ჭინჭარი
ჭინჭარი მსუსხავი Urtica urens L

ჭინჭარი ორსახლიანი Urtica dioica L.

ლალი დათეშიძე, არჩილ  შენგელია

საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს მითითება

 
 

Крапива двудомная - რუს

Great nettle, common nettl - ინგ.

Grosse Brennessel - გერმ.

Grande ortie, ortie dioique - ფრანგ.

1. ზოგადი ნაწილი

1.1. ზოგადი დახასიათება

 

          ორსახლიანი ჭინჭარი - Urtica dioica L., მიეკუთვნება  ჭინჭრისებრთა -  Urticaceae. Urticaceae-ს ოჯახს.
         იგი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.ნობილია  მრავალრიცხოვანი მუშხავი ბუსუსებით  
        ღერო სწორმდგომია ან აღმავალი ,ჩვეულებრივ სუსტად დატოტვილი. მისი სიმაღლე 150 სმ-მდეა, ზოგჯერ კი 2 მ-საც კი აღწევს. ღერო ოთხკუთხაა, მარტივი, ზედა ნაწილში ზოგჯერ დატოტიანებულია.  უხვადაა შემოსილი ხეშეში მარტივი, ჯირკვლოვანი  ბეწვებით.

 


   ფოთლები მოპირდაპირეა, დიდი ზომის, უნწიანი, მუქი-მწვანე, კვერცხისებრი ან ლანცეტისებრი, მსხვილად დაკბილულია. ფოთოლი ფუძესთან გულისებურია ან მომრგვალოა, გრძლად წაწვეტებული წვეროთი. ფოთლის ფირფიტა 10-17სმ სიგრძისა და 5-7 სმ სიგანისაა. ფოთლაკები თავისუფალია, ხაზურა-ლანცეტისებური, 1 სმ სიგრძისაა და ადრეულად ცვივა. ასევე მალევე
ცვივა ღეროს ქვედა ფოთლები. ღეროს და ფოთლების ზედაპირი უხვადაა შებუსუსებული. ყველაზე მსხვილი ბუსუსები მოთავსებულია ფოთლის ქვედა მხარეზე ძარღვების გაყოლებაზე.


  ყვავილედი თავთავისებურია. ისინი შეკრებილია ფოთლის უბეებში. მცენარე ორსახლიანია. მამრობით ძირზე ყვავილედი სწორია ან ოდნავ დახრილი, მდედრობითზე კი - დაკიდებული. ყვავილები წვრილია, მომწვანო. მდედრობითი ყვავილების ყვავილსაფრის შიგნითა ზურგისეული ნაკვეთები ნაყოფიანობისას ზრდას აგრძელებენ და მჭიდროდ ეკვრიან გარშემო კაკალს.
       ნაყოფი კვერცხისებრი კაკლუჭაა, რომლის სიგრძე 1-1,5 მმ-ია. მასზე მოთავსებულია სვეტის ნაშთი.

თესლები (თესლურა) მოხაზულობით კვერცხისებურია, წაწვეტებული წვერით, ხშირად დინგის ნარჩენებით. თესლები ოდნავ ორმაგად ამოზნექილია, ჩაჭყლეტილი., თესლების ზედაპირი გლუვია, სუსტად ხორკლიანი. თესლების შეფერილობა მოყვითალო-ნაცრისფერია ზომა 1,0-1,2 X  0,7-1,0 X 0,2-0,5 მმ .აბსოლუტური წონა 0,18-0,26 გრ.


  ჭინჭარი ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ბალახის ადრეული შეგროვების შემდეგ მცენარე მეორედ ყვავილობს.

      ტოტებსა და ფოთლებზე, მოთავსებულია მსუსხავი ბუსუსები. ბუსუსები წამახვილებულია-ფუძესან განიერი, წვეროსკენ თანდათან წვრილდება. ბუსუსების  წვეროს  კედლები გაჟღენთილია კაჟმიწით. ისინი შეხებისას  ადვილად იმსხვრევიან და  ნემსა ბოლოთი კანს აზიანებენ. დაზიანებულ კანში ხვდება  ბუსუსში მოთავსებული მჟავა, რასაც ,,დასუსხვას" ეძახიან. მოჭრიდან 4-5 საათის შემდეგ ჭინჭარი მჟავა ქრება, ჭინჭარი თითქმის აღარ ისუსხება, თუმცა ბუსუსები კანს მაინც ჩხვლეტენ.
       ინჭრის ფესურა ჰორიზონტალურია, თასმისებრი, მოთავსებულია მიწაში, იშვიათად ზედაპირულია. ფესურა ყვითელი ფერისაა, დაფესვიანებულია წვრილი ფესვებით.

 

 

1.2 გავრცელება

 

      ჭინჭარი მთელ ევროპაშია გავრცელებული. გვხვდება ზღვის დონიდან 1500 მ ზოგჯერ 2000 მ სიმაღლემდე.
     აქართველოში ყველგან გვხვდება. იზრდება ტყეებში, ნესტიან ადგილებში, გზისპირებზე, ბაღებში, ეზოების შემოგარენში. იგი გვხვდება ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე. ხშირად ქმნის დიდ ნაზარდებს.

 

 

1.3       ქიმიური შედგენილობა

 

         ჭინჭრის ფოთლები წარმოადგენს ბუნებრივ პოლივიტამინურ ნედლეულს. ჭინჭრის ფოთოლი შეიცავს ასკორბინის მჟავას, კაროტინს და სხვა კაროტინოიდებს,  B ჯგუფის ვიტამინებს, K ვიტამინს, ჭიანჭველის, პანთოტენის და სხვა ორგანულ მჟავებს. ფოთლებში აღმოჩენილია ქლოროფილი, მთრიმლავი ნივთიერებები, გომიზი, პროტოპორფირინი, კოპროპორფირინი, სიტოსტერინი, გლიკოზიდი ურტიცინი, რკინა, ფიტონციდები, კვერცეტინი, კოფეინის, კუმარის, ფერულის მჟავები, აცეტილქოლინი, ჰისტამინი და 5 ჰიდროქსიტრიფტამინი.

    ფოთლების ბუსუსები შეიცავს ჰისტამინ. საერთო ნაცრის რაოდენობა 20%-მდეა. ნაცარში გამოვლენილია K,Ca, Fe, S, Si, Mg და სხვ.

 

 

 

 

1.4 სხვა სახეობები

 

     ჭინჭრის ნედლეულში მცირე რაოდენობით , მინარევის სახით შეიძლება ერიოს მსუსხავი ჭინჭარი - Urtica urens L  და ჭინჭრის დედა -Lamium album L,


     მსუსხავი ჭინჭარი ერთწლოვანი, ორსახლიან ჭინჭართან შედარებით ტანმორჩილი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლებიც უფრო პატარა , 5 სმ-მდე სიგრძის აქვს, ელიფსური ფორმის, წაწვეტებული. ორსახლიან ჭინჭართან შედარებით ფოთლის კიდეები უფრო ბლაგვია, სწორ კბილანებიანი.
   ჭინჭრის დედის
 ფოთლები გულისებრ-კვერცხისებურია, ხერხკბილა კიდით. ზის გრძელ ყუნჭებზე . ღერო ოთხწახნაგაა. მრავალწლოვანი მცენარეა. იხ. ჭინჭრის დედა >>>

 

 

 2.2 ნედლეულის დამზადება
 

     ჭინჭარის ნედლეულს წარმოადგენს  ჭინჭრის ფოთოლი - Folium Urticae. ნედლეულად იყენებენ მხოლოდ ფოთლებს, ღეროებისა და ყვავილების გარეშე.  ყვავილობის შემდეგ  ჭინჭარი კარგავს სამკურნალო თვისებებს.

   

მას ამზადებენ მაის-ივლისში. ჭინჭრის ღეროებს მოჭრიან მჭრელი იარაღით. რამდენიმე საათის შემდეგ როცა ფოთლები მშუშხავი აღარ იქნება, მათ ხელით მოაცლიან ღეროს. ზოგჯერ თუკი ღეროები წმინდა ბარდიდან არის მოცელილი მას ჯერ მსუბუქად აშრობენ, შემდეგ კი მოაშორებენ ფოთლებს. ჭინჭრის ფოთლების შეგროვებისას დასაშვებია ტყავის, ან ბრეზენტის ხელთათმანების გამოყენება.

    ჭინჭრის ფოთლებს აშრობენ სხვენზე, კარგი ვენტილაციის პირობებში, სადაც მას გაფენენ ქაღალდზე ან ქსოვილზე 3-5 სმ-იან ფენად. ნედლეულის მზეზე გაშრობა დაუშვებელია. ხელოვნური შრობისათვის დასაშვები ტემპერატურაა 40-500C. მშრალი ნედლეულის გამოსავლიანობა შეადგენს 20%-ს ნედლ მასაზე გადაანგარიშებით. გამშრალ ნედლეულს მოაშორებენ გაყვითლებულ, მურა ფერის და გაშავებულ ფოთლებს, ასევე ცალკეულ ღეროებს, ყვავილებს და სხვა მინარევებს. ჭინჭარის ნედლეული შედგება მოგრძო, წაწვეტებული, თხელი 17 სმ სიგრძისა და 7 სმ სიგანის ფოთლებისაგან, რომლებიც კიდეებზე მსხვილად დაკბილულია, მუქი-მწვანე შეფერილობისაა. ფოთლები ყუნწიანია და ბუსუსოვანი. ნედლეულს აქვს მუქი-მწვანე ფერი. დასაშვებია ნედლეულში გაშავებული და მურა ფერის ფოთლები 5%-მდე.სუნი თავისებურია, გემო მომწარო, ბალახოვანი.

ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები შემდეგია:

 

ნესტიანობა

მცენარის სხვა ორგანოები

3 მმ დიამეტრიან საცერში გამავალი ნაწილაკები

ორგანული მინარევები

მინერალური მინარევები

არაუმეტეს 14%

არაუმეტეს 5%

არაუმეტეს 10%

არაუმეტეს 2%

არაუმეტეს 1%

 

   ჭინჭრის მზა ნედლეულს ინახავენ 50 კგ-ობით ფუთებში. ინახავენ თაროებზე მშრალ, კარგი განიავების მქონე სათავსოში, სიბნელეში.

      ნედლეული ვარგისია 2 წლის განმავლობაში.

   მოგვყავს ნედლეულის პირობით- ფარმაკოპეული აღწერა [9]-დან: ,,ფოთლები მთელია ან ნაწილობრივ დაწვრილმანებული, მარტივი, 20 სმ-მდე სიგრძის, ფუძესთან გულისებრი, 9 სმ-მდე სიგანის. ფოთლის ზედაპირი მქისე ბეწვებიანი, განსაკუთრებით ძარღვებთან. ფოთლის ყუნწი ფირფიტაზე მოკლეა. (7-8სმ) და ისიც ბეწვებითაა დაფარული. ფოთლები მუქი-მწვანეა. ნედლეულის სუნი სუსტია, გემო მომწარო."

 

 

 

II წარმოება

2.1 მოშენება

 

    ჭინჭარი კარგად ვითარდება ზომიერად ნესტიან ადგილებზე. უხვ მოსავალს იძლევა ნოყიერ ნიადაგებზე მოყვანილი მცენარე.

   ჭინჭრის გამრავლება შესაძლებელია ვეგეტატიურად და თესლებით. უპირატესობა ენიჭება ვეგეტატიურ გამრავლებას. ამისათვის გამოიყენება ფესურის განშტოებებზე წარმოქმნილი ყლორტები. ფესურა წელიწადში იზრდება 30-50 სმ სიგრძეზე. ვეგეტატიური გამრავლებისას მცენარე წარმოქმნის ხშირ, წმინდა ბარდებს.

    თესლებით გამრავლება  ნაკლებ ეფექტურია.

 

 

 

III გამოყენება

 

    ჭინჭარი გამოიყენება როგორც სისხლდენის შემაჩერებელი. იგი აძლიერებს საშვილოსნოს კუმშვით აქტივობას. ეფექტურია მისი გამოყენება კლიმაქტერიული, ჰემოროიდული და სხვა სახის სისხლდენების დროს. ჭინჭრის ექსტრაქტი აწესრიგებს ოვარიულ, მენსტრუალურ ციკლს. მის პრეპარატებს გააჩნია შინაგანი ორგანოების სისხლძარღვებზე პრესორული ზემოქმედება.

   გარეგანი ფორმით ჭინჭრის გამხმარი ფოთლები გამოიყენება ფხვნილის სახით, ჩირქოვანი ჭრილობებისა და ვარიკოზული ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ.

   ჭინჭარი შეიცავს ბევრ ვიტამინს და ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების მომატებას. ამის გამო მას იყენებენ სისხლნაკლებობის სამკურნალოდ. ჭინჭარის ფოთლები შედის ვიტამინური ნაკრებების შემადგენლობაში, აგრეთვე ჩაების შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ.

   ევროპის ქვეყნებში ჭინჭრის პრეპარატებს ხმარობენ ანემიის, ათეროსკლეროზის, რევმატიზმის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებების, ღვიძლის დაავადებების, ჰემოროის, კანის დაავადებების, პირველი ხარისხის დამწვრობის, თმის ცვენის დროს.

   ჭინჭარი უძველესი დროიდან ცნობილია როგორც კვებითი ღირებულების მქონე მცენარე. მისი ნორჩი ფოთლებისაგან ამზადებენ მხალეულს.

   ჭინჭარის ბალახი გამოიყენება ფრინველების საკვებად, როგორც ვიტამინიზირებული საკვები. ჭინჭრის ღეროები გამოიყენება უხეში ბოჭკოს დასამზადებლად. მისი ფოთლებისაგან გამოწვლილვით მიიღება ქლოროფილი, რომელსაც იყენებენ მწვანე საღებავების წარმოებაში, ასევე როგორც ფერის მიმცემ საშუალებას ფარმაცევტულ და პარფიუმერულ მრეწველობაში.

 

 
ჭინჭრის გამოყენების კრებსითი ცხრილი (მანანა კიკნაძე).

 

დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები

 ნედლეული

 ემპირიული რეცეპტი

სასუნთქი სისტემა    
   ჰემოფთიზი ჭინჭრის ფოთლები ფოთლების სითხოვან ექსტრაქტ და გამონაცემი, როგორც ანტიჰემორაგიული საშუალება
საჭმლის მომნელებელი სისტემა    
   სისხლდენა ნაწლავებიდან ჭინჭრის ფოთლები ფოთლების სითხოვან ექსტრაქტ და გამონაცემი, როგორც ანტიჰემორაგიული საშუალება
შარდგამომყოფი სისტემა    
    თირკმელკენჭოვანი დაავადება   თირკმელკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ ჭინჭრის წვენს
   ჰემატურია ჭინჭრის ფოთლები ფოთლების სითხოვან ექსტრაქტ და გამონაცემი, როგორც ანტიჰემორაგიული საშუალება
   საშარდე გზების ინფექციური დაავადებები ჭინჭრის ფოთლები ჭინჭრის წვენი
სისხლის სისტემა    
  ანემია ჭინჭრის ფოთლები  
გინეკოლოგია    
  მეტრორაგია (სისხლდენა საშვილოსნოდან (არამენსტრუალური)) ჭინჭრის ფოთლები ანტიჰემორაგიული
კანისა და ვენერიული დაავადებები    
   თმის ცვენა ჭინჭრის ფოთლები

აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1,5 სთ, გაწურეთ შეიზილეთ ნაყენი ახალადდაბანილ და გამშრალ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

   სისხლდენა დაწყლულებული კანიდან ჭინჭრის ფოთლები ანტიჰემორაგიული
ქირურგიული დაავადებები    
   ვარიკოზული წყლულები ჭინჭრის ფოთლები  
        
 
 

თანამდევი მარკეტინგული ნიშები  (ლევან.შენგელია)

 

     სპეციალურ ლიტერატურაში  მითიებული, რომ ნედლი ჭინჭარი კომპლექსური კომპოსტის მნიშვნელოვანი ელემენტია. (ზ. კარბელაშვილი, შ. მანჯავიძე ,,ბიოინტენსიური მებოსტნეობა"; ელკანა).

    კომპოსტის წარმოების ბიზნესი საქართველოში ეხლა იწყებს განვითარებას (შენიშვნა დაწერილია 2002 წ.) და უპრიანია ვიცოდეთ ჭინჭრის ამ თანამდევი ნიშის შესახებაც.

 

 

სტატიის შემდგომი ვერსია იხ. www.medgeo.net

 

 

ლიტერატურა:

  1. ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის   განვითარების საკითხები.       "მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI  - VOCA (USAID      resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)

  2. Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health     Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის     მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.

  3. ლალი დათეშიძე. ჭინჭარი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით

  4. ლალი დათეშიძე. ჭინჭარი. "სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი". თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით,     მხარდაჭერა: ACDI  - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program    (United kingdom).

  5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა". N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო ედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.

  6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". თბილისი, 2005.  ,,ტექინფორმის" დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

  7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ.,  საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980

  8. ზ. კარბელაშვილი, შ. მანჯავიძე ,,ბიოინტენსიური მებოსტნეობა"; ელკანა

  9. ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ., 2005

  10. ქსე

  11. შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983

  12. საქართველოს ფლორა. I -  XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.