|
|
|

|
დიდგულა - Sambucus nigra
L. ჩვეულებრივი ანწლი - Sambucus
ebulus დიდგულა ბაღის - Sambucus
racemosa ლალი დათეშიძე, ლევან
შენგელია
საავტორო
უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა
წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს
მითითება |
 |
|
|
|
|
| |
|
Бузина черная-რუს
Elder - ინგ.
Schwarzer Holunder -
გერმ.
Sureuanoir - ფრანგ. |
| |
შესავალი
დიდგულა, ანწლი და ბაღის
დიდგულა
,,დიდგულა", ,,ანწლი" და ,,ბაღის დიდგულა"
- ეს სამი სახელი, ქართულ ლიტერატურაში ხშირად არეულია, ამიტომ
აუცილებლად მიგვაჩნია მათი დაზუსტება. ქსე-ს მიხედვით, ანწლი (Sambucus), ყვავილოვან
მცენარეთა გვარია, მიეკუთვნება ცხრატყავისებრთა ოჯახს. ცნობილია 40
სახეობა. საქართველოში ხარობს ანწლის ორი
სახეობა: - დიდგულა
(Sambucus nigra) -
საკუთრივ ანწლი (Sambucus
ebulus) გარდა ამისა,
ქართულ ლიტერატურაში გვხვდება სახეობა
,,დიდგულა ბაღის
Sambucus racemosa" (წითელი ანწლი.
მასზე სტატიის ამ ვერსიაში არ ვჩერდებით).

Sambucus
nigra - ს ანწლს უწოდებს ბევრი ქართული წყარო. ხიდაშელი
პაპუნიძე მათ სინონიმებად მიიჩნევს: დიდგულას
ქართლ-კახეთში დიდგულას ეძახიან, ზემო იმერეთში -
ხეკროს, ქვემო იმერეთში - ანწლს, რაჭაში - ხრეკოლას, გურიაში - ხელთოფას.
ჩვენ ქვემოთ
საუბარი გვაქვს მხოლოდ Sambucus nigra, რომელსაც დიდგულას ვუწოდებთ. იგი ანწლის ერთ-ერთი
სახეობაა. საუბარი არა გვაქვს Sambucus ebulus
-ზე. სახეობა
Sambucus ebulus -ც ანწლის სახეობაა,
იგი Sambucus nigra -ს ანუ
დიდგულას მონათესავე სახეობაა და ძალიან გავს მას. იგი არაა
ოფიცინალური სახეობა და მისი ყვავილების სამედიცინო მიზნით შეგროვება არ
შეიძლება. [9] -ს მიხედვით Sabucus edulus L. -ს ყვავილებს დიდგულასაგან
განსახვავებენ შემდეგით ,,გვირგვინის ფურცლები შიგნითა მხარეზე თეთრია,
გარედან მოვარდისფრო
სამტვრეები მოწითალოა. მცენარე
ბალახოვანია, ნაყოფი სფეროსებრი-შავი."
სხვათაშორის, ცნობილი გურული ანწლის არაყი
მზადდებოდა ერთ-ერთი ამ სახეობისაგან. (მეორეს არ შეურევდნენ), რომლისაგან
ჩვენთვის უცნობია.
 |
| |
|
I. ზოგადი
ნაწილი
1.1. ზოგადი
დახასიათება
დიდგულა - Sambucus nigra L., მიეკუთვნება ცხრატყავასებრთა - Caprifoliaceae ოჯახს.
იგი ბუჩქოვანი მცენარეა. მისი სიმაღლე 7 მეტრამდეა. ბუჩქი ან
პატარა ხეა 3-6 მ სიმაღლის.
დიდგულას ვარჯი მომრგვალოა, ასაკოვანი ღეროების ქერქი მურა-ნაცრისფერია ღრმა
ნაპრალებით, ფოთლები მოპირდაპირეა,
კენტფრთიანი; ფოთოლი შედგება 5-7 კვერცხისებრად წამახვილებული ფოთოლაკისაგან,
რომელსაც მახვილ კბილებიანი კიდე აქვს.
ყვავილები ძალიან წვრილია 5-7 მმ დიამეტრის ზომის. ყვავილები შეკრებილია
წვეროზე 15-20 სმ ზომის ფარისებურ ყვავილედად. განაპირა ყვავილები მჯდომარეა,
დანარჩენი კი ყვავილის ყუნწია.
ნაყოფები წვნიანია, შავი-იისფერი, 3 კურკიანია.
ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

|
| |
|
1.2.
გავრცელება
დიდგულა გავრცელებულია
ევროპაში, სამხრეთ შვეციაში, მცირე აზიაში, კავკასიაში, აღმოსავლეთ
ციმბირში.
საქართველოში იგი იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტყის პირებზე, ტყეებში,
სვანეთში, გურიაში, აჭარაში, ქართლში, კახეთში, თრიალეთში,
მესხეთში.
საქართველოში დიდგულას დიდი რესურსებია.

|
| |
|
1.3. ნედლეული და ქიმიური
შემადგენლობა
ოფიცინალური ნედლეულია დიდგულას ყვავილი -
Flores
Sambuci nigrae. ნედლეულის ოფიცინალური აღწერა [9] -ის მიხედვით: ,,ნედლეული არის ცალკეული ყავვილები და კოკრები
მოკლე ყუნწით ან მის გარეშე. აქვს ხუთკბილიანი შეზრდილფოთოლაკიანი ჯამი და
ფუძესთან შეზრდილი 4-5 ფურცლიანი გვირგვინი, დიამეტრი 5 მმ-ია, მტვრიანა 5, გვირგვინის მილთან
შეზრდილი. ფერი მოყვითალოა, სუნი არომატული, გემო-სანელებლის."

ნედლეულს არ უნდა შეერიოს Sabucus
edulus L. და სხვა
სახეობების ყვავილები. დიდგულასგან ამზადებენ
ყვავილებს ყვავილები შეიცავს ფლავონოიდებს, ტრიტერპენებს, ეთერზეთს, გლიკოზიდ
სამბუნიგრინს. ფოთლებში აღმოჩენილია ალკალოიდები, ფენოლური და ტრიტერპენული
მჟავები, ამირინული რთული ეთერები, მწარეები; დიდგულას მწიფე ნაყოფები
შეიცავს С და B ჯგუფის ვიტამინებს,
შაქრებს, ორგანულ მჟავებს, ანთოციანურ
საღებავებს. ხალხური მედიცინა იყენებს
დიდგულად ნაყოფებსაც.
|
| |
|
2. დიდგულას
დამზადება
2.1. დიდგულას გამრავლება
დიდგულას გამრავლება
შესაძლებელია როგორც თესლით, ასევე ვეგეტაციურად. დიდგულას მოჭრის შემდეგ
ადვილად ხდება მისი განახლება. ამჯობინებს ზომიერად ნოყიერ, ნესტიან,
წყალგამტარ ნიადაგებს.
დიდგულას
კულტივირების შემთხვევები საოჯახო პირობებში სამკურნალო დანიშნულების მიზნით
პროფესორ ზ. შენგელიას დაფიქსირებული აქვს სოფელ
მათხოჯში.
მიუხედავად დიდი რესურსებისა პლანტაციის გაშენება მიზანშეწონილია შემდეგი
მიზეზებით: - პლანტაციიდან აღებული
ნედლეული მინარევების გარეშეა -
ბუნებაში დამზადებულ ნედლეულთან შედარებით
იაფია - საკონტრაქტო პირობების
შესრულების გარანტიას იძლევა.
|
| |
|
2.2. ნედლეულის დამზადება
დიდგულას ყვავილებს ამზადებენ ყვავილობისას, გვირგვინის დაცვენამდე. ეს
შესაძლებელია ივნის-ივლისში. ყვავილებს აჭრიან დანით ან სეკატორით და
ალაგებენ კალათებში. შეგროვებული ყვავილები დაუყოვნებლად გადააქვთ
გასაშრობად; დაყოვნების შემთხვევაში ნედლეული ჩახურდება და გაშრობისას მუქად
შეიფერება. ასევე ემართება (მუქდება) დაგვიანებით პერიოდში შეგროვებულ
ყვავილებს. დიდგულას ყვავილების დამზადებისას უნდა მოვერიდოთ ტოტების
დაზიანებას. ჩვეულებრივ დიდგულას ყვავილების შესაგროვებლად ხელსაყრელი
პერიოდი 15-20 დღეა.

დიდგულას
ყვავილებს აშრობენ რკინის ან კრამიტის სახურავიან სხვენზე, სადაც
შენარჩუნებული იქნება კარგი აერაცია. ყვავილებს გაშლიან ქაღალდზე ან ქსოვილზე
1 სმ სისქის ფენად. ხელოვნურ საშრობებში შრობისას დასაშვებია ტემპერატურული
რეჟიმი 40-500С. შრობა დამთავრებულია,
როდესაც ნედლეული შეხებისას ადვილად იფშვნება. გაშრობის შემდეგ ყვავილებს
გამოფშვნიან და ამგვარად მოაშორებენ ყვავილებს ყვავილედის ტოტებისგან და სხვა
მინარევებისგან. მშრალი ნედლეულის გამოსავლიანობა ნედლზე გადაანგარიშებით
შეადგენს 12,5%-ს.
ნედლეული
ყვითელი შეფერილობისაა, არომატული სუნითა და სურნელოვანი გემოთი. რიცხვითი
მახასიათებლები შემდეგია:
|
ტენიანობა |
საერთო
ნაცარი |
გამუქებული
ყვავილები |
დიდგულას სხვა
ნაწილები |
1მმ დიამეტრის
საცერში გამავალი ნაწილები |
ორგ. მინარევები
(სხვა არაშხამიანი მცენარის მინარევები) |
მინერალური
მინარევები (მიწა, ქვიშა, კენჭები) |
|
არაუმეტეს
1% |
არაუმეტეს
10% |
არაუმეტეს
8% |
არაუმეტეს
10% |
არაუმეტეს
8% |
არაუმეტეს
1% |
არაუმეტეს
1% |
მზა ნედლეულს ინახავენ 20 კგ-იან ტომრებში ან 50 კგ-იან ფუთებში. ინახავენ მშრალ, ბნელ ადგილას, სადაც შენარჩუნებულია ვენტილაცია.
ნესტიან სათავსოში დიდგულას ყვავილები ადვილად ნოტივდება და ობდება.

|
| |
|
III. გამოყენება
დიდგულას ყვავილებს ახასიათებს ოფლმდენი და შარდმდენი მოქმედება. ფარმაკოლოგიური გამოკვლევებით დადგენილია დიდგულას მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, რაც გამოწვეული უნდა იყოს მასში შემავალი გლიკოზიდით. დიდგულას ყვავილის გამოყენება ეფექტურია მცენარეულ ნაკრებებში, რომლებიც გამოიყენება გაცივების დროს. ნაჩვენებია ბრონქიტის,
ბრონქოექტაზიის, ფილტვის ემფიზემის, ბრონქული ასთმის დროს. ვიტამინების შემცველობის წყალობით დიდგულას ნაყოფებსა და ფოთლებს გააჩნიათ საერთო გამაჯანსაღებელი თვისება.
ხალხურ მედიცინაში დიდგულას პრეპარატები გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების, ანგინისა და რინიტის დროს
გამოსავლებლად. დიდგულას ქერქისგან მიღებული პრეპარატები კი გამოიყენება თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებებისას.
საოჯახო პირობებში შესაძლებელია დიდგულას ყვავილებისგან წყლიანი გამონაწვლილის მიღება. ამისათვის 5-15გ გამშრალ ნედლეულს დაასხამენ 200გრამ მდუღარე წყალს, დააყენებენ 20 წუთი, გაწურავენ. რეკომენდებულია გამონაწვლილის მიღება 1/4 ჭიქით 3-4 ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე.

სტატიის
შემდგომი ვერსია იხ. www.medgeo.net
|
| |
|
ლიტერატურა:
-
ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების
ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები.
"მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის
გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა:
ACDI - VOCA (USAID
resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas)
- TACIS program (United kingdom)
-
Lali Dateshidze and co -
authors. WHO Global
Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World
Health Organization, Centre
for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები,
ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების
დეპარტამენტი.
-
ლალი დათეშიძე. დიდგულა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის
გრანტი,USAID -
ის
რესურსებით
-
ლალი დათეშიძე. დიდგულა. "სამკურნალო მცენარეთა
ინსტიტუტი". თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის
რესურსებით,
მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID
resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas)
- TACIS program (United
kingdom).
-
დათეშიძე ლალი,
შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია".
მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა".
N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია
დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
-
დათეშიძე ლალი,
შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია".
თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის" დეპონენტი N:
1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
-
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო
მცენარეები. ბათუმი. 1980
-
-
ლინა ერისთავი.
"ფარმაკოგნოზია". თბ., 2005
-
ქსე
-
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.:
საბჭ. საქართველო, 1983
-
საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987
წ.
|
| |
| |