი. ნაყოფის ფერი სხვადასხვა ათინათის წითელია. გემო მომჟავოა,  ძელგი,  დაჰკრავს მოტკბო გემო.
    
ასკორბინის მჟავას რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 0, 2%.

 

 

1.5. ქიმიური შემადგენლობა

 

    ასკილის ნაყოფები შეიცავს :β- და γ- კაროტინებ (კაროტინოიდ), β-სიტოსტერილოლეტს, ანთერაქსანტინ (კაროტინოიდ), ანთოციანებს (ფლავონოიდ), ასკორბინის მჟავას, ევრციტრინს (ფლავონოიდ), ვაშლის მჟავას,  ვიოლოქსანტინი (კაროტინოიდ), ვიტამინებს B1,  P,  PP,  K ,  C,  E,  P,  B2,  K, ზეაქსანტინს (კაროტინოიდი), იზოკვერცეტინს  (ფლავონოიდი), იზოქვერციტრინს (ფლავონოიდი), კაროტინს, კემპფეროლს (ფლავონოიდი), კვერცეტინს (ფლავონოიდი), ლეიკოანთოციანიდს (ფლავონოიდი), ლიკოპინს (კაროტინოიდი), ლიმონის მჟავას, ლინოლენის მჟავას, ლინოლენის მჟავის ტრიგლიცერიდებს, ლინოლის მჟავის ტრიგლიცერიდებს, ლიპიდებს, მანგანუმის მარილებს, მთრთილავ ნივთიერებებს; ნახშირწყლებს, ოლეინის მჟავის ტრიგლიცერიდებს, პალმატინის მჟავის ტრიგლიცერიდებს, პექტინოვან ნივთიერებებს, რკინის მარილებს,  სტეარინის მჟავის ტრიგლიცერიდებს, სტეროიდებს, ტილიროზიდს (ფლავონოიდი), ტოკოფეროლებს, უმაღლეს ალიფატურ ნახშირ-წყალბადებს, უმაღლეს ალიფატურ სპირტებს, ფოსფორის მარილებს. შაქრებს, ცისრუბიქსანტინს (კაროტინოიდი), ცხიმოვან ზეთს,

   თესლები შეიცავს  ცხიმოვანი ზეთს.
 
 ბილოგიურად აქტიური ნივთიერებებს შეიცავს ასკილის  ფოთლები,  ყვავილები და   ფესვები.

 

 

II ასკილის წარმოება

2.1. მოშენება

 

      ასკილი სითბოსა და სინათლის მოყვარულია. იგი კარგად იზრდება და უხვად ისხამს  ნაყოფს ნოყიერ,  ზომიერად ნესტიან ნიადაგებზე. მისი მოშენებისათვის ხელსაყრელია თანაბარი ან დამრეცილი კალთა,  რომელიც ციცაბოდ არ იქნება დაქანებული. ნიადაგის დაქანება უმჯობესია იყოს სამხრეთ ან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. ხელსაყრელია ნოყიერი ნიადაგები,  რომლიდანაც გრუნტის წყლები 1, 5-2 მ დაშორებითაა,  ამასთან გამორიცხული უნდა იყოს  ნიადაგის ხანგრძლივი დატბორვა. უპირატესობა ენიჭება ჰუმუსით მდიდარ ფოსფოროვან ნიადაგებს. ნაკვეთები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნიადაგში ნესტის მარაგით,  თუ ნიადაგი მშრალია,  შესაძლოა მისი მოშენება იმ შემთხვევაში,  როცა რეგულარული მორწყვის საშუალება არსებობს.

      ასკილის გამრავლება შესაძლებელია თესლებით და ფესურის ამონაყრებით.

 

    

ასკილი ერთსახლიანი მწერებით ჯვარედინმტვერვადი მცენარეა. თესლით გამრავლებისას შეიმჩნევა ჯიშობრივი ნიშან-თვისებების მნიშვნელოვანი დაცილება. ამიტომ, უპირატესობა ენიჭება ვეგეტატიურ გამრავლებას. დარგვამდე ნიადაგის მომზადებას აწარმოებენ ნახევარი წლით ადრე. შუა ზაფხულში ნიადაგს  ღრმად მოხნავენ და შეაქვთ 1 მ2 - ზე 10-12 კგ ნაკელი. შემოდგომამდე ნიადაგს ინარჩუნებენ ფხვიერ და სარეველებისაგან გაწმენდილ მდგომარეობაში. შემოდგომით ამოთხვრიან 50ხ50 სმ ზომის ორმოებს,  რომლის სიღრმე 30 სმ-ია. რიგებს შორის მანძილი 3 მ-ია,  რიგებში ორმოებს შორის მანძილი კი 1 მ. ორმოებში საჭიროა 0, 5-1 კგ გადამწვარი ნაკელის შეტანა.

   დასარგავი მასალის ფესვებს დარგვის წინ შეასველებენ წინასწარ მომზადებულ მასაში,  რომელიც შედგება თანაბარი რაოდენობით აღებული თიხის,  ნაკელისა და წყლისაგან. შემდეგ ნერგებს ათავსებენ ორმოში,  ფესვთა სისტემას მიაყრიან მიწას,  მოტკეპნიან. დარგვის შემდეგ საჭიროა მორწყვა. მორწყულ ნარგავებს ირგვლივ მშრალ ტორფიან მიწას შემოაყრიან. ასკილის დარგვა უმჯობესია შემოდგომაზე,  ვიდრე ნიადაგი გაიყინება ან ადრე გაზაფხულზე,  კვირტების გაშლამდე.

   მცენარის სრულად დამტვერვის მიზნით ერთ და იგივე ნაკვეთზე რგავენ ასკილს 2-3 ჯიშს რიგების მონაცვლეობით. ასკილის მტვერის საუკეთესო გადამტანად ითვლება ფუტკარი. ამიტომ უპრიანია ასკილის ნაკვეთში ფუტკრის თუნდაც ერთი ოჯახის არსებობა.

 

 

2.2. მოვლა

 

        ასკილის ნარგავებში ნიადაგი ნესტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი,  ამასთან მნიშვნელოვანია კვებაც. მცენარის ნორმალური ზრდისა და ნაყოფიერების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მინერალური კვება ყველა ძირითადი ელემენტების შეტანის თვალსაზრისით. ამიტომ ყოველწლიურად,  დარგვიდან მეოთხე წლიდან,  რიგთაშორისებში შეაქვთ მინერალური სასუქი სრული შემადგენლობით ორ ვადაში. პირველი - გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყებამდე,  მეორე - ნაყოფის ჩამოყალიბებისას. მეორეჯერ პირველთან შედარებით სასუქების განახევრებული რაოდენობაც საკმარისია.  ამასთან 3 წელიწადში ერთხელ საჭიროა ორგანული სასუქების შეტანა (1მ2 -ზე 4კგ).

    დარგვიდან პირველ წლებში ახდენენ ბუჩქის ფორმირებას. პირველი სამი წლის განმავლობაში შეაჭრიან სუსტად განვითარებულ ტოტებს,  დატოვებენ მხოლოდ კარგად განვითარებულს და ყურადღებას აქცევენ სივრცეში მის სწორ მდებარეობას. გასხვლა შესაძლებელია ფოთოლცვენის შემდეგ,  შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე,  კვირტების გაშლამდე.

       ნაყოფების შეგროვება რომ მოხერხებული იყოს ერთწლიან ტოტებს 1,5 მ სიმაღლემდე ამცირებენ.

       ბუჩქის ფორმირებას ამთავრებენ დარგვიდან მეოთხე წელს.

    ამის შემდეგ ყოველწლიურად ჭრიან სუსტ,  ნაკლებპროდუქტიულ ტოტებს და მას ცვლიან ახალ,  განახლებადი ყლორტებით. ბუჩქის ყოველწლიური ფორმირება შემდეგში მდგომარეობს:

        1)  შეაჭრიან ძველ,  სუსტად ზრდად,  დაბალპროდუქტიულ ტოტებს;

       2)  მოაშორებენ ახალგაზრდა ტოტებს,  თუ ისინი დათრგუნულია,  ან თხელია,  დამტვრეულია ან ძლიერ ხშირია;

        3)  მოაშორებენ ზედმეტ ერთწლიან ტოტებს,  იმათ გარდა,  რომლებიც ვარგისია გასაახლებლად.

გაზაფხულზე ტოტებს ჭრიან ნიადაგის დონეზე. ბუჩქებს,  რომლებზეც 2-3 წელს ტოტები არ შეკვეცილა,  პირველ რიგში მოაშორებენ ძველ,  დაჩრდილულ,  ნიადაგზე გართხმულ,  მოკლე,  ბუჩქის შიგნითა ტოტებს. ბუჩქზე ტოვებენ 6-მდე ახალგაზრდა კარგად განვითარებულ ტოტს ძველის ნაცვლად.

 

 

2.3. ნედლეულის დამზადება

 
   
ასკილის ნაყოფებს ამზადებენ შემოდგომაზე,  აგვისტო-ოქტომბერში,  ყინვების დაწყებამდე,  როდესაც მათი შეფერვა ნარინჯისფრიდან წითელში გადადის და რბილდება.

   მათ ნედლადვე,  2-3 დღის განმავლობაში,  აბარებენ წარმოებას გადასამუშავებლად ან აშრობენ სწრაფად 80-900C-ზე. ჩრდილში ხანგრძლივი გაშრობისას ვიტამინების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება.

     როგორც ზევით აღვნიშნეთ არსებობს მაღალვიტამინიზირებული ასკილის სახეობები. მათ შეგროვებას აწარმოებენ აგვისტო-სექტემბერში,  როცა ნაყოფები ნარინჯისფერ-წითელ ან წითელ შეფერილობას მიიღებს. ნაყოფების შეგროვება შესაძლებელია ყინვების დაწყებამდე. გაყინული ნაყოფების გალღობის შემდეგ მასში C ვიტამინის შემცველობა საგრძნობლად მცირდება და ამასთან გასაშრობად უვარგისია.

     ასკილის ნაყოფს აგროვებენ კალათებში ან ვედროებში. ნედლი ნაყოფების გაჩერება შესაძლებელია 2-3 დღის განმავლობაში,  უფრო მეტ ხანს შენახვისას ისინი ფუჭდება,  ობდება და მცირდება მასში ვიტამინების შემცველობა. გასაშრობ ნაყოფებს გაშლიან 2-3 სმ სისქის ფენად. ასკილის ნაყოფების გაშრობა რეკომენდირებულია ხელოვნურ საშრობებში 80-900C ტემპერატურაზე. დაბალ ტემპერატურაზე ხანგრძლივი შრობის დროს ნედლეულში ვიტამინების შემცველობა მცირდება.

ასკილის სამკურნალო ნედლეული წარმოადგენს ცრუ ნაყოფებს,  რომელიც შედგება ხორცოვანი,  წვნიანი ნაყოფსაჯდომისაგან. მის შიგნით მოთავსებულია მრავალრიცხოვანი ნაყოფები  -  კაკლუჭები. გამშრალი ნაყოფები სხვადასხვა ფორმისაა: სფეროსებრი,  კვერცხისებრი ან ოვალურიდან ძლიერ წაგრძელებული,  თითისტარისებრია. სიგრძე 0,7-3 სმ-ია,  დიამეტრი 0, 6-1,7 სმ. ნაყოფებს აქვთ ნარინჯისფერ-წითელიდან მურა-წითლამდე შეფერილობა. ცალკეული ნაყოფები ინარჩუნებენ ჯამის ფურცლებს,  რომელიც ზემოთაა მიმართული და ზოგჯერ შეკრულია ზემოთ. ჯამის ფურცლების მოშორებისას ნაყოფზე რჩება მრგვალი ხვრელი. მშრალი ნაყოფების გვერდები მაგარია,  მსხრევადი,  გარეთა ზედაპირი მეტ-ნაკლებად დანაოჭებულია. ნაყოფის შიგნითა ბუსუსები მდებარეობს კაკლუჭის წამახვილებულ ბოლოზე.

ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები შემდეგია

 

ასკორბინის მჟავის შე მცველობა

ნესტიანობა

საერთო ნაცარი

სხვა ორგანოთა მინარევები (ჯამის ფურცელი,  ფოთოლი,  ღეროები,  ყუნწები)

ფერშეცვლილი და დაზიანებული ნაყოფები

3მმ დიამეტრიან საცერში გამავალი ნაყოფები

ორგანული მინარევები

მინერალური მინარევები

არანაკლებ

1%

არაუმეტეს

14%

არაუმეტეს

3%

არაუმეტეს

1%

არაუმეტეს

1%

არაუმეტეს

3%

არაუმეტეს

0, 5

არაუმეტეს

0, 5%

 

      Canina -ს სექციის ასკილის სახეობები ხასითდებიან ვიტამინების დაბალშემცველობით და შესაბამისად გამოირჩევიან გარეგნულადაც. მათი ნაყოფები უფრო მსხვილია,  მუქია,  (მუქი წითელი ან შინდისფერია). ჯამის ფოთლები ერთიანია,  ყვავილობის შემდეგ ქვემოთ გადაიწევა და ეკვრის ნაყოფს. მომწიფების შემდეგ ისინი სცვივა და მათ ადგილას რჩებას ხუთკუთხა დისკი.

ამ სექციის ასკილის ნაყოფებს აგროვებენ შემოდგომით,  როდესაც კარგად გაწითლდება. მათი შეგროვება შესაძლებელია ზამთრამდე,  ყინვების დაწყებამდე.

   უმწიფარი ნაყოფები ორგანულ მჟავებსა და კაროტინოიდებს მცირე რაოდენობით შეიცავს,  ამიტომ შეგროვება არახელსაყრელია.

 

 

 შეგროვებისა და შრობის წესები იგივეა რაც Cinnamomea-ს სახეობისათვისაა რეკომენდებული.

Canina-ს სექციის ასკილის სამკურნალო ნედლეული წარმოადგენს მთლიან,  ჯამის ფოთლებისაგან და       ნაყოფის ყუნწისაგან გათავისუფლებულ ცრუ ნაყოფებს,  რომლებსაც სხვადასხვა ფორმა გააჩნიათ: სფეროსებური,  კვერცხისებური,  მოგრძო. ნაყოფის სიგრძე 0, 8  -  2, 5 სმ-ია,  დიამეტრი 0.7  -  2, 8 სმ.

ასკილის მწიფე ნაყოფები შედგება ხორცოვანი,  წვნიანი ნაყოფსაჯდომისა და მის შიგნით მოთავსებულ მრავალრიცხოვანი ნაყოფადების  -  კაკლუჭებისაგან. მშრალი ნაყოფების კედლები მაგარია,  მსხვრევადი,  ზედაპირი მეტნაკლებად დანაოჭებულია. ნაყოფის რბილობი შიგნიდან მოფენილია გრძელი,  უხეში ბუსუსებით. ნაყოფები ნარინჯისფერ-წითლიდან მუქ წითელ შეფერილობამდეა. ნედლეულს აქვს მომჟავო-ტკბილი გემო,  ოდნავ შემკვრელი,  უსუნოა.

ჩანინა  - ს სახეობების ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლებია

 

ნესტიანობა

საერთო ნაცარი

ასკილის ნაწილები

დაზიანებული და უვარგისი ნაწილები

3მმ დიამეტრიან საცერში გამავალი ნაწილაკები

უმწიფარი ნაყოფები

ორგანული მინარევები

მინერალური მინარევები

ორგანული მჯავები

არაუმეტეს

15%

არაუმეტეს

4%

არაუმეტეს

2%

არაუმეტეს

3%

არაუმეტეს

3%

არაუმეტეს

5%

არაუმეტეს

0, 5

არაუმეტეს

0, 5%

არანაკლებ

3%

 

 

   დაუშვებელია ნედლეულში შხამიან მცენარეთა და მათი ნაწილების,  ობის,  სიდამპლის შემცველობა,  უცხო სუნის არსებობა. ასკილის ნაყოფებს აზიანებენ ბეღლის მავნებლები. დაზიანებული ნაყოფები გამოუსადეგარია.

ასკილის ნაყოფებს ფუთავენ 25 კგ-ობით. ვარგისიანობის ვადაა 2 წელი. ინახავენ მშრალ,  გრილ ადგილას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.4. ექსპერიმენტული მონაცემები

 

   ჩვენს საცდელ ნაკვეთზე ასკილის აგროტექნიკა იდენტური იყო ყაზანლიყის ვარდის აგროტექნიკის. მისგან განსხვავებით ასკილი კარგად ეგუება კარბონატულ-შავმიწა ნიადაგებს,  კარგად იტანს გვალვას,  თუმცა გვალვების დროს ნაყოფები კნინდება. ასკილის მოსავლიანობამ მკვეთრად მოიმატა ნიადაგში 5-6 წლიანი ნაკელის შეტანის შემდეგ. იგი უარყოფითად რეაგირებს გვარჯილების და სხვა აზოტოვანი სასუქების ბოროტად გამოყენების დროს. ახმეტის რაიონში საცდელ ნაკვეთზე 10 საშუალო ზომის ბუჩქიდან მივიღეთ 50კგ ნაყოფი. ოდნავ ნაკლები მოსავალი იქნა მიღებული გლდანის საცდელ ნაკვეთზე.

   ასკილის ბუჩქს ნოემბრის თვეში ვსხლავდით. პირველი წლის ყლორტებს ვამოკლებდით. გახევებულ,  ძველ ტოტებს ძირთან ვაჭრიდით. ჩვენი დაკვირვებით უხვ მოსავალს იძლევიან 3 წლიანი ტოტები. მეხუთე წლიდან ასკილის ტოტები მსხმოიარობას უკლებენ. ბუჩქის გასხვლის დროს ვითვალისწინებთ აღნიშნულ თავისებურებებს.

 

 

III გამოყენება
3.1 გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში
 

     ფარმაცევტულ მრეწველობაში ძაღლის ასკილის - R. Canina-ს  სახეობების ნაყოფებს ძირითადად იყენებენ პრეპარატ ხოლოსასის წარმოებაში. იგი წარმოადგენს ასკილის ნაყოფების შესქელებულ წყლიან ექსტრატს შაქრის სიროფის სახით. ხოლოსასი გამოიყენება როგორც ნაღვლმდენი საშუალება ღვიძლის დაავადებების  -  ქოლეცისტიტისა და ჰეპატოპათიების დროს.

       მაღალვიტამინური შემცველობის მქონე ასკილის ნაყოფები გამოიყენება შედის  შედის ვიტამინურ და პოლივიტამინურ მრავალ ნაკრებში,  მიქსტურებში, გამოიყენება ჰემორაგიული დიათეზების სამკურნალოდ. მას იყენებენ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად,  აგრეთვე ორგანიზმის რეზისტენტულობის ასამაღლებლად ინფექციური დაავადებების მიმართ,  გონებრივი და ფიზიკური გადაღლისას შრომისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

      ასკილის ნაყოფებს გააჩნიათ დიურეზული მოქმედება. სხვა მცენარეებთან კომბინაციაში იგი გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ. ასკილის ბუჩქს ხშირად იყენებენ ვარდების საძირედ,  ცოცხალი ღობეების გასაკეთებლად,  აგრეთვე დეკორატიულ მებაღეობაში. ასკილის ფესვების გამოყენება შესაძლებელია საღებავადაც.

    ასკილის ნაყოფებიდან ამზადებენ ექსტრაქტს,  სიროფს,  გამონაცემს.
.  ნაყოფებიდან იღებენ ასკილის ზეთს. იგი დიდარია ვიტამინი C-ითა და კაროტინოიდებით           ამზადებენ პრეპარატ კაროტოლინს.

 

 

3. 2. გამოყენება ემპირიულ მედიცინაში (მანანა კიკნაძე)

დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები

 ნედლეული

 ემპირიული რეცეპტი

სისხლის მიმოქცევის სისტემა    
  სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა ასკილის ნაყოფი

ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი (20 გრ) დაქუცმაცებული ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში,  დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი,  დაახურეთ თავზე,  ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. გადმოიღეთ და გააჩერეთ 24 საათი,  შემდეგ გაწურეთ,  დალიეთ 1/4-1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში.

საჭმლის მომნელებელი სისტემა    
  ნაღვლგამომყოფი გზების დაავადებები ასკილის ნაყოფი ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი (20 გრ) დაქუცმაცებული ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში,  დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი,  დაახურეთ თავზე,  ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. გადმოიღეთ და გააჩერეთ 24 საათი,  შემდეგ გაწურეთ,  დალიეთ 1/4-1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში.
   ქოლეცისტიტი ასკილის ნაყოფი ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი (20 გრ) დაქუცმაცებული ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში,  დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი,  დაახურეთ თავზე,  ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. გადმოიღეთ და გააჩერეთ 24 საათი,  შემდეგ გაწურეთ,  დალიეთ 1/4-1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში.
   ჰეპატიტი ასკილის ნაყოფი ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი (20 გრ) დაქუცმაცებული ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში,  დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი,  დაახურეთ თავზე,  ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. გადმოიღეთ და გააჩერეთ 24 საათი,  შემდეგ გაწურეთ,  დალიეთ 1/4-1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში.
   დიარეა ფესვების ნახარში

2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი (მომინანქრებულ ჭურჭელში),  ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე,  დადგით 2 საათი გასაცივებლად,  გაწურეთ. დალიეთ 1/2 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.

შარდგამომყოფი სისტემა    
   თირკმლებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადება ასკილის თესლი

ასკილის თესლის ნახარშის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. აადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე,  დადგით გასაცივებლად 2 საათი,  გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში,  ჭამის წინ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს.

   ცისტიტი ფესვების ნახარში

2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი (მომინანქრებულ ჭურჭელში),  ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე,  დადგით 2 საათი გასაცივებლად,  გაწურეთ. დალიეთ 1/2 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.

სისხლის სისტემა    
   ჰემორაგიული დიათეზები ასკილის ნაყოფი

 ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი (20 გრ) დაქუცმაცებული ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში,  დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი,  დაახურეთ თავზე,  ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. გადმოიღეთ და გააჩერეთ 24 საათი,  შემდეგ გაწურეთ,  დალიეთ 1/4-1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში.

ავიტამინოზები ასკილის ნაყოფი

 ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი (20 გრ) დაქუცმაცებული ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში,  დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი,  დაახურეთ თავზე,  ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. გადმოიღეთ და გააჩერეთ 24 საათი,  შემდეგ გაწურეთ,  დალიეთ 1/4-1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში.

ნერვული სისტემა    
   სკლეროზი ასკილის ნაყოფი

 ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი (20 გრ) დაქუცმაცებული ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში,  დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი,  დაახურეთ თავზე,  ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. გადმოიღეთ და გააჩერეთ 24 საათი,  შემდეგ გაწურეთ,  დალიეთ 1/4-1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში.

        

შენიშვნა:  ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის,  ვისაც აქვს თრომბოფლებიტები.

 

 

 3.3 გამოყენების სხვა სფეროები

  • ასკილის ბუჩქს ხშირად იყენებენ ვარდების საძირედ,  ცოცხალი ღობეების გასაკეთებლად,   აგრეთვე დეკორატიულ მებაღეობაში.

  • ასკილის ფესვების გამოყენება შესაძლებელია საღებავადაც

  • ზოგიერთ, სპეციფი ნაკვეთებისათვის იყენებენ ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგოდ.

სტატიის შემდგომი ვერსია იხ. www.medgeo.net

 
ლიტერატურა
  1. ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის   განვითარების საკითხები.       "მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI  - VOCA (USAID      resources) together with GEPA,  BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)

  2. Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional,  Complementary and Alternative Medicine. World Health     Organization,  Centre for Health Development,  Kobe,  Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები,  ოქსფორდის უნივერსიტეტის     მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.

  3. ლალი დათეშიძე. ასკილი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID - ის რესურსებით

  4. ლალი დათეშიძე. ასკილი "სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი". თბ.,  2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით,      მხარდაჭერა: ACDI  - VOCA (USAID resources) together with GEPA,  BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program    (United kingdom).

  5. დათეშიძე ლალი,  შენგელია არჩილ,  შენგელია ვასილ; , , ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი , , ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა". N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო ედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ,  კორძაია დიმიტრი,  მალაზონია მარინა,  ვაჭარაძე კახა,   ტყეშელაშვილი ბესარიონ.

  6. დათეშიძე ლალი,  შენგელია არჩილ,  შენგელია ვასილ. , , ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". თბილისი,  2005.  , , ტექინფორმის" დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

  7. ხიდაშელი შ.,  პაპუნიძე ვ.,   საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980

  8. ქსე

  9. ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ.,  2005

  10. "გაუფრთხილდით საქართველოს ველურ და კულტურულ მცენარეებს". თბ.,  1977

  11. შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო,  1983

  12. საქართველოს ფლორა. I -  XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.