ირითადი ტერმინები

ცოტა მოგვიანებით დაემატება პორტალის რუკა
 

        ინტერნეტის ტერმინთა საყოველთაოდ მიღებული განმარტებები არ არსებობს, ამიტომ დავაზუსტოთ რას ვგულისხმობთ თითოეული ტერმინის ქვეშ.

        გვერდი ვუწოდოთ ინტერნეტში განთავსებულ პროდუქტს,
რომლის შინაარსი არაა დაყოფილი ბმულებით დაკავშირებულ
ნაწილებად.
      საიტი ვუწოდოთ ერთ თემისადმი მიძღვნილ პროდუქტს, რომლის შინაარსი თავისი სიდიდის ან სხვა მიზეზების გამო, დაშლილია ბმულებით დაკავშირებულ გვერდებად. როგორც წესი, საიტი ერთ თემატიკას ეძღვნება.
       პორტალი ვუწოდოთ საიტების ერთობლიობას, რომელიც
ერთი ფაბულით, ერთი სათაო გვერდითაა გაერთიანებული. როგორც წესი, ტერმინი პორტალს მასშტაბებზეც მიანიშნებს. იგი
მოცულობით დიდია.
   არსებობს კიდევ ერთი ტერმინი - სერვერი. მარტივად შეიძლება ითქვას, რომ  სერვერი სპეციალური , განცალებული ინტერნეტ-მეხსიერებაა. სერვერს ქმნიან ორგანიზაციები, რომლებსაც რაიმე მიზნით ინტერნეტში განსაკუთრებით დიდი მეხსიერება და სპეციალური მომსახურება ჭირდებათ. საზოგადოდ, სერვერზე განთავსებული ინფორმაცია შეიძლება არ იყოს ერთი სათაო გვერდით შეკრული, მაგრამ მას უმეტესად ერთი ორგანიზაცია, ერთი მიზნით ქმნის და ამდენად,  მასზე განთავსებული ინფორმაციც უმეტესად ერთ მიზანს ემსახურება. შესაბამისად, ტერმინმა სერვერი ორი განმარტება აქვს: ერთ შემთხვევაში იგი უბრალოდ ტერნიკურ ნაწილს აღნიშნავს, მეორე განმარტებით კი - პორტალები, საიტებისა თუ გვერდების ერთობლიობას.
     მაგალითისათვის: საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აკადემიური საინფორმაციო სივრცე შექმნა ქართულმა
უნივერსიტეტმა
http://www.sangu.ge/ . შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის
სერვერი, რომელიც რამდენიმე ათეულ პორტალს აერთიანებს.

 

       
აკვანძო სიტყვები : დასაქმება,ფორუმი, აბიტურიენტი,მომზადება,ეროვნული გამ