|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ანისული
ჩვეულებრივი
- Pimpinella anisum L.
საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს მითითება |
||||||||||||||||||||||||||||||||||
![]() |
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
Анис обыкновенный, Бедренец - რუს. Anise - ინგ. Anis - გერმ. Anise, Anisevert - ფრანგ |
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
I.
ზოგადი ნაწილი
ანისული მიეკუთვნება
Pimpinella anisum L.(=Anisum vulgare Gaertn.),
ქოლგოსანთა
- Apiaceae
(Umbelliferae) ოჯახს. იგი ერთწლოვანი ბალახოვანი მვენარეა. მისი სიმაღლე 10-50
სმ-ია, ზოგჯერ 75 სმ-საც კი აღწევს.
ფოთლები განსხვავდება ერთმანეთისაგან. გვხვდება სამი ტიპის
ფოთლები: ქვედა, შუათანა და ზედა. ფესვთანური ფოთლები ყუნწიანია,
მარტივი, კვერცხისებრი ან თირკმლისებრი. ისინი დაკბილულია. ღეროს შუა
ნაწილზე მდებარე ფოთლები არათანაბარფურცლიანია, 3-5 კვერცხისებრი ან
უკუკვერცხისებრი ფურცლით. ღეროს ზედა ნაწილის ფოთლები მოკლეყუნწიანი
ან მჯდომარეა, ორ ან სამ ფრთიანია, სწორი ლანცეტისებრი ნაწილებით.
ანისული ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფი მწიფდება აგვისტოში.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
1.2 გავრცელება და ეკოლოგიური მდგომარეობა
ანისული ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის რაიონებში. მასზე დიდი მოთხოვნილების გამო იგი კულტივირებულია მთელ რიგ ქვეყნებში: სამხრეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში. საერთაშორისო ფარმაცევტულ ბაზარზე ლიდერებია, ესპანეთი, ეგვიპტე, თურქეთი. გააქვს რუსეთს (მარტინ ბაუერი). კულინარულ ბაზარზე გააქვს უკრაინას . ბოლო წლებში სულ იზრდება ექსპორტი სომხეთიდან (კულინარულ ბაზარზე).
საქართველოში ანისულის 7 სახეობაა გავრცელებული. მათი გავრცელების არეალი ფართოა. იგი იზრდება მშრალ, ბალახოვან ფერდობებზე. ანისულის ერთ ერთი სახეობა Pimpinella schatilensis დავაფიქსირეთ არღუნის ხეობაში (ხევსურეთში). [9] თვლის, რომ საქართველოში მოზარდ სახეობებს კვებითი და სამკურნალო გამოყენება არა აქვს. ოფიცინალურ სახეობაა საქართველოში მე-19 საუკუნიდანაა კულტივირებული
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
1.3 ნედლეული
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
1.4. ქიმიური შედგენილობა
ანისულის ნაყოფი შეიცავს 2-3% ეთერზეთს, 10-30% ცხიმოვან ზეთს, რომელიც წარმოადგენს პალმიტინის, პეტროზელინის, ოლეინის, ლინალოლის მჟავების გლიცერიდებს. ასევე ქოლინს, პრისტანს, სტიგმასტერინს და კუმარინებს (ბერგაპტენი, უმბელიპრენინი, სკოპოლეტინი). ანისულის ნაყოფის ეთერზეთის ძირითად შედგენილობაში შედის ანეტოლი, დიანეტოლი. იზოანეტოლი, ანიზკეტონი, ანიზალდეჰილი და ანისულის მჟავა. მცენარის მიწისზედა ნაწილი შეიცავს 1,5% ეთერზეთს, С ვიტამინს, P ვიტამინს, კვერცეტინს, იზორამნეტინს, კემფეროლს."
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
II. კულტივირება 2.1 გამრავლება
ანისული კარგად ვითარდება მსუბუქი და საშუალო მექანიკური შედგენილობის ნოყიერ ნიადაგებზე. ანისულის გამრავლება შესაძლებელია თესლით. შერჩეულ ნიადაგს შემოდგომით დაამუშავებენ და გაანოყიერებენ( 1მ2 ფართზე 40-80 გრამი აზოტოვანი სასუქი). ადრე გაზაფხულზე ნიადაგს გააფხვიერებენ. დათესვა მიზანშეწონილია რიგებში, რომელთა შორის მანძილი 10-15 სმ-ია, ხოლო რიგებში ნათესებს შორის 5-8სმ. თესლის ჩამაგრების სიღრმე უნდა იყოს 2-3 სმ. ნათესების მოვლა გულისხმობს ნიადაგის გაფხვიერებას, გამარგვლას, მორწყვას საჭიროების მიხედვით. ვეგეტაციის პერიოდი 100-130 დღეს მოიცავს.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
2.2. ექსპერიმენტალური მონაცემები
კულტივირების ცდებს ვატარებდით საქართველოში გავრცელებულ სახეობაზე Pimpinella aromatica M.B ცდების შედეგებმა აჩვენა, რომ ახმეტისა და შიდა კახეთის რაიონებში მისი მოშენება ნაკლებ პერსპექტიულია, ვიდრე დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და გარდაბნის რაიონებში. ანისულის აგროტექნიკა საკმაოდ მარტივია და მისი კულტივირება პრინციპულ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. საშუალო მოსავლიანობა 1ჰა-ზე 4-9ცენტნერია. კარგი მოვლის პირობებში შესაძლებელია 1ჰა-ზე 10-12ცენტნერის მიღებაც.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
2.3 ნედლეულის შეგროვება
ანისულის სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს ნაყოფი და ზეთი. ანისულის ნაყოფებს ამზადებენ ყვავილობის ფაზაში, როდესაც ღერო გაყვითლება, ხოლო ნაყოფები ქოლგის ზედა ნაწილზე მურა ფერს შიძენს და თესლების 60-80% მომწიფებულია. თესლებს აგროვებენ მექანიზებული წესით. თესლებს აშრობენ ბრეზენტზე ან ტომარაზე ჩრდილში. გამომშრალ თესლებს გალეწავენ და გაასუფთავებენ ნაყოფის სხვა ნაწილებისაგან. ანისულის ნაყოფები 3-5მმ სიგრძისაა. კვერცხისებრი ან უკუმსხლისებრი ფორმის. მისი სიგანე 2-3მმ-ია; შეიმჩნევა ნაყოფსაფარიც. ნედლეულის სუნი არომატულია, სპეციფიკური, გემო მოტკბო-სურნელოვანი. ეთერზეთის შემცველობა ნედლეულში 1,5%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. განასხვავებენ ნედლეულის სამ კლასს: 1) უმაღლესი სისუფთავის მქონე. 2) სუფთა. 3) საშუალო სისუფთავის მქონე. ეს კლასები განსხვავდებიან ცხრილში მოყვანილი მაჩვენებლებით.
ანისულის ეთერზეთს ღებულობენ წყლის ორთქლით გამოხდის გზით. წყლისაგან გამოცალკევების შემდეგ ატარებენ მეორადი გამოხდის რექტიფიკაციას წყლის ორთქლით. ამ გზით მოშორდება პირველი გამონახადის 5%. ანისულის ზეთი 150=ზე მყარდება და კრისტალორ მასად გარდაიქმნება. ამით გამოკრისტალდება ანეთოლი, რომლის შემცველობა უნდა იყოს 80%-მდე. ანეთოლი ადვილად იჟანგება სინათლეზე და ამგვარი ზეთი გაუვარგისებულად ითვლება. ნედლეულთან მუშაობისას შესაძლოა ფოტოდერმატიტებისა და კონტაქტური დერმატიტების განვითარება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
III.
გამოყენება
ჩვენში გავრცელებული ანისულის სახეობა Anisum vulgare Gaerth (Pimpinella anisum L) ეთერზეთების წარმოებისათვის ერთ-ერთი პერსპექტიული მცენარეა. ამასთან ეთერზეთების წარმოების ნარჩენები სავარაუდოა გამოიყენებოდეს ცხოველების საკვებად. ანისულს ფართოდ იყენებენ კვების მრეწველობაშიც. ანისულისაგან ამზადებენ ტექნოლოგიურად მარტივ ნაყენებს, ვაჟინებს, ნიშადურ-ანისულის წვეთებს და სხვა. სავარაუდოა, რომ ტექნოლოგიურად მარტივი სამკურნალწამლო საშუალებების წარმოება ჩვენში თანდათან გაფართოვდება, ვინაიდან იგი მეტად პერსპექტიული და გამართლებულია, ეს კი შექმნის ანისულის ნედლეულისათვის სტაბილურ ადგილობრივ ბაზარს.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
3.2 სამედიცინო გამოყენება
დადგენილია, რომ ანისულის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთი ასტიმულირებს ლორწოვანი გარსის რეცეპტორებს და რეფლექსურად ზრდის ბრონქების სეკრეციას, სასუნთქი ეპითელიუმის ბუსუსების მოძრაობას. ამითაა გამოწვეული მისი სეკრეტორული მოქმედება. ეთერზეთს ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედებაც. აუმჯობესებს ლაქტაციას, რეფლექსურად აღაგზნებს სუნთქვის ცენტრს. გარდა ამისა მას გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება. აქვეითებს სისხლის წნევას. ანისულის ზეთი შედის მრავალი ქარხნული პრეპარატის შემადგენლობაში, რომელთა დანიშნულებაა საჭმლის მონელების გაუმჯობესება, ან კიდევ ნახველის ამოღება. საოჯახო პირობებში ანისულის თესლებისაგან ამზადებენ წყლიან გამონაწვლილს. ამისათვის აიღებენ 0,5-1ჩაის კოვზ დაწვრილმანებულ თესლებს და ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, 15 წუთით დაყოვნების შემდეგ გაწურავენ. მიღებულ სითხეს ღებულობენ დღის განმავლობაში.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
3.3. თანამდევი მარკეტინგული ნიშები-გამოყენება ევროპულ კულინარიაში გამოყენება ევროპულ კულინარიაში. ანისულს ინტენსიური, მსუბუქი, სპეციფიკური არომატი აქვს. კულინარიაში გამოიყენება დაფქული ნაყოფი. მას ევროპული კულინარია ახასიათებს, როგორც მოტკბო, გამაგრილებელი გემოს მქონეს. ფარმაცევტულ მრეწველობაში ანისულისაგან ამზადებენ სიროპებს, წამლებს, სამკურნალო ჩაის, კოსმეტიკაში - არომატულ წყალს. გამოიყენება ეთერზეთები. კულინარიაში ანისულს იყენებენ სხვადასხვა ნამცხვრებში, ტკბილ ღვეზელში, კექსებში. ანისულის კულინარიული მოხმარება მაღალია საშობაოდ, რადგან იგი შედის ზოგიერთ ტრადიციულ საშობაო ნამცხვარში. ევროპული კულინარია ანისულს უმატებს რძისა და ხილის სუპებში, შვრიის ფაფაში, ბრინჯის კურძებში, ხილის სალათებში, კრემებში, ტორტებში. ევროპელი კულინარები თვლიან, რომ ანისული სასიამოვნო გემოს აძლევს ჭარხალს, წითელ კომბოსტოს, კიტრს, სტაფილოს, ვაშლის, ქლიავის, მსხლის კომპოტებს. ანისული შედის ზოგიერთი ლიქიორის და ხველების საწინააღმდეგო კამფეტების შემადგენლობაში.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
3. 4. გამოყენება ემპირიულ მედიცინაში
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სტატიის შემდგომი ვერსია იხ. www.medgeo.net
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||