|
|
|||||||||||||
|
ქოლგაყვავილა ასისთავა -
Centaurium erythraea Rafn (syn.: C. minus Moench, C. umbellatum ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს მითითება |
|||||||||||||
|
|
|||||||||||||
|
золототысячник малый-რუს. Comman centaury - ინგ.Tausendgüldenkraut-გერმ.Petite centauree- ფრანგ.
I.
ზოგადი ნაწილი
ქოლგაყვავილა ასისთავა Centaurium erythraea Rafn (syn.: C. minus Moench, C. umbellatum Gilib., Erythraea centaurium (L) Borkh.) მიეკუთვნება Gentianaceae -ს ნაღველასებრთა ოჯახს. იგი ორწლიანი, იშვიათად 1-3 წლიანი მცენარეა, მისი სიმაღლე 15-25 სმ-მდეა, ღერო სწორი, ოთხწახნაგოვანი, მარტოული ან რამდენიმეა. ღეროს ფოთლები მოპირდაპირეა, მჯდომარე, მოგრძო-ლანცეტისებური. მათი სიგრძე 3სმ-მდეა, სიგანე 1სმ-მდე. ფოთოლზე შეიმჩნევა დაძარღვა. ფესვთანური ფოთლები როზეტადაა შეკრებილი, უკუ-კვერცხისებრია. მათზე 4 სმ სიგრძისა და 2 სმ სიგანის 5 ძარღვია. ყვავილები 1.5 სმ სიგრძისაა, მუქი-ვარდისფერი. ყვავილები შეკრებილია ხშირ ქოლგისებურ-საგველა ყვავილედად. ნაყოფი ორსადგულიანი, მრავალთესლიანი ვიწრო კოლოფია, რომლის სიგრძე 10 მმ-ია. თესლები წვრილია, არასწორად მომრგვალებული და დარიჩინისფერი შეფერილობისაა.თესლები წვრილია, მომრგვალო ოვალური, ნაპირებში ჩაჭყლეტილი, კუთხისებური მოხაზულობით. ზედაპირი უჯრედოვნად-დანაოჭებულია, ყავისფერი. თესლების ზომა 0,1-0,15 X 0,08-0,10 X 0,08-0,10 . აბსოლუტური წონა - 0,02 გრამია.
ქოლგაყვავილა ასისთავა ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფები მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
გავრცელებულია მთელ
ევროპაში ზღვის დონიდან 1600მ-მდე. იზრდება მშრალ ადგილებში
მდელოებზე. სამხრეთ რაიონებში იგი გავრცელებულია მდინარეების
გაყოლებაზე, ტბების, ჭაობების, მდინარეების და არხების ირგვლივ. ზოგჯერ
ქმნის გაფანტულ მასივებს. უმეტესწილად მცირე ჯგუფებადაა წარმოდგენილი.
საქართველოში ასასთავა გვხვდება რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, იმერეთში,
გურიაში,
აჭარაში,
გარე კახეთში, მთიულეთში.
ამჟამად (2009 წ.) აფთიაქებს ნედლეულს აწვდიან აჭარიდან და
საგარეჯოდან, ადრე აწვდიდნენ მცხეთის რაიონიდან, მაგრამ ბოლო წლებში
|
|||||||||||||
|
1.2. ლამაზი ასისთავა - ზოგადი აღწერა და გავრცელება
იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყელამდე, ტბებისა და ზღვების სანაპიროებზე, ტენიან მდელოებზე. იტანს დამლაშებულ ნიადაგებს. საქართველოში იმავე რეგიონებშია გავრცელებულია, სადაც ქოლგაყვავილა ასისთავა .
მხოლოდ ეს ორი სახეობა არის ოფიცინალური. სხვა სახეობების დამზადება და სამედიცინო მიზნით გამოყენება დაუშვებელია, მათ შორის საქართველოში მოზარდი Centaurium spicatum (L) Fritsch.
|
|||||||||||||
|
1.3. ეკოლოგიური მდგომარეობა
ასისთავას აქ აღწერილი ორივე სახეობის გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა, თუმცა იგი ბუნებაში გაბნეული სახით გვხვდება (დიდ მასივებს არ წარმოქმნის). ასისთავას ყვავილობას მოკლე პერიოდი აქვს, რაც ართულებს ბუნებაში მაღალხარისხოვანი ნედლეულის მოპოვებას. სპეციალური პლანტაციის გაშენება უეჭველად დაზოგავს ბუნებაში მოზარდ მცენარეებს. გარდა ამისა, პლანტაციაში გაშენებული ნედლეული (განსაკუთრებით ასისთავას შემთხვევაში) ბევრად იაფია, მის მოპოვებას სჭირდება უფრო მცირე შრომითი დანახარჯები და ნედლეულის ხარისხიც მოსალოდნელია რომ უფრო მაღალი იქნება.
|
|||||||||||||
|
1.4. ნედლეული
ნედლეულია ორივე მცენარის მიწისზედა ნაწილი - ასისთავას ბალახი - Herba Centaurii . ფარმიაკოული აღწერა [9] - ს მიხედვით ასეთია: ,,ფოთლები მჯდომარეა, მოპირისპირე, ხუთი ძარღვით, შუა ფოთლები - მოგრძო - კვერცხისებრია, შიშველი, მთელკიდიანი, ხუთძარღვიანი, ზედა - მოგრძო ან ხაზურ - ლანცეტა. ღერო შიშველია, მარტივი ან დატოტვილი, ოთხწახნაგა, ზოგჯერ ფრთიანი ნეკნებით. ყვავილედი კენწრული, ფარისებრია, ჯამი ფოთლებშეზრდილი, ხუთად გაყოფილი. გვირგვინი გრძელი ცილინდრული მილით და ხუთად გაყოფილი გადაღუნით. ღერო, ფოთლები და ჯამი მოყვითალო - მწვანეა, გვირგვინი - მოვარდისფრო - იისფერი, მოყვითალო - იისფერი და ყვითელი. სუნი სუსტი, გემო - მწარე"
|
|||||||||||||
|
1.5 ქიმიური შემადგენლობა
მცენარის მიწისზედა
ნაწილი შეიცავს გლიკოზიდებს, რომელთაგან აღსანიშნავია ერითაურინი,
გენციოპიკრინი და მისი აგლიკონი ერითროცენტაურინი. ბალახში აღმოჩენილია
მწარეები: სვერტიომარინი, გენციოფლავინი, გენციანიდინი; შეიცავს ასევე
ფლავონურ გლიკოზიდ ცენტაურეინს, ეთერზეთს, 0.1% ოლეონოლის მჟავას,
ნიკოტინის მჟავას, ნიკოტინამიდს. ფორმულა - ნახატი აღებულია [9] - დან.
|
|||||||||||||
|
2.1. გამრავლება
ასისთავას კულტივირებისთვის შერჩეული ნიადაგი წინასწარ უნდა მოიხნას 25-30 სმ სიღრმეზე, დაიფარცხოს და მოსწორდეს. სასურველია მოხვნამდე ნიადაგში ორგანულ-მინერალური სასუქების შეტანა. 1 ჰა-ზე შეაქვთ 200 კგ აზოტოვანი, 120-130 კგ ფოსფოროვანი, 100-120 კგ კალიუმიანი სასუქი, ნაკელი 30-40ტონაა. ვეგეტაციური გამრავლება ხდება ბუჩქის დაყოფით. რეკომენდირებულია დარგვა მწკრივში ერთ რიგად; რიგებს შორის მანძილი უნდა იყოს 40-50სმ. რიგებში მცენარეთა შორის 15-25სმ. იმისათვის, რომ რიგების სისწორე იქნას დაცული, წინასწარ მავთულით ან თოკით აღნიშნავენ რიგებს, რის შემდეგაც 10-12 სმ სიღრმის კვლებს აკეთებენ. დარგვისათვის ხელსაყრელი პერიოდია ადრე გაზაფხული (ვეგეტაციის დაწყებამდე) ან შემოდგომა (ვეგეტაციის დამთავრებისთანავე). დარგული მცენარე კარგად უნდა მოიტკეპნოს და მიეყაროს მიწა. მორწყვის შემდეგ საჭიროა ნიადაგის გაფხვიერება. ასისთავას თესლით გამრავლების შემთხვევაში წინასწარ გაავლებენ კვლებს 3-4სმ სიღრმეზე. თესლის ჩათესვის სიღრმეა 1.5-2 სმ. დათესილ კვლებს მიწით ამოავსებენ და რწყავენ. ერთ ჰექტარზე დასათესად საჭიროა 5 - 7.5კგ თესლი. დათესვის შემთხვევაში ვეგეტაციის პირველ წელს მცენარეს უვითარდება მხოლოდ როზეტი. ყვავილობას იწყებს მე-2, იშვიათად მესამე წელს.
|
|||||||||||||
|
2.2 ექსპერიმენტალური მონაცემები (გ.ციხელაშვითან და ლ.შენგელიასთან ერთად)
ჩვენი დაკვირვებით, ჩითილი გადარგული უნდა იქნეს მახლობელ ნაკვეთებში; ვინაიდან დიდ მანძილზე ტრანსპორტირების შემთხვევაში (ახმეტიდან მცხეთამდე) ნერგების 3/4¾(75%) კარგავს სიცოცხლის უნარს. ჩვენი გამოცდილებით ასისთავას ჩითილებით გამრავლება უფრო სათუოა. უმჯობესია მისი თხლად დათესვა. დასათესი ადგილი უნდა იყოს სარეველებისგან გაწმენდილი. კულტივირების ცდებს ვატარებდით სხვადასხვა რაიონებში. ყველაზე უხვი მოსავალი მივიღეთ ახმეტის რაიონის ტყის შავმიწა, სუსტი ტუტე რეაქციის მქონე ფართობებზე. სოფელ საკობიანოში 1მ2 მიწის ფართზე მივიღეთ 5 კგ მშრალი ნედლეული, სოფელ გლდანში კი-3კგ. განსაკუთრებით კარგი შედეგი მოგვცა ასისთავას კვლების ერთმანეთისგან 50-60სმ დაშორებით განთავსებამ.
|
|||||||||||||
|
2.3 ნედლეულის დამზადება
ასისთავას ბალახს ამზადებენ ყვავილობის დროს, სანამ შენარჩუნებულია ფესვთანური ფოთლები ჩვენს პირობებში - ივლის - აგვისტოში. ფესვთანური ფოთლები მოჭრილ ბალახში არ უნდა მოხვდეს. მცენარეს გადაჭრიან ფესვთანური ფოთლების ზემოთ დანით ან ნამგლით. არ არის რეკომენდირებული მცენარის ფესვებიანად ამოთხრა. შეგროვებულ ნედლეულს კალათებში აწყობენ იმგვარად, რომ ყვავილები ერთი მიმართულებით იყოს განლაგებული. ყვავილები ერთ მხარეს უნდა მოხვდეს შრობის დროსაც. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ასისთავას ბალახის გაშრობისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 40-500C. გაშრობა შესაძლებელია საშრობებში, თუნუქის ან კრამიტის სახურავიან სხვენზე. იშვიათად ფარდულებში - კარგი ვენტილაციის პირობებში. გაშრობისას ბალახს ისე გაშლიან ნაჭრებზე ან ქაღალდზე, რომ ყვავილები ერთი მიმართულებით იყოს. ცუდი ვენტილაციის პირობებში, ასევე ხანგრძლივი შრობისა და სქლად გაფენის შემთხვევაში ასისთავას ბალახის ნაწილები ყვითლდება, ყვავილები კი შავდება. ასევე ნედლეული კარგავს კეთილხარისხოვან სახეს ღია მზეზე შრობისას. ასისთავას ბალახის შესაბამის პირობებში გაშრობისას აუცილებელია ბალახის თხელ ფენად გაშლა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დალპება.
მშრალი ნედლეულის გამოსავლიანობაა ნედლი მასის 25%.
|
|||||||||||||
|
2.4. ნედლეულის მახასიათებლები
ასისთავას სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს ბალახი. ნედლეული შედგება მწვანე ან მოყვითალო მწვანე ღეროებისგან, ფოთლები მწვანეა, ყვავილები მოვარდისფრო. ღერო 4 წიბოიანია, შიშველი, ზედა ნაწილში დატოტიანებული. ღეროს სიგრძე 15-25სმ, სისქე 2მმ. სუნი არა აქვს. გემო მწარეა.ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლებია:
ასისთავას ნედლეულს ფუთავენ 30კგ ფუთებში. ინახავენ მშრალ გრილ ადგილას კარგი ვენტილაციის პირობებში. ნედლეულის შენახვის ვადაა 3 წელი.
|
|||||||||||||
|
III. გამოყენება
ასისთავას ზემოთ აღწერილი ორი სახეობა შეტანილია რამდენიმე ქვეყნის ფარმაკოპეაში. ასისთავას ბალახის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებათა ჯგუფს ახასიათებს კუჭ-ნაწლავის ჯირკვლების სეკრეციის ასამაღლებელი და ნაღვლმდენი თვისებები. აგრეთვე მასში შემავალი გენციოპიკრინი გამოირჩევა ჭიის საწინააღმდეგო თვისებებით. ასისთავას ბალახი შედის მთელი რიგი თანამედროვე პრეპერატების შემადგენლობაში, რომელთა ჩვენებაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ღვიძლისა და სანაღვლე გზების სხვადასხვა პათოლოგიები. ლიტერატურაში მოყვანილი არის სხვადასხვა ექსპერიმენტალური მონაცემები ასისთავას ბალახის ანემიის მკურნალობისა და აგრეთვე როგორც სიცხის დასაწევი მოქმედების შესახებ. საოჯახო პირობებში შესაძლებელია ასისთავას ნაყენის მომზადება შემდეგნაირად: 20გ დაწვრილმანებულ ბალახს ასხამენ 40%-იან სპირტს, აყოვნებენ 7-14 დღე. ყოველდღიურად ნაყენს ანჯღრევენ; ორი კვირის შემდეგ გაწურავენ. მიღებული ნაყენის 15-20 წვეთს ღებულობენ 20-30 წუთით ადრე ჭამადე. ასისთავას ბალახის წყლიანი გამონაწვლილის მისაღებად 1-2 ჩაის კოვზ დაწვრილმანებულ ნედლეულს ასხამენ ორ ჭიქა მდუღარეს, აყოვნებენ 30-40 წუთს, გაწურავენ. მიღებულ გამონაწვლილს ღებულობენ 1/3 ჭიქის ოდენობით ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 3-4-ჯერ.
|
|||||||||||||
|
სხვადასხვა წყაროებიდან
მოპოვებული
მასალები სტუდენტთა
skype-სემინარზე
განსახილველად ასისთავა
ჯერ
კიდევ უხსოვარი
დროიდან არის ცნობილი
როგორც სამკურნალო
მცენარე. იგი ერთი ან
ორწლიანი ბალახოვანი
მცენარეა, სიმაღლით
15-35 სმ, წვრილი
ფესვით. ფესვთანური
ფოთლები ქმნიან
როზეტს. ღერო
წვრილია,
ოთხწახნაგოვანი,
შეფოთლილი,
დატოტვილი, რომელიც
თავდება ფარისებრი
თანაყვავილედით.
ყვავილები პატარაა,
მუქი ვარდისფერი.
როზეტის ფოთლები
უკუკვერცხისებრია,
ბლაგვი, 5
რკალისებური ძარღვით;
ღეროს ფოთლები
მოპირისპირეა,
ნახევრადღერომხვევი,
წაგრძელებულკვერცხისებრი
ან ლანცეტისებრი,
სიგრძით დაახლოებით 3
სმ, სიგანით 1-1,5
სმ, 3-5 ძარღვით.
ყველა ფოთოლი
კიდემთლიანია.
|
|||||||||||||
|
|
|||||||||||||
|
ლიტერატურა:
|
|||||||||||||
|
|
|||||||||||||
|
|
|||||||||||||