სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორია და ძირითადი ტენდენციები

 

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,  ვლადიმერ ბაზიაშვილი, ლევან  შენგელია, მანანა კიკნაძე, ვასილ შენგელია, ამირან დათეშიძე

 

  ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია  ფრაგმენტები  ლადო კოტეტიშვილის  ნაშრომებიდან        ქვეპარაგრაფში  ”ლათინიზაციის  პროცესი”,  სათანადო  აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან   ქვეპარაგრაფი "სამედიცინო ტერმინოლოგიის განვიარება რუსეთში" მომზადებულია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ ნინო ხარაშვილის მონაწილეობით.

სარჩევი:

ნაწილი 1. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორია და  თანამედროვე ტენდენციებ

თავი 1. სამედიცინო ტერმინოლოგიის "ევროპული ხაზის" ისტორია

1.1. სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორიის ”ევროპული” და ”არაევროპული”  ვექტორები

1.2. სამედიცინო ტერმინოლოგიის  განვითარების ისტორიამდელი პერიოდი

1.3. ბერძნული სამედიცინო კულტურა

 1.3.1 ჰიპოკრატეს კრებული

 1.3.2. არისტოტელეს წვლილი სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებაში

 1.3.3  ალექსანდრიის სკოლა

1.4. ლათინური პერიოდი 

 1.4.1 ცელსიუსი

 1.4.2 გალენი  

 1.4.3  სამედიცინო ტერმინოლოგია სხვა ლათინურენოვან  ავტორებთან

1.5.  ბერძნული ტერმინოლოგიის ლათინიზაციის პროცესი

1.6. ბიზანტიური პერიოდი

1.7. არაბული სამედიცინო ტერმინოლოგია და სამედიცინო კულტურა

1.8. სამედიციო ტერმინოლოგია აღორძინების პერიოდიდან.  ერთიანი სამედიცინო პროფესიული ენის  ფორმირება. ერთიანი ევროპული სამედიცინო ენა - ლათინური

1.9. მედიცინის ენის ”ნაციონალიზაცია”

1.10. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების თანამედროვე ტენდენციები

1.11. სამედიცინო ტერმინოლოგიის   განვითარების ინფრასტრუქტურები

 

 

 

 

 

თავი  2. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება რუსეთში და მისი გავლენა ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე (თავი მომზადებულია სამედიცინო უნვერსიტეტის სტუდენტ ნინო ხარაშვილის მონაწილეობით)

 

2.1 . რუსული სამედიცინო ლექსიკის განვითარება სლავური ენის წიაღში

2.2. ბერძნულ-ლათინური ლექსიკის გავრცელება

2.3. საკუთრივ რუსული ტერმინოლოგიის განვითარება

2.4. კლასიციზმები და ნეოკლასიციზმები რუსულ სამედიცინო ლექსიკაში

 

თავი 3. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება საქართველოში

 

3.1.  ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნის  წანამძღვრები

3.2 სამედიცინო ტერმინოლოგიის  განვითარების   ადრეისტორიული პერიოდი  საქართველოში

3.3 ახალი პერიოდი (მე-20 საუკუნე)

3.4.  უახლესი  პერიოდი

 

 

 

 სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორიის განხილვისას ძირითად ხაზად გამოყოფენ ტერმინოლოგიის განვითარების  ვექტორს: ბერძნული-ლათინური-არაბული-ევროპული, განახლებულ ლათინური, რადგანაც  ამ ისტორიულმა ხაზმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა თანამედროვე სამედიცინო ტერმინოლოგიის ფორმირებაზე და ისტორიულ გავლენას ახდენდა ევროპისა და აზიის მთელი ხალხების  სამედიცინო ლექსიკაზე. (პირობითად ამ ხაზს ”ევროპული” ვიწოდეთ) ისტორიული თუ ტერიტორიული მიზეზებით  ევროპულ ლექსიკაზე არ ასახულა    სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება ჩინურ ან  იაპონურ ენებზე ამიტომ მათ არ იხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ აქ ქვეყნებს მდიდარი სამედიცინო კულტურა და სატერმინოლოგიო ტრადიციები აქვთ.  ჩვენც, ქვემოთ ”ტერმინოლოგიის განვითარების ევროპულ ისტრიას” აღვწერთ თუმცა, თანამედროვე სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორიის განხილვისას ამ ისტორიულ ხაზზე ყურადღების კონცენტრირება არ ნიშნავს, რომ სამედიცინო ტერმინოლოგია  არაევროპული კულტურის ხალხებში    არ ვითარდებოდა.

 

 1.2. სამედიცინო ტერმინოლოგიის  განვითარების ისტორიამდელი პერიოდი     

 

ამ პერიოდის შესახებ წერილობითი დოკუმენტების სიმწირის გამო, ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ  შემონახული მასალები ირიბად ადასტურებს მედიცინის განვითარების მაღალ დონეს, რაც შეუძლებელი იქნებოდა სამედიცინო ლექსიკის განვითარების გარეშე.

პირველი ცნობები უძველეს ცივილიზაციებში მედიცინის განვითარების შესახებ შემონახულია ბაბილონის, ძველინდურ და ჩინურ ხელნაწერებში.

უძველეს ჩინელ მკურნალს და მითიურ იმპერატორს შენ ნუნს  (5000 წლის წინ) ეკუთვნის  სამკურნალწამლო  ნაშრომი „კანონები ფესვებსა და ბალახებზე“. მასში შესულია სიმბოლური რაოდებობა - 365 სამკურნალო მცენარე. სუნ ვენ ჩჟშის (ძვ. წ. აღ. IV ს) ეკუთვნის უძველესი ჩინური სამედიცინო ნაშრომი „კანონი შინაგანზე“ (ძვ. წ. აღ. II ს); აღსანიშნავია  ხუა ტოს (ახ. წ. აღ. II-III ს) სამედიცინო ნაშრომებიც.

ინდოეთი. ძველი ინდური სამედიცინო ნაშრომებია: ვედები (II-I ათასწლეული) აიურვედა-„მოძღვრება უბერებლობაზე“, პოემა „მახაბხარატა“’პანჩანატრი“, “იოგა-სუტრა“ პატანდჯალის წიგნი (ძვ. წ. აღ. III ს); ,,ჰათჰა-იოგა“ გამაჯანსაღებელი ვარჯიშების კრებული. მანუს კანონები (ძვ. წ. აღ. 2 ს), სამედიცინო ტრაქატები, უდიდესი ექიმის ჩარაკეს ნაშრომი “ჩარაკა-სამხიტა“-შინაგან სნეულებებზე (I-II სს) სუშრუტას წიგნი - “სუშრუტა-სამხიტა“- ქირურგიაზე;  (IV ს) ჯივაკას სამედიცინო ტექსტები, ინდური ნაშრომები, “რასაიანა“(“ვერცხლისწყლის გზა“)     

ტიბეტი.  „ხუთი პატარა ნაუიუ“, ,,ჩჟუდ-ში“(ერთ-ერთი ვარაუდით დაწერილია ბუდას კარნახით)

ეგვიპტე.  10 სამედიცინო პაპირუსი - ებერსის პაპირუსი (XVI ს ძვ. წ. აღ.); შესდგება 108 ფურცლისაგან და ეწოდება “წიგნი სხეულის ყველა ნაწილისთვის წამლის მომზადებაზე“; სმიტის პაპირუსი (XVI ს ძვ. წ. აღ.). აქ პირველად ვხვდებით ჩანაწერებს ტვინის აღწერილობასა და ქირურგიულ   ოპერაციებზე.      უძველეს პერიოდში განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ძველ ბერძნულმა მედიცინამ, რაშიც დიდი როლი ითამაშეს ბაბილონ-ასირიულმა და ეგვიპტურმა კულტურებმა. სავარაუდოა  ფართო ყოფილიყო ბერძნული მედიცინის კავშირი ეგვიპტისა და მესოპოტამიის კულტურებთან და მათ გავლენა მოეხდინათ ბერძნული მედიცინის განვითარებაზეც.

აღსანიშნავია შუამდინარეთის უძველესი სამედიცინო კულტურა; ჩვენამდე შემორჩენილია ნიპურის ლუსმნული სამედიცინო რეცეპტების ჩანაწერები, რომელიც თარიღდება ძვ. წ. აღ. III ათასწლეულით. ნაპოვნია ძვ. წ. აღ.  XIV-ში მოღვაწე მკურნალის მუკალიმის წერილებიც, რომელშიც აღწერილია სამკურნალო მცენარეებით წამლების მომზადების მეთოდები.

 

1.3. ბერძნული სამედიცინო კულტურა     

 

 ბერძნული სამედიცინო კულტურით იწყება ევროპული სამედიცინო კულტურის წერილობითი ისტორია. ბერძნული სამედიცინო კულტურა და ტერმინოლოგია დღემდე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებაზე.

1.3. 1     ჰიპოკრატეს კრებული     

ჩვენამდე მოღწეული უძველესი  სამედიცინო ხელნაწერები ბერძნულია. პირველი ნაშრომები ეკუთვნის აქსმეონ კროტონელს  (VI ჩვ. წ. აღრიცხვამდე).  ასკლეპიადების გენიალური წარმომადგენელი და მედიცინის  მამა ჰიპოკრატე დაიბადა  კუნძულ კოსზე ძვ. წ. აღ. 460 წ. პირველი ვრცელი ნაშრომია ე.წ. ”ჰოპოკრატეს კრებული”  (”Corpus Hippocraticum). მასში შესულია ასზე მეტი სამედიცინო თხზულება. საინტერესოა, რომ ამ კრებულში შესულია არა მარტო ჰიპოკრატესა და მისი მოსწავლეების, არამედ სხვა სამედიცინო სკოლების წარმომადგენელთა ნაშრომებიც. შეიძლება ითქვას, ჰიპოკრატეს კრებული მედიცინაში პირველი სამეცნიერო კრებულიცაა. ითვლება, რომ ამ კრებულით იწყება სამედიცინო ლექსიკოლოგიის  წერილობითი ისტორია. როგორც ჩანს, ჰიპოკრატეს დროს, ბერძნული სამედიცინო ტერმინოლოგია უკვე დადგენილი იყო, რადგან ნაშრომში მხოლოდ ბერძნული ტერმინებია გამოყენებული - არ ჩანს სხვა ენებიდან ნასესხები ტერმინები. იმ დროის ბერძნული სამედიცინო ლექსიკის ფორმირებაზე მიუთითებს  ჰომეროსის ”ილიადა” (IX—VIII ძვ. წ. აღ.). მასში ფაქტიურად ფიქსირებულია ყველა ანატომიური და ნოზოლოგიური სახელდება, რომელსაც ჰოპოკრატე  იყენებს. ჰომეროსის კრებულში გვხვდება სინონიმებიც. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ ”ჰიპოკრატეს კრებულის” შემდგენლებს აუცილებლად დაჭირდებოდათ არსებული  ტერმინოლოგიის შედარებითი ანალიზის ჩატარება  და სინონიმების დამუშავება. ამიტომ, სპეციალისტთა ნაწილი ჰიპოკრატეს სახელს უკავშირებს მედიცინის სფეროში სატერმინოლოგიო სამუშაოების დასაწყისს. ცხადია, უძველეს პერიოდში არ არსებობდა ტერმინები, თანამედროვე გაგებით, ან მკაცრი დეფინიციებით, რომელთაც მხოლოდ ექიმები გამოიყენებდნენ. ამ პერიოდისათვის უპრიანია ვისაუბროთ სამედიცინო ლექსიკაზე და არა ტერმინოლოგიაზე.

ჰიპოკრატეს კრებულიდან, მეცნიერულმა მედიცინამ (ხშირად ლათინიზაციის გზით) მემკვიდრეობით მიიღო მრავალი დასახელება. მაგალითად: აკრომიონი, აპოფიზი, ბრონქი, დიაპედეზი, ეგზანთემა, ეკქიმოზი, ემფიზემა, ეპიდემია, ერითემა, ექთიმა, ილეუსი, კარცინომა, კახექსია, კიფოზი, კომა, ლიქენი, ლორდოზი, ლოქიები, ნეფრიტი, ნომა, ოლეკრანონი, ოპისთოტონუსი, პარეზი, პერინეუმი, პერიტონეუმი, პოლიპი, სიმფიზი, ტიფი, ურეთრა,  ქოლერა, ჰერპესი.

1.3. 2. არისტოტელეს წვლილი სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებაში     

მნიშვნელოვანი წვლილი სამედიცინო-ბიოლოგიური ლექსიკის განვითარებაში შეიტანა არისტოტელემ (382-322  წწ. ჩვ. წ. აღ-მდე). არისტოტელეს სამედიცინო ნაშრომებიდან აღსანიშნავია „პრობლემები“, სადაც განხილულია მედიცინისა და ფიზიოლოგიის საკითხები. ნაშრომებში “ცხოველების ისტორია“ და „ცხოველების ნაწილები“ არისტოტელე იყენებს მრავალ ანატომიურ ტერმინს. მისი ნაწარმოებებიდან გავრცელდა ისეთი ტერმინები როგორიცაა, canthus, colon-სვეტი, condylus-როკი, pancreas-კუჭქვეშა ჯირკვალი, ალოპეცია, აორტა, გლაუკომა, დიაფრაგმა, ეგზოფთალმი, კორძი, ლეიკომა, მეკონიუმი, ნისტაგმი, ტრაქეა, ფალანგი და სხვა. არისტოტელემ დააზუსტა ზოგიერთი სიტყვის  სპეციალური მნიშვნელობა, მიანიჭა რა მათ სპეციალური ტერმინოლოგიური მნიშვნელობა. მაგალითად, სიტყვა meninx, meningos (გარსი) დაიყვანა მნიშვნელობამდე - „ტვინის გარსი“. სახეზეა, სატერმინოლოგიო მუშაობა ცნება ”ტერმინის” თანამედროვე გაგებით, რადგან სასაუბრო ლექსიკის ელემენტმა მიიღო სპეციალური, სამედიცინო მნიშვნელობა.  ამდენად, შემონახული წერილობითი მასალებით, შეიძლება დავასკვნათ, არისტოტელეს ეკუთვნის პირველი მცდელობა ლექსიკური ერთეულისათვის მიენიჭებინა სპეციალური ტერმინოლოგიური მნიშვნელობა.

1.3. 3.  ალექსანდრიის სკოლა     

ელინიზმის ეპოქის დასაწყისში (IV—I ჩვ. წ. აღ-მდე) სამეცნიერო მედიცინის ცენტრმა გადაინაცვლა ალექსანდრიაში, სადაც ჩამოყალიბდა ალექსანდრიის სამედიცინო სკოლა. ეს სკოლა განსაკუთრებით ბრწყინავს ჰეროფილეს და ერაზისტრატეს სახელებით, რომლებმაც სამედიცინო ტერმინოლოგიის, უფრო კი,  ანატომიური ტერმინოლოგიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

ტერმინოლოგიის განვითარების თვალსაზრისით, ალექსანდრიის სკოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა -  გაჩნდა ხელოვნურად ნაწარმოები ტერმინები. წინა ეპოქებში სამედიცინო ტერმინოლოგია მდიდრდებოდა მხოლოდ სასაუბრო  ენის ლექსიკით. ალექსანდრიის სკოლის ნაშრომებში ჩნდება ხელოვნურად ნაწარმოები ტერმინები. ჰეროფილეს (დაახლოებით 300-250 წწ  ჩვ. წ. აღ-მდე) მიაწერენ ჩვენს დრომდე შემორჩენილი ტერმინების  შემოღებას; ესენია: პროსტატა, დიასტოლა და სისტოლა, meninx pacheia და meninx lepte (ტვინის მაგარი და რბილი გარსები; თანამედროვე ტერმინების - პაქიმენინგიტისა და ლეპტომენინგიტის წყარო); მას ასევე ეკუთვნის ტერმინები: dodekadaktylon (თორმეტგოჯა ნაწლავი) dodeka- დან (თორმეტი) და daktylos (თითი); ხოლო ლათინურ შუასაუკუნოვან გადმოცემაში — duodenum duodecim (თორმეტი). ჰეროფილემ პირველმა მიაქცია ყურადღება ლიმფური კვანძების არსებობას, მაგრამ ისინი შეცდომით მიიღო ჯირკვლებად და ამიტომაც დაარქვა მათ aden — ჯირკვალი. ეს დასახელება (ლათინურად glandula) მედიცინაში იხმარებოდა XX საუკუნის შუა ხანებშიც, შემდეგ კი შეიცვალა ტერმინით nodus lymphaticus ან lymphonodus (ლიმფური კვანძი). თუმცაღა, ჰეროფილეს შეცდომა დღესაც გვახსენებს თავს; ტერმინოელემენტი ადენ- შედის ისეთი ტერმინების შემადგენლობაში, როგორებიცაა ადენოპათია, ლომფადენიტი და სხვ.

ერაზისტრატეს (გარდაიცვალა დაახლოებით 250 წ. ჩვ. წ. აღ-მდე) ეკუთვნის შემდეგი ნეოლოგიზმების ავტორობა: პარენქიმა, პლეთორა, ბულემია („ხარის მადა“), ანასტომოზი (უფრო ზუსტად synanastomosis; თავსართი syn- მოგვიანებით მოაცილა გალენმა), რომლებიც დღემდეა შემონახული, თუმცა  არსებითად შეცვლილი აქვთ სემანტიკური მნიშვნელობა. თანამედროვე მედიცინას ერაზისტრატემ ასევე შესძინა შემდეგი ტერმინები neura aisthētika და  neura kinētica (მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვები), triglōchines hymenes (სამკარიანი სარქველი;  tri- სამი + glōchis, glōchinos წვეტი,); უფრო ცნობილია მისი ლათინური თარგმანი, როგორც valvula tricuspidalis, tri- სამი+ cuspis, cuspidis წვეტი, კბილი.

 ალექსანდრიულმა სამედიცინო სკოლამ დიდი წვლილი შეიტანა არა მარტო ტერმინოლოგიის, არამედ სამედიცინო პროფესიული ენის განვითარებაში მთლიანად.  ჰეროფილე, როგორც ჩანს, იყო ჰიპოკრატეს კრებულის პირველი სამეცნიერო რედაქტორი.

სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების მთელი შემდგომი გზა გარკვეულწილად ორიენტირებული იყო ალექსანდრიელი ექიმების მიერ. სწორედ მათ ხელში დაიხვეწა და შეიძინა სამედიცინო ენამ გამართულობა და მეცნიერული სიზუსტე, რომელიც შესამჩნევია თანამედროვე მეცნიერების პოზიციიდანაც. ეს სკოლა, სხვადასხვა მასშტაბებსა და ფორმებში, სამეცნიერო არსებობას განაგრძობდა რომაულ და ბიზანტიურ პერიოდებშიც.

 

1.4. ლათინური პერიოდი     

 

ძვ. წ. აღრიცხვის   146 წლიდან ბერძნებზე რომაელები გაბატონდნენ. მიუხედავად რომაელთა   ბატონობისა,  თავისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ლათინური ენა განიცდიდა ბერძნული ენის ძლიერ გავლენას.  ამის მიზეზი ერთის მხრივ თვით ბერძნული ენის სტრუქტურაა,  მეორეს მხრივ, ბერძნული სამეცნიერო აზროვნების მიღწევები.

ბერძნული სამედიცინო ლექსიკის ლათინიზაციის თვალსაზრისით, საინტერესოა პოეტ-ფილოსოფოსის ლუკრეციუს კარას პოემა ( „საგანთა ბუნების შესახებ“(«De rerum natura»). 99-55 წწ. ჩვ. წ. აღ-მდე).  აღწერდა რა ადამიანის სხეულის აგებულებას ლუკრეციუსს არ ჰყოფნიდა ლათინური სპეციალური ლექსიკური ფონდი და  იყენებდა როგორც ლიტერატურული ლათინური ენის სიტყვებს, ასევე ბერძნული ენიდან ნასესხებ ლათინიზირებულ სიტყვებს. პოემაში გამოყენებული ზოგიერთი დასახელება გამოიყენება თანამედროვე საერთაშორისო ანატომიურ ნომენკლატურაში, მაგალითად ლათინური სიტყვები  membra (კიდურები), palatum (სასა) ან ნასესხები brachium (მხარი). ბერძენი ანატომების მსგავსად, რომლებიც არტერიებისა და ვენების აღმნიშვნელად იყენებდნენ სიტყვებს phleps, phlebos ზოგადი მნიშვნელობით  „ძარღვი“, ლუკრეციუსი იყენებდა ლათინურ ეკვივალენტურ სიტყვას vena, ხოლო ნერვების, იოგებისა და მყესების აღმნიშვნელად  — nervus, ბერძ. neuron ძარღვი, რომელსაც იგივე მნიშვნელობით იყენებდნენ ჰიპოკრატე და ჰეროფილე.

ლათინურ პერიოდში სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებაზე მსჯელობისას საყრდენია ცელსიუსის ნაშრომი «De medicina»

1.4.1 ცელსიუსი     

რომაული პერიოდიდან ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი ნაწარმოები   «De medicina» („მედიცინის შესახებ“). იგი წარმოადგენს ჩვენამდე არმოღწეული  დიდი ენციკლოპედიური ნაშრომის ნაწილს. დაწერა  ავლომ კორნელი ცელსიუსმა ლათინურ ენაზე  I საუკუნეში ჩვ. წ. აღ-მდე. ნაშრომი  რამდენიმე საუკუნე ინახებოდა მონასტრის ბიბლიოთეკაში და მხოლოდ 1443 წელს გაჟღერდა მისი არსებობა.

ცელსიუსი წერდა, რომ იმდროინდელი მედიცინა დაყოფილი იყო სამ ნაწილად: ემპირიული, მეთოდური და დოგმატური. პირველი ორი ეყრდნობოდა ალექსანდრიის სკოლის ექიმებისა და ასკლეპიადის სწავლებებს, ხოლო მესამის საფუძველს ჰიპოკრატეს სწავლება წარმოადგენდა. ცელსიუსი ფართოდ იყენებდა ბერძნულ დასახელებებს, როგორც ყველაზე ავტორიტეტულსა და ზუსტს. იგი ხშირად მიმართავს ჰიპოკრატეს, ჰეროფილეს და ერაზისტრატეს ავტორიტეტს. ცელსიუსი ცდილობდა მოწესრიგებული სახე მიეცა ბერძნული სიტყვების ლათინიზაციის (ლათინური ენის ნორმებთან შეწყობის) პროცესისათვის. ამ პროცესმა  ხელი შეუწყო ორი სამეცნიერო კულტურის შერწყმას. ცელსიუსის ნაშრომში ასახვა ჰპოვა აღმოსავლეთის, ნაწილობრივ ინდოეთის ექიმთა გამოცდილებამ. მაგალითად, ითვლება, რომ ანთების ოთხი ნიშნის აღწერა (სიწითლე, ტემპერატურის მომატება, შეშუპება და ტკივილი) ნასესხებია ინდური ტრაქტატებიდან.

როგორც აღვნიშნეთ, ცელსისუსის ნაშრომი გამომზეურდა მხოლოდ XV საუკუნეში. მან უდიდესი გავლენა მოახდინა სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებაზე - მისი ლექსიკა თითქმის მთლიანად შევიდა   პროფესიონალურ სამედიცინო ლექსიკონში. ის გახდა XIX საუკუნის ბოლოსა და  XX საუკუნის შუა წლებში საერთაშორისო ანატომიური ნომენკლატურის განუყოფელი ნაწილი.

ცელსიუსს ეკუთვნის დასახელებები როგორებიცაა abdomen — მუცელი, anus — უკანა ტანი, articulus — სახსარი, caecum intestinum — ბრმა ბაწლავი, cartilage — ხრტილი, cervix —კისერი, cubitus — იდაყვი, digitus — თითი, fauces — ხახა, femur — ბარძაყი, humerus — მხრის ძვალი (ცელსიუსთან - მხარი), index — საჩვენებელი თითი, inguen — საზარდული, intestinum —ნაწლავი, jejunum intestinum — მლივი ნაწლავი, lien — ელენთა, manus — ხელის მტევანი, maxilla — ზედა ყბა (ცელსიუსთან - ყბა), medulla — ტვინი (ცელსიუსთან - ძვლის ტვინი), occiput — კეფა, oculus—თვალი, omentum—ბადექონი, patella — კვირისტავი, pectus — მკერდი, pollex — ხელის I თითი, pulmo —ფილტვი, radius — სხივის ძვალი, ren — თირკმელი, scrotum — სათესლე პარკი, tibia — დიდი წვივის ძვალი, tonsilla — ნუში, tunica — გარსი, uterus — საშვილოსნო, ventriculus — პარკუჭი, vertebra — მალა, Vesica urinaria — შარდის ბუშტი, vulva — ვულვა (ცელსიუსთან - საშვილოსნო).

არსებულ სამედიცინო ტერმინოლოგიაში მცირე რაოდენობითაა ასახული დაავადებებისა და მათი სიმპტომების იმდროინდელი ლათინური დასახელებები. ესენია: acutus morbus — მწვავე დაავადება, cancer —კიბო, cicatrix — ნაწიბური, delirium — ბოდვა, febris — ცხელება, fractura — მოტეხილობა, hernia — თიაქარი, pannus — პანუსი, papula — პაპულა, remissio — რემისია, scabies — მუნი, suppuratio — დაჩირქება, tumor — სიმსივნე, tussis — ხველა, varix — გაფართოვება,  verruca — ხალი.

1.4.2 გალენი         

რომში მოღვაწე  გამოჩენილი ექიმის კლავდიუს გალენის (129-201 ან 130-200 ან 131-200. დაიბადა პერგამში) სამედიცინო და ფილოსოფიური ინტერესები შეეთავსა ფილოლოგიურს.  გალენს ეკუთვნის პირველი სამედიცინო ლექსიკონი. მან  შეადგინა ჰიპოკრატეს ნაწარმოებებზე ლექსიკონი და დაურთო კომენტარები. მანვე შემოიღო მრავალი ბერძნული ტერმინი, დააზუსტა ძველი სახელწოდებების მნიშვნელობები, აღადგინა და განაახლა განმარტებები მივიწყებული და მისი თანამედროვეებისათვის ნაკლებად გასაგები ჰიპოკრატესეული ტერმინები. ის ცდილობდა სიტყვის შემადგენლობა და ფორმა სწორად ყოფილიყო ორიენტირებული აღნიშნულ საგანთან მიმართებაში, ხოლო ანატომიური სახელწოდებები  და ფუნქციის კავშირი - შემსრულებელ შესაბამის ორგანოსთან. გალენის აზრით,  თითოეულ სპეციალურ სიტყვას უნდა ჰქონოდა ერთმნიშვნელოვანი გამოყენება და განმარტება. გალენის მიდგომაში, როგორც ჩანასახში, იდო მოთხოვნები, რომელებიც თანამედროვე  მეცნიერებაში წაეყენება ტერმინებს, მათ შორის სამედიცინოსაც. სამეცნიერო ტერმინოლოგია, როგორც მედიცინისა და ლინგვისტიკის თანამკვეთი დარგი, ვფიქრობთ პირველად გალენთან ფიქსირდება.

გალენმა სიტყვა diaphragma დაიყვანა ერთი მნიშვნელობის მქონე სიტყვად “გულმკერდმუცლის ძგიდე“, მიამაგრა სიტყვას ganglion, რომელიც აღნიშნავდა სიმსივნისმაგვარ წარმონაქმნს, ასევეა „ნერვული კვანძის“ ანატომიური მნიშვნელობაც.

გალენმა შეძლო ერთმნიშვნელოვანი გაეხადა სახელწოდება sternon - მკერდის ძვალი. მან დააზუსტა ტერმინის anastomosis ფორმალური და შინაარსობრივი მხარეები. ის არის ავტორი ტერმინისა thalamos-ლათინურად thalamus (მხედველობის ბორცვი) phleps azygos - ლათინურად vena azygos (კენტი ვენა),  cremaster (სათესლეს ამწევი კუნთი), peristaltike kinesis — პერისტალტიკა და სხვ.

1.4.3  სამედიცინო ტერმინოლოგია სხვა ლათინურენოვან  ავტორებთან     

რომაელმა  მწერალ-კომპილატორმა პლინიუს უფროსმა (23—79 წწ. ჩვ. წ- აღ-მდე.) თავისი ნაწარმოებით  «Naturalis historia» („ნატურალური ისტორია“), შემოიღო სიტყვა tinea (ჭია) ზოგიერთი კანის დაავადების აღმნიშვნელად, მოახდინა ბერძნული სიტყვების ლათინიზება, მაგალითად დღემდე შემონახული სიტყვა პარაცენტეზი (paracentesis ბერ-დან parakentēsis). 

რუფ ეფესელმა (I—II სს ჩვ. წ. აღ.) ანატომიის სწავლის მსურველთათვის დაწერა სახელმძღვანელო “ადამიანის სხეულის ნაწილების სახელწოდებების შესახებ“. რუფფმა შემოიტანა ტერმინი „diploe“ ძვლის ღრუბლისებრი ნივთიერების აღმნიშვნელად.

ბერძენ ექიმს არეტეო კაბადოკიელს (I ან II სს  ჩვ. წ. აღ.) მიეწერება სამედიცინო  ტერმინოლოგიაში ტერმინ დიაბეტის შემოტანა.     სახელწოდებები ეგზემა და ტრაქომა ეკუთვნის დიოსკორიდე კილიკიელს (I ჩვ. წ. აღ.).

 

1.5. ბერძნული ტერმინოლოგიის ლათინიზაციის პროცესი     

 

პუნიკური ომების (ძვ. წ. III-II სს) შემდეგ რომაელმა ლეგიონებმა შორს გაიტანეს ლათინური ენა.  უკვე II პუნიკური ომის შემდეგ (ძვ. წ. 201 წლიდან) რომმა ხელთ იგდო ესპანეთის აღმოსავლეთი და სამხრეთი სანაპიროები. თანდათან რომაელები იპყრობენ მაკედონიას, საბერძნეთს, სირიას, ეგვიპტეს, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს, ჩრდილო აფრიკას, გალიას, ბრიტანეთს და ა.შ. დაპყრობითი ომები მთავრდება იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს. [”ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია”]

მთელ დაპყრობილ ტერიტორიაზე გავრცელდა ლათინური ენა. იგი იმპერიის სახელმწიფო ენად იქცა. ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ლათინური ენა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გავრცელდა, მაშინ როცა ბევრად უფრო განვითარებულმა ძველმა ბერძნულმა ენამ დიდი გავლენა მოახდინა თვით ლათინურ ენაზე, ხოლო მას შემდეგ, რაც 395 წელს რომის იმპერია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად დაიყო, ბერძნული ენა გადაიქცა იმპერიის მეორე ენად ძირითადად აღმოსავლეთში, ჩვ.წ.აღ.-მდე II საუკუნიდან კი (რომმა საბერძნეთი ძვ. წ. 146 წელს დაიპყრო), იმპერიისათვის დამახასიათებელი გახდა ბილინგვიზმი (ბი - ორი, ლინგუა - ენა) - ორენოვნება. ლათინურ ენაში დიდი რაოდენობით ჩნდება ბერძნული სიტყვები არა მარტო სამეცნიეროდისციპლინებში, არამედ ყოველდღიურ მეტყველებაშიც. ნასესხები სიტყვები ლათინიზირდებოდნენ -  იღებდნენ ლათინური ენისათვის დამახასიათებელ დაბოლოებებს. სამედიცინო ტერმინოლოგიაც ლათინურ ენაზე ამ პერიოდში ყალიბდებოდა და ცხადია, იგი ვერ ასცდებოდა ბერძნული ენის გავლენას, ისევე როგორც მეცნიერების სხვა დარგების ტერმინოლოგია. [”ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია”]

ბერძნული სიტყვებისა და ტერმინოლოგიის ლათინურ ენაში დამკვიდრებას, გარდა ამ ხალხების პირადი კონტაქტებისა, ხელს უწყობდა დიდძალი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელსაც რომაელები იმ პერიოდში ეცნობოდნენ და ინტენსიურად თარგმნიდნენ. დიდი იყო ინტერესი მედიცინის მიმართაც. გარდა ჰიპოკრატეს შრომებისა, რომაელები გაეცვნენ მისი მოწაფეებისა და მიმდევრების შრომებსაც. ბერძნული სამედიცინო სკოლის მიღწევები განავითარეს ალექსანდრიელმა ექიმებმა ჰეროფილემ (ვ. წ. IV ს.ბოლო მესამედი), აღწერითი ანატომიის ფუძემდებელმა და ერასისტრატემ (ვ. წ. IV-III სს). მოგვიანებით რომაელებს თავად შეაქვთ დიდი წვლილი ევროპული მედიცინის განვითარებაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რომაელი ენციკლოპედისტისა და ექიმის ავლუს კორნელიუს ცელსუსის (ჩვ. წ. აღ.-მდე I ს-ის დასასრული და ჩვ. წ. აღ.-ის I ს-ის I ნახევარი) შრომებს. ჩვენამდე მოაღწია მისმა 8 წიგნისაგან შემდგარმა თხზულებამ “მედიცინის შესახებ” (Dე მედიცინა). ცელსუსი ლუკრეციუსის (ძვ. წ. 99 -55 წწ) შემდეგ ბერძნული ტერმინოლოგიის გვერდით თამამად ხმარობდა ლათინურ სინონიმებსაც. ამით მან ერთგვარად საფუძველი ჩაუყარა ლათინურ სამედიცინო ტერმინოლოგიას, გააფართოვა და წარმოაჩინა ამ ენის გამოყენების საზღვრები. ასევე დიდია მედიცინის წინაშე კლავდიუს გალენუსის (ძვ. წ. 131-201 წწ) დამსახურება. ე.წ. “გალენური პრეპარატები” დღესაც გამოიყენება მედიცინაში.  [”ნანა ამირანაშვილი.დისერტაცია”]

მედიცინის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა პლინიუს უფროსის “ბუნებისმეტყველების ისტორიამ”, რომელიც 37 წიგნისაგან შედგება. ძვ. წ. IV საუკუნეში აქედან შედგა შემოკლებული “პლინიუსის მედიცინა” ერთ წიგნად. [”ნანა ამირანაშვილი.დისერტაცია”]

ერთი სიტყვით, რომაული მედიცინა აღმავლობის გზით მიდის, ბერძნული ტერმინების გვერდით მკვიდრდება ლათინური სინონიმები, ე.ი. მედიცინაში საფუძველი ეყრება ბილინგვიზმს - ორენოვნებას, რომელიც დღემდე გრძელდება. ამით არის გამოწვეული, რომ ლათინური ენის შესწავლისას ბერძნულ ტერმინებზეც ხშირად გვექნება საუბარი. [ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია]

ლათინური ენის აღმავლობა, როგორც ცოცხალი, სალაპარაკო ენისა, წყდება ძვ. წ. V საუკუნეში. [”ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია”]

476 წელი, რომელიც ისტორიაში პირობითად მონათმფლობელური ფორმაციის დასასრულად ითვლება, ერთდროულად რომის იმპერიის მზის ჩასვენებასაც მოასწავებს. ამის შემდეგ სალაპარაკო ლათინური ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციებს. ძველი რომაული პროვინციები ცდილობენ საკუთარი ენების აღდგენას. ეს პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს IX საუკუნიდან. სალაპარაკო ხალხურ ლათინურთან ადგილობრივი ენების შერწყმის შედეგად წარმოიშვა თანამედროვე რომანული ენები: ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, იტალიური, ბულგარული, რუმინული და სხვები. რაც შეეხება სალიტერატურო ლათინურს, იგი ხელოვნურად განაგრძობდა არსებობას დასავლეთ ევროპაში მრავალი საუკუნის მანძილზე: შუა საუკუნეებში (V-XIV სს) ე. წ. შუა საუკუნეების ლათინურის, ხოლო აღორძინების ეპოქაში (XV-XVI სს) ე.წ. ჰუმანისტური ლათინურის სახელწოდებით. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება მიმდინარეობდა ლათინურ ენაზე, მეცნიერებიც თავიანთ შრომებს ლათინურ ენაზე წერდნენ, ძველ ბერძნულ  და არაბულ ენებზე შექმნილ თხზულებებსაც ევროპა ლათინურ ენაზე ეცნობოდა. მაგ., ლათინურის საშუალებით გახდა ცნობილი ტაჯიკი სწავლულის იბნ-სინას (ავიცენას) თხზულება სამყაროსათვის, რომელიც თითქმის XVI საუკუნის ბოლომდე ერთადერთ სამედიცინო სახელმძღვანელოდ იყო აღიარებული. აღორძინების ხანაში ძალიან ზრუნავდნენ ლათინური ენის სიწმინდის დაცვისათვის. ამ ეპოქაში ლათინურმა ენამ მოიპოვა მეცნიერების საერთაშორისო აღიარება. ინფორმაციის გაცვლა ზეპირადაც და წერილობითაც ლათინურ ენაზე წარმოებდა. ამ პერიოდშივე ეყრებოდა საფუძველი საერთაშორისო სამედიცინო ტერმინოლოგიას ლათინურ ენაზე. [”ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია”]

ლათინურ ენაზე წერდნენ XVI საუკუნის ცნობილი იტალიელი ანატომი, ადამიანის მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი ანდრეას  ვეზალიუსი (1514-1564), XVII ს-ის გამოჩენილი ინგლისელი ექიმი ჰარვეი, ასევე, თვალსაჩინო ევროპელი მეცნიერები, ფილოსოფოსები, ექიმები: ფრენსის ბეკონი, თომას მორი, რენე დეკარტი, გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი, ბარუხ სპინოზა, ჯორდანო ბრუნო, ისააკ ნიუტონი, კარლ ლინე, მ.ვ.ლომონოსოვი, ნ.ვ.პიროგოვი და სხვები. ლათინურ ენაზე დგებოდა ავადმყოფობის ისტორიები. [”4”]

ამდენად, სამედიცინო განათლება საუკუნეების მანძილზე ლათინურ ენაზე ვრცელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დაიხვეწა და გამდიდრდა ლათინური სამედიცინო ტერმინოლოგია ძველი ბერძნული ენის დახმარებით და იგი მოხერხებულ საურთიერთო საშუალებად იქცა მთელი მსოფლიოს ექიმებს შორის. მეცნიერებისა და მედიცინის ენად ლათინურის გამოყენებას, გარდა დამკვიდრებული ტრადიციებისა, ხელი შეუწყო იმანაც, რომ მთელ რიგ ენებზე არ არსებობდა მეცნიერული ცნებების გამომხატველი სიტყვები, ლათინურ ენას კი მოკლედ, ზუსტად და გამომეტყველად შეუძლია გამოხატოს ყველა ცნება და ერთი ტერმინი გამოიყენოს იქ, სადაც სხვა ენებში რამდენიმე სიტყვა იქნებოდა საჭირო [ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია]

დღეს ლათინური ენა მკვდარ ენათა რიცხვს განეკუთვნება, მაგრამ იგი განაგრძობს სიცოცხლეს როგორც მეცნიერების, ღვთისმსახურების, დიპლომატიის, იურისპრუდენციის და მედიცინის ენა  [”ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია”].

როგორც აღვნიშნეთ, ბერძნული სამედიცინო ლექსიკის ლათინიზაციის პროცესმა ცენტრალური როლი ითამაშა თანამედროვე სამედიცინო ტერმინოლოგიისა და მისი შექმნის პრინციპების ჩამოყალიბებაში. ბერძნული და ლათინური ტერიტორიულად და ისტორიულად ურთიერთმოქმედი ინდოევროპული ენებია, ამიტომაც ის აღნიშვნები (სიტყვები) რომელებიც აკლდა ლათინურ ენას ადვილად გადმოჰქონდათ ბერძნულიდან და ადვილად ასიმილირდებოდა ლათინურ ენაში. ამასთან, რიგი გალათინურებული სიტყვებისა სრულად ინახავდა თავის ფორმას, რომელიც ტრანსკრიბირდებოდა ლათინური ალფავიტით გარკვეული ბერძნული ბგერების თავისებურებების გათვალისწინებით. ბგერები, რომლებიც გამოისახებოდა ბერძნული ასოებით  χ (ხი), φ (ფი) და υ (თეტა), რომაელები გამოსახავდნენ ორასოიანი კომპლექსებით (დიგრაფები) ch, ph და th მაგალითად: χοριου — chorion, φλεγ μασια — phlegmasia, υωραξ  — thorax. ბერძნული ასოების შეთავსება  σχ (სიგმა ხი) გადმოიცემოდა შემდეგნაირად sch,რომელიც გამოითქმებოდა როგორც (სხ)[ñõ]1, მაგალითად σχημα  — schema — სქემა, მაგრამ ზოგიერთ ტერმინში, რომელიც მოხვდა გერმანული ენიდან რუსულ ენაში  გამოითქმის როგორც (შ) [ø], მაგალითად ტერმინებში, რომლებიც იწყებიან ელემენტით σχισο‑ — schiso — შიზო‑. დამწყები ბგერა, რომელიც გამოხატავს ბერძნულ ასოს ρ (რო) ძლიერი ამოსუნთქვის ნიშნით, ლათინურად გადმოიცემოდა დიგრაფით rh, მაგალითად ρινιτις — rhinitis, ხოლო წარმოებული სიტყვების შემადგენლობაში ემატებოდა კიდევ ერთი ρ, მაგალითად αιμορραγια  haemorrhagia. ბოლო მაგალითიდან ჩანს, რომ ძლიერი ამოსუნთქვის ნიშანი დამწყები ხმოვნით გადაეცემოდა ლათინური ტრანსკრიფციით h  ასოთი. ბერძნული დიფთონგი αι [àé] გადაიცემოდა ლათინური àå [ý], დიფთონგი — οι [îé]  ლათინური îå [ý], ει [ýé] — ასოთი i [è] ან დიგრაფით ei [ýé], αυ [ay] — au [ay], ευ [ýó] — eu [ýó], მაგალითად, γγνγραινα — gangraena, οισοφαγος — oesophagus, χλει{ {τορις — clitoris, υεραπεια — therapia, αυρα — aura, πνευμονια — pneumonia. განსხვავება გრძელ და მოკლე ხმოვან ბგერებს შორის  Ðàçëè÷èÿ ìåæäó äîëãèìè è êðàòêèìè ãëàñíûìè çâóêàìè, გამოსახული ასოებით ω [î äîëãîå] და  ο [î êðàòêîå], ასევე η [å äîëãîå] და  ε [å êðàòêîå] ლათინურ ტრანსკრიფციაში არ აისახებოდა. ბერძნული ასო (იფსილონი) Ãðå÷åñêàÿ υ [u] ფრანგული ან [ü] გერმანული ტრანსკრიბირდებოდა ლათინურად ჩვეულებრივი ასოთი ó [è], მაგალითად υπερ‑ —hyper‑, მაგრამ ზოგჯერ, მაგალითად შუა საუკუნეებში  u [ó] ასოთიც, მაგალითად βυρσα — bursa. ბერძნული ასო ტრანსკრიბირდებოდა ჩვეულებრივი ასოთი  κ [ê] (კაპპა)ñ, და იკითხებოდა როგორც კლასიკური ლათინური [ê]. დროთა განმავლობაში დამკვიდრდა ასოს ორმაგი კითხვის წესი ñ: [ê] — ა, ო და ი წინ. თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს  [ö] —å, i, ó, àå, îå  წინ. ბერძნული წარმოშობის სიტყვებში, რომელთაც განიცადეს ლათინიზაცია ან სხვაგვარი ტრანსკრიფცია დასავლეთევროპულ ქვეყნებში, ბერძნული κ იკითხებოდა ორმაგად. ამგვარად ბერძნული სიტყვიდან  χεφαλη [êåôàëå] — თავი, წარმოიშვა არა მხოლოდ კეფალოგრაფია, კეფალოჰემატომა, ასევე ცეფალომეტრია, ცეფალოცელე, ბერძნული სიტყვიდან χυστις [êþñòèñ] — ბუშტუკი  — ცისტადენომა, ცისტიტი, ასევე კისტომა, პოლიკისტოზი ბერძნული სიტყვიდან χηλη [êåëå] გამობერილობა, თიაქარი ჰემატოცელე, ბერძ. χερας, χερατος [êåðàñ, êåðàòîñ] რქა, რქოვანი ნივთიერება კერატიტი, კერატოპათია და სხვ.

ზოგჯერ ლათინიზაცია ეხებოდა ნასესხები სიტყვების ფორმებსაც: ბერძნული დაბოლოებების ‑ος, ‑ου ნაცვლად ხდებოდა ლათინური დაბოლოებების  -us, -um, ჩართვა, მაგალითად πυλωρος, — pylorus, οιυοφαγος; — oesophagus, χραυιου — cranium, βραχιων — brachium; სხვა ბერძნული ნასესხები ფორმები მკვიდრდებოდნენ ლათინურ ენაში ყოველგვარი მორფოლოგიური მოდიფიკაციის გარეშე: χωμα — coma, αναλυσισ — analysis.

ბერძნულ სიტყვათა შორის ბევრმა განიცადეს ლათინიზაცია ჯერ კიდევ რომაულ ლიტერატურაში და შემონახულია დღევანდლამდე ესენია, მაგალითად: brachium — მხარი, bronchus — პირველადი მნიშვნელობით სასუნთქი მილი, carpus — მაჯა, clitoris —სავნებო, hepar —ღვიძლი, larynx — ხორხი, meconium — მეკონიუმი, meninges — ტვინის გარსები, necrosis — კვდომა, oesophagus — საყლაპავი, pancreas — კუჭქვეშა ჯირკვალი, paralysis — დამბლა, perinaeum — შორისი, pharynx — ხახა, propolis — ფუტკრის წებო, splen — ელენთა, splanchna —შიგნეულობა, thorax — გულმკერდი.

ბერძნულიდან ნასესხები ფორმები სწრაფად მკვიდრდებოდა  სხვადასხვა ეთნოსში, მათ შორის - ლათინიზებული ფორმით უბრუნდებოდა ბერძნულ ენასაც. ამას ხელს უწყობდა იმდროინდელი სწავლების  პროცესის რომში კონცენტრირება.

 

1.6. ბიზანტიური პერიოდი     

 

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ გვიანი ანტიკური კულტურის ძირითად მემკვიდრე, მათ შორის მედიცინისაც, გახდა ბიზანტია. ბიზანტია ლიტერატურის  განვითარებას ბერძნულ ენაზე აგრძელებდა. ანტიკური პერიოდის დასასრულსა და ადრეულ შუასაუკუნეებში ბიზანტიაში მოღვაწეობდა მრავალი ცნობილი ექიმი, რომელთა პროფესიულ - ენობრივი კულტურა ჩამოყალიბდა ტრადიციულ სამედიცინო სკოლებში. ორიბაზიას (325 - 403) ნემეზიას (დაახ. 370) აეცია ამიიდიელის (502-572 წწ.) ალექსანდრე ტრალესკელის (525-605 წწ.) პავლე ეგინიისკელის (625-690 წწ.) და ზოგიერთი სხვა ბიზანტიელი ექიმ-ენციკლოპედისტების ნაწარმოებები, გარკვეულწილად წარმოადგენდნენ გალენის ნაშრომების კომპილაციას. ალექსანდრიის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლები ხელს უწყობდნენ ექიმთა შემდგომ თაობებს გაცნობოდნენ სამედიცინო ტერმინოლოგიას.  ბიზანტიური სამედიცინო აზროვნება უკვე ეყრდნობოდა ლათინურ პერიოდში გამდიდრებულ და სრულყოფილ ტერმინოლოგიას და, თავისი მხრივ, ბერძნულის ბაზაზე კვლავ ამდიდრებდა მას. საზოგადოდ, ბიზანტიურმა კულტურამ მედიცინაში ვერ ითამაშა ისეთი მნიშვნელოვანი წვლილი, როგორიც ბერძნულმა, რომაულმა და არაბულმა სამედიცინო კულტურებმა.

 

1.7. არაბული სამედიცინო კულტურა და ტერმინოლოგია     

 

ფეოდალიზმის ეპოქის მედიცინის უდიდეს მიღწევად ითვლება არაბული აღმოსავლეთის ხალხების მედიცინა. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ალბათ, ბერძნულ-ლათინური სამედიცინო კულტურა დაიკარგებოდა, რომ არა არაბული კულტურა. VII - VIII საუკუნის მუსულმან დამპყრობებს, რომლებმაც მოიცვეს ევროპის, აზიისა და აფრიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ახასიათებდათ დაპყრობილ ხალხთა კულტურების და ტრადიციების შემწყნარებლობა და ამ კულტურების გათავისება - განვითარების საოცარი უნარი. ერთის მხრივ, არაბული მედიცინის ისტორიული დამსახურებაა ანტიკური სამედიცინო სამყაროს უმდიდრესი მემკვიდრეობის შემონახვა, მეორეს მხრივ, მან მედიცინა გაამდიდრა მნიშვნელოვანი ნაშრომებით. პირველ რიგში აღსანიშნავია აბუ ბექრ რაზის (865-925 წწ.) ნაშრომები და განსაკუთრებით ალი იბნ-სინა, იგივე ავიცენა (980-1037 წწ.). უშუალოდ სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებაზე არაბულ მედიცინას რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

IX—X სს ბერძნულიდან არაბულ ენაზე ითარგმნა ჰიპოკრატესა და გალენის თითქმის ყველა სამედიცინო ნაშრომი. მათ ბაზაზე  ჩამოყალიბდა არაბულენოვანი სამედიცინო ლიტერატურა. თავდაპირველად არაბული სამედიცინო ლიტერატურა მხოლოდ ენობრივი თვალსაზრისით იყო არაბული, იგი ბერძნულ - ლათინურ ენოვანი ნაწარმოებების  კომპილაციური გადამუშავების შედეგს წარმოადგენდა. მხოლოდ  მოგვიანებით ჩნდება უშუალოდ არაბულ სამყაროში შექმნილი  დამოუკიდებელი ნაწარმოებებიც, რომლებიც არაბი ექიმების მიერ იქმნებოდა.

არაბული სამედიცინო სკოლიდან აგრეთვე აღსანიშნავია: ხუან იბნ-ისხაკ ალ-იბადინის (809 - 877 წწ) ტრაქტატი „თვალის ალტერაცია“ არაბული ოფთალმოლოგიის ყველაზე ძველი ნაშრომია. აღსანიშნავია სპარსი წარმოშობის არაბი ექიმის რაზის (IX ს) 200-მდე სამედიცინო ნაშრომი, ასევე უზარმაზარი სამედიცინო ენციკლოპედია „ყოვლისმომცველი წიგნი მედიცინაზე“, რომელიც მოკლებულია სისტემატიზაციას. რაზი თავის პოპულარულობას უნდა უმადლოდეს ტრაქტატს „ყვავილი და წითელა“, რომელშიც კარგად არის აღწერილი განსხვავებები ამ ორ დაავადებას შორის. რაზი იყენებდა ჰიპოკრატეს მეთოდებს, რამაც ხელი შეუწყო  მის კლინიცისტად ჩამოყალობებას.   ამ პერიოდის კიდევ ერთი გამოჩენილი სამედიცინო ნაშრომის ავტორია სოლომონ ისრაელი (845-940 წწ); მის  წიგნებში აღწერილი იყო სამკურნალო საშუალებები, ცხელება და სწორი კვება. სოლომონის ნაშრომები პოპულარობით XVII საუკუნემდე სარგებლობდა.

X საუკუნეში სამედიცინო ენციკლოპედიების შექმნის პროცესი გააგრძელა იბნ აბბასმა (ან იბნ ალ აბბასი), რომლის სამეფო წიგნი იმ დროის სამედიცინო ნაშრომების კრებულს წარმოადგენდა. ის რაზის ენციკლოპედიაზე უკეთ შედგენილი და სისტემატიზებული იყო. ორივე ნაშრომი ავიცენას (აბუ იბნ სინა 980-1037 წწ.) კანონმა დაჩრდილა. ამ ნაშრომში თავმოყრილი იყო მთელი არაბულ - ბერძნული მედიცინის მიღწევები, რომელიც  ევროპული და აზიური სამედიცინო ცოდნის მთავარი წყარო იყო შემდგომი ექვსი საუკუნის განმავლობაში. ავიცენაგამოირჩეოდა იდივიდუალურობითა და საქმის წამოწყების დიდი ნიჭით; ის იყო ბრწყინვალე ექიმი, თავის საქმიანობაში ხშირად იყენებდა გალენისა და არისტოტელეს დოგმებს. ავიცენას ნაშრომები აღიარებულია არაბული მედიცინის განვითარების უმაღლეს წერტილად. X საუკუნეში არაბული მედიცინის ცენტრმა ესპანეთში გადაინაცვლა. იქ კორდოვის ხალიფატში მოღვაწეობდა ერთადერთი ცნობილი არაბი ქირურგი - ალბუკასისი (აბულ-კასიმი, 936-1013 წწ). ქირურგია დიდი ხნის განმავლობაში ჩამოუვარდებოდა სტატუსით  მედიცინას, რაც ახასიათებდა როგორც არაბულ, ასევე ევროპულ ცივილიზაციასაც. აბულკასისი ცდილობდა ქირურგიის პრესტიჟის წამოწევას; მისი ტრაქტატი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ილუსტრირებული წიგნია ქირურგიაში. აღსანიშნავია, რომ აბულკასისმა პირველმა აღწერა ჰემოფილია. არაბ ქირურგს ავენზოარს (იბნ ზუხრუ 1072-1162 წწ.) ეკუთვნის ცნობილი ტერმინი ბეზოარის ქვა (მკვრივი წარმონაქმნი, რომელიც წარმოიქმნება მცოხნელების კუჭში, უპირატესად თხებში; მას მიეწერებოდა უზარმაზარი სამკურნალი თვისება) მიუხედავათ ამ ცრუ შეხედულებისა, ავენზოარი კარგი კლინიცისტი იყო, რომელმაც პირველმა გამოიყენა საკვები ოყნა; მას შეეძლო კუჭის კიბოს დიაგნოსტირება. ავენზოარის მოსწავლე ავერროესი (იბნ რუდში 1126-1198 წწ.) კარგად ფლობდა არა მხოლოდ მედიცინას, არამედ ფილოსოფიასაც. მედიცინისა და ფილოსოფიის ურთიერთშეხამება კარგად შესძლო ავეროესის მოწაფემ მაიმონიდმა (1135-1204 წწ.).

საინტერესოა, რომ მიუხედავად არაბული ენის მრავალსაუკუნოვანი გაბატონებისა, ასევე შუასაუკუნოვანი ლათინური ენის არაბიზმებით დაბინძურებისა, არაბულმა მედიცინამ თითქმის არ დატოვა კვალი თანამედროვე სამედიცინი ტერმინოლოგიაში.  შემოინახა მხოლოდ ერთეული არაბიზმები, ძირითადად სამკურნალო პრეპარატების დასახელებების სახით, მაგალითად: კალიუმი და ალკალოიდი - არაბ. al‑qali (მცენარეული ნაცარი), რომლიდანაც წარმოიშვა ლათინური alkali (ტუტე); ალკოჰოლი— არაბ. al‑kohl (სტიბიუმის ფხვნილი); ელექსირი, არაბ.— al-iksir (ფილოსოფიური ქვა); ბორაკი — არაბ.- buraq.

ლათინურ ანატომიურ ნომენკლატურაში უცვლელად  შემორჩა არაბული წარმოშობის მხოლოდ ერთი სიტყვა - nucha, რომელიც ძველად გამოიყენებოდა  კისრის მნიშვნელობით (კისრის უკანა მიდამო). ის მოხსენიებულია იბნ-სენას „საექიმო მეცნიერების კანონები“-ში „ზურგის ტვინის” მნიშვნელობით, ხოლი კისრის უკანა მიდამოს იბნ-სინა სხვაგვარად მოიხსენებს. ასეთი შერეული ტერმინები შეიძლება ჩაითვალის მთარგმნელ გერარდ კრემნოსელის  შეცდომებად. ,,საექიმო მეცნიერების კანონები“-ის  ლათინური თარგმანიდან შემორჩენილია ნეოლოგიზმები albugineum (მოთეთრო?), ileum (მლივი ნაწლავი). მთარგმნელების მიერ არაბული დასახელებების არასწორ გაგებასთან დაკავშირებულია ასევე ლათინური ნეოლოგიზმი -retina, რომელიც პირველად გამოჩნდა „საექიმო მეცნიერების კანონები“-ის თარგმანში, კლასიკურ ლათინურში ასეთი სიტყვა არ არსებობდა, ის ჰგავს ბერძნულ სიტყვას rhētinē (გუმფისი), რომალსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა ანატომიასთან. არაბულ დედანში სიტყვა retina - ს შეესაბამებოდა სიტყვა rescheth, რომელიც შეცდომით გაიგივებული იყო ლათინურ სიტყვასთან  rete (ბადე) რომლის საფუძველზეც მთარგმნელის მიერ შეიქმნა ნეოლოგიზმი retina (ბადურა). ანატომიური თავალსაზრისით უცნაურია ხელის ლატერალური კანქვეშა ვენის ლათინური დასახელება vena cephalica (თავის ვენა), ეს შესაძლოა მთარგმნელის ეტიმოლოგიური შეცდომის ბრალიც იყოს. არაბულ დედანში არსებული სიტყვა  alkifal (გარეთა), მთარგმნელმა გააიგივა ბერძნულ kephalē (თავი).

ზოგიერთი ლათინური გადათარგმნილი დასახელებები შეიქმნა როგორც სემანტიკური კალკები შესაბამის არაბულ მეტაფორულ მნიშვნელობებთან. ასეთებია, მაგალითად: vermis cerebelli  (ნათხემის ჭია). ბერძნებთან ეს წარმონაქმნი ასოცირდებოდა ყურძნის მტევანთან - botrys auricula cordis — გულის ყური, ცელსიუსთან სიტყვა auricula გამოიყენება მხოლოდ ყურის აღმნიშვნელად - ყურის ნიჟარა; orbita — თვალბუდე (კლასიკურ ლათინურში ეს სიტყვა ნიშნავდა „კიდეს“? „კალაპოტს“?, ხოლო ძველ რუსულ ნაწარმოებებში ითარგმნებოდა როგორც „გზის პირი“. საგნების აღმნიშვნელად მეტაფორების გამოყენება არაბული პოეზიისათვის დამახასიათებელი შტრიხია. ამით აიხსნება ბერძნული ენისათვის და კლასიკური შუასაუკუნოვანი ლათინურისათვის უჩვეულო, ტვინის რბილი და მაგარი გარსების დასახელება— dura mater და pia mater, რომლებიც მეტაფორებია. ლათინური სიტყვა mater ნიშნავს  „დედას“, მაშასადამე, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობაა  ტვინის დედა, ანუ გარსი გვევლინება როგორც „დედა - ტვინის დამცველი“, ხოლო pia სიტყვასიტყვით ნიშნავს „მოსიყვარულე, ნაზი“, რაც კარგად ეთვისება სიტყვა „დედას“. ბერძნებთან ტვინის გარსებს პირდაპირი და ზუსტი სახელი ერქვა — meninx sklera ან meninx pacheia (მკვრივი ან მაგარი გარსი) და meninx lepte (თხელი, ნაზი, რბილი). არაბებმა ეს ცნება გადმოსცეს მეტაფორის სახით, ხოლო მთარგმნელი ცდილობდა შეენარჩუნებინა იგივე აზრი ლათინურ თარგმანშიც. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ ხალხთა ენებში, სადაც ძირითადად მუსულმანური რელიგიაა გავრცელებული, დიდია არაბული ენის გავლენა, მათ შორის სამედიცინო ტერმინოლოგიაზე. ნაწილობრივ, არის სპარსული ენის გავლენაც.

 

1.8. სამედიციო ტერმინოლოგია აღორძინების პერიოდიდან.  ერთიანი სამედიცინო პროფესიული ენის ფორმირება.      ერთიანი ევროპული სამედიცინო ენა -  ლათინური     

 

XIV საუკუნიდან  მოყოლებული არაბული მედიცინის გავლენა თანდათან სუსტდებოდა, მაგრამ ევროპული მედიცინის განვითარებას ხელს უშლიდა უზარმაზარი ტერმინოლოგიური ქაოსი.        ნათელი გახდა, რომ ტერმინოლოგიის მოწესრიგების  გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მედიცინის შემდგომი განვითარება. ევროპელი ექიმები აღარ ენდობოდნენ არაბიზებულ გალენს და დაუბრუნდნენ პირველწყაროებს -  შეურყვნელ ბერძნულ დედნებს. თანდათანობით იზრდებოდა ინტერესი კლასიკური ბერძნული მედიცინისადმი. ეს პროცესი დაემთხვა ახალი ეპოქის დასაწყისს - გარდამავალი პერიოდი შუასაუკუნეებიდან ახალ დროში. დასავლეთ და ცენტრალური ევროპის აღორძინების ეპოქა (XV—XVI სს.). 1443 . მოძიებულ იქნა ავლა კორნელი ცელსიუსის  ნაწარმოები „მედიცინის შესახებ“, ხოლო 1478 წ. ის პირველად გამოიცა ფლორენციაში, რომელმაც ევროპელ ექიმებს დაანახა ის დიდი უფსკრული, რომელიც იყო კლასიკურ ლათინურ ენას, ცელსიუსის ტერმინოლოგიასა და შუასაუკუნოვან ლათინურს შორის. ამ დროიდან ცელსიუსის ნაწარმოები იქცა ტერმინილოგიური სიზუსტის ნიმუშად.

 გაჩაღდა  მიზანმიმართული ბრძოლა სამედიცინო ტერმინოლოგიის ერთ ენად დამკვიდრებისათვის, სინონიმთა რაოდენობის შემცირებისათვის, გაუგებარი არაბიზმებისაგან და ბარბარიზმებისაგან გაწმენდისათვის. ყალიბდება ახალი ლათინური - აღორძინების ლათინური, როგორც  საერთაშორისო სამეცნიერო ენა ევროპულ რეგიონში. ლათინური ენის განახლებაში  დიდი წვლილი შეიტანეს ანატომებმა, ვინაიდან  XVI ს. იყო ანატომიური აღმოჩენების საუკუნე, ამ დროისთვის ანატომიური ტერმინოლოგია იყო არეულ-დარეული. აღორძინების ეპოქის მრავალი ანატომი იძულებული იყო გამხდარიყო ფილოლოგიც.       ლათინურ ენაზე ანატომიური ტერმინოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ანატომიის ფუძემდებელს ანდრეას ვეზალს (1514-1564 წწ.). ვეზალმა ძირითადად გამოიყენა ცელსიუსის მიერ შემოტანილი დასახელებები, მან ანატომიურ სახელწოდებებს მიანიჭა  ერთმნიშვნელობა და გაწმინდა ანატომიური ტერმინოლოგია ბარბარიზმებისაგან.

 თანამედროვე ანატომიურ ნომენკლატურაში ვეზალის მიერ  შემონახულ დასახელებათა შორის არის: atlas — ატლანტი, crista galli — მამლის ბიბილო, incus — გრდემლი, malleolus — კოჭი, os ilium — თეძოს ძვალი, scapula — ბეჭის ძვალი; შემონახულია ასევე ვეზალის მოსწავლეების მიერ შემოღებული ტერმინები, მაგალითად ფალოპის მიერ (1523-1562 წწ.) — tuba uterina —საშვილოსნოს მილი, labyrinthus — შიგნითა ყურის ლაბირინთი, კოლომბო (1516-1559 წწ.)— pelvis — მენჯი. ახალი ტერმინების შექმნის დროს ზოგიერთი ანატომი მიმართავდა მეტაფორულ დასახელებას. არანციუსმა (1530-1589 წწ.) შემოიღო ტერმინი  cornu Ammonis ან hippocampus — ამონის რქა ან ჰიპოკამპი (ზღვის ცხენი), ხოლო სევერინემ (დაახლ. 1643 წწ.) caput Medusae მედუზას თავი (მით. მედუზა გორგონა)

დიდია აღორძინების ეპოქის ანატომების  წვლილი ანატომიური ტერმინების  ლექსიკური ფონდის  განვითარებაში, რაც თავის მხრივ ანატომიის განვითარებამ გამოიწვია.  XVIII საუკუნის ბოლოსათვის ანატომიურ ტერმინთა რაოდენობა აღემატებოდა 30 000, მაშინ როცა ძველი ბერძნების მიერ მხოლოდ 700 იყო დადგენილი.

XVII საუკუნის მეცნიერულმა რევოლუციამ  გამოიწვია სამედიცინო მეცნიერების პროგრესი, რაც ხასიათდებოდა ახალი მეცნიერული დისციპლინებისა და ფუნდამენტური სამეცნიერო მიმართულებების ჩამოყალიბებით. ამას თან ახლდა ახალი ტერმინების შექმნა.

 ამდენად ახალი ლათინური ენა ჩამოყალიბდა როგორც მეცნიერების, კერძოდ კი მედიცინის ერთიან საერთაშორისო ენად.

 

1.9. მედიცინის ენის ”ნაციონალიზაცია”     

 

ამდენად, მედიცინის  ენად იქცა ახალი ლათინური. ამ ენაზე იქმნებოდა სამედიცინო ნაშრომები. ამან თავისი დადებითი როლი ითამაშა მედიცინის განვითარებაში - მოწესრიგდა ტერმინოლოგია და დეფინიციები. ამავე დროს, თანდათან ერთიანი ”მკვდარი ენით” სარგებლობა გახდა მედიცინის დემოკრატიზაციის პროცესის შემაფერხებელი ფაქტორი.

გვიანი აღორძინების პერიოდიდან მოყოლებული ეტაპობრივად ხდებოდა სამედიცინო ენის შეწყობა ახალი ნაციონალური ენების განვითარების მოთხოვნებთან.

ფრანგმა ქირურგმა ამბრუაზ პარემ (1510-1590 წწ.) დაარღვია ლათინურ ენაზე წერის ტრადიცია, ის  თავის შრომებს წერდა სალაპარაკო ფრანგულ ენაზე. თუმცა ამ დროისათვის ლათინური ჯერ კიდევ რჩებოდა ბიოლოგიისა და მედიცინის საერთაშორისო ენად, რომლითაც ხდებოდა სამეცნიერო ნაშრომების გამოცემა, მიმდინარეობდა სწავლება და სამეცნიერო დისპუტები. ლათინური ჰარმონიულად ეთვისებოდა ნაციონალურ ენებს, როგორც თავის ტოლფასს. XIX საუკუნის შუა ხანებში ლათინური საბოლოოდ უთმობს ადგილს (სხვადასხვა ქვეყანაში - სხვადასხვა დროს) ნაციონალურ ენებს, რომლითაც  ხდება ზეპირი და წერითი სამეცნიერო ურთიერთობა. ამ დროს ლათინურს შენარჩუნებული აქვს ნომინაციური როლი ანუ ზოგიერთ სამედიცინო - ბიოლოგიურ კლასიფიკაციებში შესასწავლი ობიექტების დასახელების ფუნქცია. (ანატომია, ჰისტოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია და სხვ.)

 

 

1.10. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების თანამედროვე ტენდენციები     

 

 თანამედროვე სამედიცინო ტერმინოლოგიის შევსების ძირითად წყაროდ კვლავ ბერძნულ-ლათინური რჩება, მაგრამ უკვე გამოიკვეთა სამედიცინო ტერმინოლოგიის თანამედროვე ენებიდან შევსების ტენდენციები. სულ უფრო ხშირად ფიგურირებს ინგლისური ენის ბაზაზე შექმნილი ტერმინები. ვფიქრობთ, ეს ტენდენცია გაძლიერდება. ჩნდება ახალი ტერმინები, რომელთა წყაროც  ჩინური, იაპონური თუ სხვა ენებია. ეს ამ ქვეყნების უძველესი ტრადიციების მქონე სამედიცინო კულტურებთან დაახლოების თანამდევი პროცესია. მნიშნელოვან როლს თამაშობს ამ ქვეყნებში მედიცინის საერთოდ, და კერძოდ, ფარმაცევტული უახლესი ტექნოლოგიების და პრეპარატების შექმნის პროცესი, რასაც თან სდევს ამ ენების ბაზაზე შექმნილი ტერმინოლოგიის შემოსვლა საერთაშორისო სამედიცინო პრაქტიკაში.

არა ბერძნულ - ლათინურ ფუძიანი ტერმინები ფარდობითად მაინც ნაკლებია. ისინი უფრო ხშირად  წარმოდგენილია სამედიცინო ტექნიკის, ოპერაციული მეთოდების, გენეტიკის, ფიზიოლოგიის, ჰიგიენის ტერმინოლოგიაში. შედარებით იშვიათად გვხვდება დაავადებების ნომენკლატურაში, მაგ.: ანგლიციზმს მიეკუთვნება ატაჩმენი, ბლოკადა, დოპინგი, ინბრიდინგი, კლირენსი, კროსინგოვერი, პეისმეიკერი, საიტი, შუნტი და ,,ჰიბრიდული’’ ტერმინები: აეროთენიკი, დემპინგ-სინდრომი, რანტის დაავადება, უესტინგ-სინდრომი. ფრანგული ენიდან ნასესხებია მაგ.: აბსანსი, მეანი, ბანდაჟი,  გრიპი, დრენაჟი, ზონდი, კანულა,  კრეტინიზმი, კიურეტი, პატრონაჟი, პიპეტი, ტამპონი, ტიკი, ფრამბები, შანკრი, ,,ჰიბრიდული’’ ტერმინი - კულდოსკოპია. გერმანული ენიდან შემოსულია, მაგ.: ბორი, ბიუგელი, კლამერი, კორცანგი, კურორტი, რეიტერი, შპატელი, შუბა;  ,,ჰიბრიდული’’ სიტყვა -  აბორტცანგი, რაუშნარკოზი და სხვა. ინტერნაციონალიზმები გახდა ზოგიერთი იტალიური წარმოშობის ნოზოლოგიები: ინფლუენცია,  პელაგრა, სკარლატინა,  შოტლანდიურია - კრუპი. გვხვდება ცალკეული სიტყვები, რომლებიც მოდის აღმოსავლური და აფრიკული ენებიდან: იაპონური სიტყვა ცუცუგამუში, აფრიკული ტომიდან კვაშიორკორი, სინგაპურიდან - ბერი-ბერი. სექსოპათოლოგები იყენებენ ძველინდური წარმომავლობის სიტყვებს, მაგ.: ვიკხარიტა, ვირგხატა, კუმბიტმაკა, ნარვასადატა. ამერიკელი ინდიელი ტომებისაგან ნასესხებია ზოგიერთი წამლის შემადგენელი ნივთიერების სახელწოდება: იპეკაკუანა, კურარე, ქინაქინა. სამედიცინო - ბიოლოგიური ტერმინოლოგიის ტრადიციულ თავისებურებად რჩება termini technici -  ლათინურ ენაზე გრაფიკულად და გრამატიკულად გაფორმებული ტერმინების გამოყენება. მათი შინაარსის გაგების იდენტურობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სპეციალისტების მიერ ხდის termini technici-ს ტერმინოლოგიის ინტერნაციონალიზაციაში შეუცვლელ საშუალებად. Termini technici-ს დიდი ჯგუფები გაერთიანებულია თანამედროვე საერთაშორისო ნომენკლატურით და აქვთ ოფიციალური საერთაშორისო სტატუსი. მათ მიეკუთვნება მორფოლოგიური და ბიოლოგიური დისციპლინების ნომენკლატურები: ანატომიური, ჰისტოლოგიური და ემბრიოლოგიური ნომენკლატურები, ბოტანიკური და ზოოლოგიური ნომენკლატურის კოდექსები და ბაქტერიების ნომენკლატურის კოდექსები. ,,საერთაშორისო ფარმაკოლოგიაში’’ სამკურნალო საშუალებებისათვის ძირითად ეტალონად მიღებულია ლათინური ენა, თუმცა პრეპარატების დასახელებები სხვადასხვა ენებიდან მოდის. სხვა სტატუსი აქვთ termini technici, რომლებიც მიეკუთვნება კლინიკური მედიცინის ლექსიკონს, აღნიშნავს რა დაავადებებს, პათოლოგიურ მდგომარეობებს, სიმპტომებს, სინდრომებს და სხვა. ბევრ შემთხვევაში ისინი ფაქტიურად ასრულებენ საერთაშორისო აღნიშვნების ფუნქციას, მაგრამ მათ გამოყენებას აქვს ფაკულტატური ხასიათი.

ნიშანდობლივია, რომ ”დაავადებების, ტრავმების და სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო კლასიფიკაცია’’ - არ შეიცავს საერთაშორისო ლათინურ სახელწოდებებს.

მეცნიერებასა და ტექნიკაში აშშ-ის დომინირების გამო მსოფლიოს მრავალ ენაში შევიდა ინგლისურენოვანი ტერმინები და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. თუმც  მრავალი ინგლისური სიტყვა  ლათინურიდან  წარმოდგება,  სულ უფრო იზრდება ტენდენცია, რომ მათი გადმოღებისას შენარჩუნებული იყოს  ინგლისური წარმოთქმა, მაგ.: კომბაინი, კონფაინენტი, იუნიკოდი.

 

1.11. სამედიცინო ტერმინოლოგიის   განვითარების ინფრასტრუქტურები     

 

სატერმინოლოგიო მუშაობა მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობას. ამ სამუშაობს ახორციელებენ საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციები, ზოგი სხვა საქმიანობასთან ერთად, ზოგი ატარებს მხოლოდ სატერმინოლოგიო მუშაობას

რუსეთში მხოლოდ ტერმინოლოგიური საქმიანობით დაკავებულია შემდეგი ფედერალური ორგანიზაციები :

      - მოსკოვში განლაგებული: სტანდარტიზაციისა და ხარისხის კომპლექსური ინფორმაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ÂÍÈÈÊÈ) რომელიც პასუხს აგებს სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციის პრობლემებზე;

     -  სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის კომიტეტი (ÊÍÒÒ) ÐÀÍ, რომელსაც სისტემაში მოყავს საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერების სფეროს ტერმინოლოგია. იგი სცემს ჟურნალს “Íàó÷íî-òåõíè÷åñêàÿ òåðìèíîëîãèÿ”;

     - გამომცემლობარუსული ენა და სხვა გამომცემლობები, რომლებიც აქვეყნებენ სპეციალურ ლექსიკონებს;

     - სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებასამედიცინო ენციკლოპედია”, რომელიც ქმნის სამედიცინო ტერმინოლოგიის ბანკს  და გამოსცემს სამედიცინო ტერმინოლოგიის ლექსიკონებსა და ცნობარებს;

     -  მოსკოვში ასევე საქმიანობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც, მათ შორისმუდმივად მოქმედი სემინარი სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის მეთოდოლოგიური პრობლემების შესახებ”, “სემინარი სამედიცინო ტერმინოლოგიის პრობლემების შესახებ და სხვ.

    -  ტერმინოლოგიური  ლექსიკონების შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოების დიდ ნაწილს ასრულებს სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი და ომსკის ტერმინოლოგიური ცენტრი. ნიჟეგოროდსკის უნივერსიტეტი პერიოდულად აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომთა კრებულებსტერმინი და სიტყვა”.

 - დიდია ტერმინოლოგიათცოდნეების მიღწევა დამოუკიდებელ სახელმწიფოებში: უკრაინაში ფუნქციონირებს სამეცნიერო აკადემიასთან არსებული სამეცნიერო ტერმინოლოგიის კომიტეტი, აქტიური მუაობა მიმდინარეობს ჩერნოვცებში, უჟგოროდში, დნეპროპეტროვსკში (აღნიშნული ქალაქების უნივერსიტეტებში).

 - ლატვიის სამეცნიერო აკადემიის სამეცნიერო ტერმინოლოგიის კომიტეტი მუდვივად მუშაობს ლატვიური ტერმინოლოგიის სისტემაში მოყვანაზე და აქვეყნებს ტერმინების კრებულს ლატვიურ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შეიძლება დავასახელოთ ტერმინოლოგიის ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი (Èíôîòåðì), რომელიც მდებარეობს ვენაში, ტერმინოლოგიური ნეოლოგიზმების უნიფიცირების საერთაშორისო ორგანიზაცია (ÌÎÓÒÍ), რომელიც მდებარეობს ვარშავაში და აქვეყნებს ჟურნალსNeoterm”. საერთაშორისო ტერმინოლოგიის სტანდარტების შემუშავება შედის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის),  (ÈÑÎ), საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (ÌÅÊ ) და სხვ.

საქართველოში, შედარებით აქტიური მუშაობა სამედიცინო ტერმინოლოგიის მიმართულებით, მიმდინარეობსქართული ელექტრონული სამედიცინო ენციკლოპედიის ფარგლებში” (ლალი დათეშიძის პროექტი). ამ მიმართულებით რეალურად მომქმედი სახელმწიფო სტრუქტურები ან სხვა არასამთავრობო ინიციატივები ჯერჯერობით არ ჩანს. (2007 წლის სექტემბერი). იხილე “ქართული ელექტრონული სამედიცინო ენციკლოპედიის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების მიმოხილვა” >>>

 

ნაწილი 2. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება რუსეთში და მისი გავლენა ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე     

       

პარაგრაფის მომზადებაში მონაწილეობდა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო ხარაშვილი

 

მე-19 საუკუნიდან იწყება ქართულ სამედიცინო აზროვნებასა და ტერმინოლოგიაზე რუსული ენის გავლენა. საინტერესოა, რომ რუსულიდან  "ლეკარ პეტრე კლაპიტონოვის მიერ 1830-32 წლებში ნათარგმნ პირველივე წიგნს უკვე მრავალი ტერმინი და ბარბარიზმი შემოჰყვა. თუმცა, როგორც ლადო  კოტეტიშვილი აღნიშნავს ”XIX საუკუნე მკვდარი პერიოდია ქართული მედიცინის ისტორიაში. არც ერთი ცოტად თუ ბევრად შესამჩნევი საექიმო თხზულება ამ პერიოდში ჩვენ არ მოგვეპოვება.

მე-20 საუკუნეში, საქართველოში მედიცინის განვითარება ინტენსიურად იწყება და იზრდება  რუსული ენის გავლენა.  გარკვეული  გავლენა ბუნებრივია და ხახთა კულტურული ურთიერთობის თანამდევი პროცესია, მაგრამ რუსული ენის გავლენა, ხშირად თავსმოხვეულია და პოლიტიკურ ხასიათს ატარებს - განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში. ამ პერიოდში  მუშაობდა მძლავრი ინფრასტრქუტურა, რომელიც ხელს უწყობდა  ქართული ენის რუსული მოდელებით გაჯერებას. ამავე დროს, არსებობდა სპეციალისტთა ნაწილი, რომელიც აშკარად თუ ფარულად ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს. 20-ე საუკუნის ბოლოს, ქართული სამედიცინო ტერმინოლოგია და ლექსიკა ძლიერაა დაბინძურებული რუსული ბარბარიზმებით და ენობრივი მოდელების კალკებით. საჭირო ხდება ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის არაბუნებრივი რუსული მოდელებისაგან განთავისუფლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უნდა განვასხვავოთ ობიექტური კულტურული კავშირებით პროფესიულ დიალექტში დალექილი რუსული ენობრივი მოდელები და ქართული ენისათვის არაბუნებრივი, ავსმოხვეული მოდელები. გადაფასებას მოითხოვს ამა თუ იმ მოდელის ბარბარიზმად შერაცხვის საკითხიც. მრავალი მოდელი, ადრე ბარბარიზმად აღიქმებოდა პოლიტიკური მიტივით; დღეს პოლიტიკური მოტივები აღარ არსებობს და თანდათან იკვეთება ის შრე, რომლის არსებობაც ქართულ ენაში ობოქტური მიზეზებითაა განპირობებული. ამ საკითხზე საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ავთანდილ არაბულს:

                ”შესამჩნევია, რომ ნორმატიული დამოკიდებულება სხვადასხვა დროს სხვადასხვა ენობრივი წარმონაქმნების მიმართ  ერთგვაროვანი არ არის. ბარბარიზმების პრობლემა უფრო მძაფრად აღიქმება ”დამპყრობელი ენის” მიმართ, ვიდრე ენათა კულტურული ურთიერთობის დროს. ბაგალითად, სპორტულ ტერმინოლოგაში რუსულის გზით შემოსული ტრენერი და ტრენიროვკა უპირობოდ იყო ჩარიცხული ბარბარიზმების რიგში. დღევანდელ საგანმანათლებლო ლექსიკონში  კი იგივე სიტყვები  ინგლისურის გზით (ტრენერი და ტრენინგი)  უმტკივნეულოდ  იმკვიდრებს ადგილს. (ავთანდილ არაბული  ,,ქართული მეტყველების კულტურა).” რუსული ენის გავლენა ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე, და საერთოდ ქართულ ენაზე,  ალბათ დარჩება. ამდენად, სასურველია ვიცნობდეთ სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორიას რუსეთში.

ძველი რუსული ენა აღმოცენდა VII - VIII ს-ებში საერთო ინდოევროპული და საერთო სლავური ენებიდან. დამწერლობა კი რუსეთში გაჩნდა X ს-ის შუა პერიოდში ძველსლავური (ეკლესიურ-სლავური) ენის სახით. სწორედ ამ ენებიდან იღებს სათავეს რუსული სამედიცინო ლექსიკა, რომლის განვითარებაც რამდენიმე ეტაპად შეიძლება დავყოთ:

 

2.1 .  რუსული სამედიცინო ლექსიკის განვითარება სლავური ენის წიაღში     

 სავარაუდოდ, სამედიცინო ცოდნის პირველი გამავრცელებლები იყვნენ ექიმები. საერთოსლავური სიტყვა ,,âðà÷’’ (ექიმი), რომელსაც აქვს ფესვი სიტყვებთან: ,,âîð÷àòü’’ (ბუტბუტი), ,,ãîâîðèòü‘’ (ლაპარაკი), თავდაპირველად აღნიშნავდა გრძნეულს, წინასწარმეტყველს, შემლოცველს. საუკუნეების სიღრმიდან ჩვენამდე მოაღწია ძველრუსულ ხელნაწერებში  მოხსენიებულმა საერთო სლავური ბაზისის მქონე სიტყვებმა, მაგ.: ,,áåäðî’’ (ბარძაყი), (შეკვეცილი ფორმით ,,áåäðåöî, áåðöî’’, აქედან - კანჭის ძვალი); áåëüìî - ლიბრი, áîê - გვერდი, áðîâü - წარბი,  âîëîñ - თმა, âîñïà (îñïà) - ყვავილი, ãîëîâà - თავი, ãîðëî - ყელი, ãðóäü - გულმკერდი, ãðûæà - თიაქარი, ãóáà - ტუჩები და სხვ. ძველ რუსულად შეიძლება ჩაითვალოს სიტყვები, რომლებიც საერთოა საეკლესიო-სლავიანური და ძველ რუსული ენებისათვის და მყარად არიან დამკვიდრებულნი რუსულ სალიტერატურო ენაში. მაგ.: áåðåìåííàÿ - ორსული, áåñïëîäèå - უნაყოფობა, áëèçíåöû - ტყუპები, áîëåçíü - დაავადება, áîëüíîé -  ავადმყოფი, ãíîé - ჩირქი, çäîðîâüå - ჯანმრთელობა  და სხვა.

დაავადებებისა და მათი ნიშნების ბევრი ძველრუსული დასახელება მივიწყებულია და მათი იდენტიფიკაცია თანამედროვე ტერმინებთან მიიღწევა დიდი შრომის შედეგად, მაგალითად, ,,âäóøü’’ - ასთმა, çëàòíèöà - სიყვითლე, êàì÷þã - ართრიტი, êðîâàâàÿ óòðîáà - დიზენტერია, ïàäó÷àÿ íåìî÷ü - ეპილეფსია, ïðèù ãîðþù - ციმბირის წყლული, ïðîêàæåíèå - კეთრი, მგლურა და კანის ზოგიერთი სხვა დაავადებები,  ,,ñâåðáåæü (÷åñîòêà)’’ - მუნი,  ,,òðÿñöà’’ - მალარია.

თანამედროვე სამედიცინო ლექსიკაში გამოყენებულმა ზოგიერთმა ძველ რუსულმა სიტყვამ შეიცვალა თავისი მნიშვნელობა, მაგ.: სიტყვა ,,ìîçîëü’’ (კოჟრი) აღნიშნავდა ლიმფური კვანძის ან წყლულის გადიდებას, სიტყვა ,,ñî(ó)ñòàâ’’ - სხეულის ნაწილს ან ორგანოს, აგრეთვე ,,სახსარს’’ თანამედროვე გაგებით და სხვ.

ბევრმა ორიგინალურმა რუსულმა სახელწოდებამ, რომლებიც არსებობდნენ ძველ რუსულ ემპირიულ მედიცინაში ვერ შეძლო თანამედროვე სამეცნიერო მედიცინაში დამკვიდრება და ადგილი დაუთმო უპირატესად ბერძნულ-ლათინური წარმომავლობის სხვა სიტყვებს.

 

2.2. ბერძნულ-ლათინური ლექსიკის გავრცელება     

X ს-ში რუსეთის მიერ  ქრისტიანობის მიღების შემდეგ ბერძნული ენის გავლენის ზრდა განაპირობა ბიზანტიასა და მის კულტურასთან მჭიდრო კონტაქტებმა. აქტიურად ითარგმნებოდა არისტოტელეს, ჰიპოკრატეს, გალენისა და ბიზანტიელი ექიმების ნაშრომები. თანდათანობით აუცილებელი გახდა ლათინური ენის გამოყენება, ვინაიდან ბევრი მეცნიერული ნაშრომი, და მათ შორის სამედიცინოც იწერებოდა ლათინურ ენაზე.  მაგალითად, 1657-1658 წლებში გამოჩენილი რუსი განმანათლებლის ეპიფანე სლავინეცკის მიერ ნათარგმნი იყო ვეზალის  ,,ეპიტომე’’, როგორც ანატომიის სახელმძღვანელო რუსი ექიმებისათვის. თუმცა ე. სლავინეცკის ნათარგმნი დაკარგულია, შეიძლება მეორე ნაშრომის -  ,,სრული ბერძნულ-სლავურ-ლათინური ლექსიკონი’’ - საფუძველზე ვივარაუდოთ, რომ მან შექმნა წინაპირობები ამ ეპოქაში დასავლეთევროპული ტერმინოლოგიის დამკვიდრებისათვის.

 მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბერძნულ-ლათინური ლექსიკის გააზრებასა და ათვისებაში გადადგა შესანიშნავმა ლექსიკოგრაფმა ფ. პ. პოლიკარპოვმა XVIII ს-ის დასაწყისში. მისი სამენოვანი ლექსიკონი, რომელიც შედგება 19712 სტატიისაგან, შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობით ავადმყოფობებისა და სამკურნალო ბალახების დასახელებებს ბერძნულ, ლათინურ და რუსულ ენებზე.

ბერძნულ-ლათინური აკადემიის პირველი გამოშვებების შემდეგ 1658 წელს მოსკოვში კლასიციზმების გამოყენება დაიწყეს უშუალოდ ანტიკური ავტორების თხზულებებიდან. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სამეცნიერო ანატომიისა და ქირურგიული ტერმინოლოგიის შესწავლას ლათინურ ენაზე პირველ ჰოსპიტალურ სკოლაში, რომელიც დაარსებული იქნა 1707 წელს პეტრე I-ის ბრძანებით და ხელმძღვანელობდა ნ. ბიდლოო.

პეტრე I-ის  ეპოქაში და მის შემდეგ მთელ XVIII ს-ში აქტიურად ფორმირება და რუსულ სალიტერატურო ენაში იჭრება ასობით სამეცნიერო ლათინიზმი, როგორც უშუალოდ ლათინური თხზულებებიდან, ასევე დასავლეთევროპული ენებიდან. XVIII ს-ის დასაწყისში ფართოდ გავრცელდა შემდეგი სიტყვები: ìåäèê (მედიკი), ìåäèêàìåíò (მედიკამენტი), ìåäèöèíà (მედიცინა), ðåöåïò (რეცეპტი), ñàíãâà (ლათ. sanguis - სისხლი), óðèíà (ლათ. urina - შარდი), ôåáðà (ლათ. febris - ცხელება). XVIII ს-ის შუაში ლიტერატურაში გამოჩნდა სიტყვა აბსცესი, ამპულა, ამპუტაცია, ანგინა, ვენა, ნერვი, პაციენტი და სხვა.

რუსული სამეცნიერო ტერმინოლოგიის პრინციპების შემუშავებასა და დაფუძნებაში დიდი წვლილი შეიტანა მ. ვ. ლომონოსოვმა (1711-1765 წწ.). იგი, კლასიკური ენების ბრწყინვალე მცოდნე, არაერთხელ ხაზგასმით მიუთითებდა მათ დიდ მნიშვნელობაზე რუსეთში განათლებისა და ტერმინოლოგიის პროგრესისათვის. მ. ვ. ლომონოსოვმა მონაწილეობა მიიღო პირველი ანატომიური ატლასის განხილვაში, რომელიც ნათარგმნი იყო გერმანულიდან ა. პ. პროტასოვის (1724-1796 წწ.) მიერ და საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ანატომიურ ტერმინოლოგიას რუსულ ენაზე.

 

2.3. საკუთრივ რუსული ტერმინოლოგიის განვითარება     

ტერმინოლოგიის ნაკლოვანებებს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობდნენ რუსი ექიმი პედაგოგები. სამედიცინო დისციპლინების სწავლება რუსულ ენაზე შესაძლებელი იყო მხოლოდ სამამულო ტერმინოლოგიის დამუშავებით. ამიტომ ბევრი გამოჩენილი რუსი ექიმი ხდებოდა ერთდროულად მთარგმნელიც და ფილოლოგიც. მათ შორის, პირველ რიგში აღსანიშნავია სანქტ-პეტერბურგის ადმირალიტეტის ჰოსპიტლის მთავარი ექიმი მ. ი. შეინი (1712-1762 წწ.), რომელმაც რუსულ ლიტერატურაში ყველაზე ადრე მოახდინა რუსულ-ანატომიური ტერმინების შეკრება. მთარგმნელებს უფრო უადვილდებოდათ დაავადებებისა და სიმპტომების სახელწოდებებთან მუშაობა, რადგანაც მათთვის არსებობდა ეკვივალენტური მნიშვნელობები რუსულ ხალხურ მედიცინაში. დროთა განმავლობაში მათ ჩაენაცვლნენ ბერძნულ-ლათინური წარმოშობის ტერმინები, მათ შორის ნეოლოგიზმები.

 1783 წელს გამოვიდა პირველი რუსი პროფესორის ნ.მ. ამბოდიკ-მაქსიმოვიჩის (1744-1812 წწ.) ,,ანატომიურ-ფიზიოლოგიური ლექსიკონი’’ ლათინურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე, რომელიც შეიცავდა დაახლოებით 4000 დასახელებას. რუსული ანატომიის სკოლის ფუძემდებელმა პ. ა. ზაგორსკიმ (1764-1846 წწ.) დაწერა პირველი სამამულო სახელმძღვანელო ანატომიაში (1802 წ.), სადაც შეიტანა ლათინური ტერმინების მთელი რიგი რუსული ეკვივალენტი. ხარისხობრივად ახალ ეტაპად რუსული მედიცინის ტერმინოლოგიის განვითარებაში, შეიძლება ჩაითვალოს  ,,საექიმო ლექსიკონი’’ -  შედგენილი 1835 წელს, ა. ნ. ნიკიტინის - პეტერბურგის რუს ექიმთა საზოგადოების დამაარსებელისა და პირველი მდივნის მიერ.

 

2.4. კლასიციზმები და ნეოკლასიციზმები რუსულ სამედიცინო ლექსიკაში     

 XIX ს-ის განმავლობაში რუსული სამედიცინო ლექსიკა  აქტიურად ივსებოდა ტერმინებით, რომელთაც ინტერნაციონალური გავრცელება ჰქონდათ, მათ უმრავლესობას კი შეადგენდნენ კლასიციზმები და ნეოკლასიციზმები, მაგ: ამბულატორია, ბაცილა, ვაქცინა, ჰალუცინაცია, იმუნიტეტი, ინფარქტი, ინფექცია, კავერნა, პერკუსია, პულპა, რეფლექსი, ექსუდატი და სხვები, რომელთაც ჩვენამდე მოაღწიეს შეუცვლელი სახით. ამავე დროს, რუს ექიმებს შორის იყვნენ ისეთებიც,  რომლებიც აქტიურად ილაშქრებდნენ სხვა ენიდან აღებული ტერმინებისა და ნეოლოგიზმების წინააღმდეგ, მყარად იცავდნენ უძველესი დროიდან გამოყენებულ რუსულ ლექსიკას, ასეთი თვალთახედვა ჰქონდა ვ. ი. დალს (1801-1872 წწ.) - პროფესიით ექიმს, შემქმნელს ,,òîëêîâîãî ñëîâàðÿ æèâîãî âåëèêîðóññêîãî ÿçûêà’’. თუმცაღა  მათ მიერ შემოთავაზებული ვერცერთი ცვლილება ვერ დარჩა სამამულო მედიცინის ენაში. რუსი ექიმების უმეტესობა იცავდა ე.წ. ეტალონურ, ინტერნაციონალურ ლათინური ტრანსკრიფციის სახელწოდებებს, არამარტო დანიშნულებით, არამედ ფორმითაც. 1892-1893 წლებში გამოვიდა გერმანული ენიდან ნათარგმნი ,,მედიცინის ენციკლოპედიური ლექსიკონი’’ ა. ვილარეს ავტორობით. რუსული რედაქციის წინასიტყვაობაში საუბარი იყო იმაზე, რომ ,,უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში რუსული სამედიცინო ტერმინოლოგია მნიშვნელოვნად განვითარდა და დამკვიდრდა პრაქტიკოს ექიმებს შორის, თუმცა ის არ არის ჯერ კიდევ იმ დონეზე, რომ გამორიცხოს ლათინური დასახელებების გამოყენება’’. მასში დაცული იყო იმ დროს საზოგადოდ მიღებული ლათინური ტერმინების უპირატესობა, კერძოდ autodigestio, abrachia, acromegalia, epilepsia და უკმაყოფილება იყო გამოთქმული შესაბამისი რუსული სახელების წინააღმდეგ ,,ñàìîïåðåâàðèâàíèå’’ (თვითმონელება), ,,áåçðó÷èå’’ (უხელობა), ,,ãèãàíòñêèé ðîñò’’ (გიგანტური სიმაღლე), ,,ïàäó÷àÿ'' (დაცემა) და სხვა. საინტერესოა, რომ შემდგომი ბედი მოცემული ტერმინებისა აღმოჩნდა სხვადასხვაგვარი: ენაში დამკვიდრდა თვითმონელება და არა autodigestio, დანარჩენი ტერმინები ნასესხები ფორმით დარჩნენ, რუსული ეკვივალენტის გარეშე (აბრაქია, აკრომეგალია, ეპილეფსია).

 

ნაწილი 3. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება საქართველოში     

 

სამედიცინო სატერმინოლოგიო - ნომენკლატურული მუშაობა საქართველოში

 

3.1.  ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნის  წანამძღვრები     

ქართული სამედიცინო ტერმინოლოგია საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა. ქართული კავშირები ბერძნულ, რომაულ, არაბულ სამყაროსთან, კერძოდ კი, სამედიცინო სკოლებთან ბუნებრივია ხელს უწყობდა მედიცინისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებას. ქართულ ლექსიკაში  დალექილია ამ დროინდელი სამედიცინო ტერმინები. მრავალი სამედიცინო ტერმინი,  დღეს აღარ გამოიყენება, მაგრამ  ფიქსირებულია ძველ ხელნაწერებში ან ხალხურ მეტყველებაში. შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიას  აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ცხადია, ტერმინოლოგიის შექმნის პრინციპები და ლექსიკური ფონდი დინამიურად იცვლებოდა.

 სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია, პირობითად,  შეიძლება სამ ეტაპად დავყოთ:

·         ძველი პერიოდი. მე-19 საუკუნის ბოლომდე  

·         ახალი პერიოდი. მე-19 საუკუნის ბოლოდან ვიდრე მე-20 საუკუნის  ბოლო ათწლეულამდე

·         უახლესი პერიოდი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან)

3.2.  სამედიცინო ტერმინოლოგიის  განვითარების   ადრეისტორიული პერიოდი  საქართველოში     

 

სამედიცინო ტერმინები ბუნებრივია, ქართულ პროფესიულ სამედიცინო ლექსიკაში დღეს ფარდობითად ცოტაა და არსებით გავლენას ვერ ახდენს სამედიცინო პროფესიულ დიალექტზე, მაგრამ, ამ პერიოდის შესწავლა, თავისთავად, ფასეულია საქართველოსა და დარგობრივი ისტორიის თვალსაზრისით.  საზოგადოდ, ძველი  პერიოდისთვისაც დამახასიათებელია ზოგადი ტენდენცია: ტერმინოლოგიაზე გავლენას ახდენდა ის ენა, რომელთანაც ძლიერი იყო კულტურული და პროფესიული კავშირები. ძველი პერიოდიდან ენაში დალექილია დღეისათვის ფარდობითად მცირე რაოდენობის, ლათინური, ბერძნული, არაბული წარმომავლობის ტერმინები, რიგი უშუალოდ ქართული ტერმინებისა.

საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა საფუძველი, რათა მე-20 საუკუნეში საქართველოც  შეერთებოდა ეროვნული სამედიცინო ტერმინოლოგიების  შექმნის პროცესს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და საერთაშორისო დონეზე დაიწყო.

 

ქვემოთ, ამ პერიოდის აღწერა მოგვყავს ლადო კოტეტიშვილის მიხედვით.

 

,,ყველა ქართველურ ენასა და დიალექტში, რა თქმა უნდა, ფართოდ იყო წარმოდგენილი სხვადასხვა დარგის ლექსიკა, მათ შორის ნამემკვიდრევი საერთო ქართველური ფუძეებიდან, მაგრამ ეს ისტორიამდელი პერიოდი, რომელიც დოკუმენტურად ან წერილობით არ იყო ფიქსირებული და ტერმინთქმნადობაზე მსჯელობა იმ პრეისტორიული ხანისათვის მხოლოდ კომპარატივისტული მეთოდით რეკონსტრუირებული მასალის მიხედვით ხდება შესაძლებელი. რაც შეეხება საერთო ქართული სახელმწიფოს შექმნის პერიოდს, რომელიც მანამდე არსებული ქართულ-ქართველური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებისგან განსხვავებით, დოკუმენტურად არის ფიქსირებული და ჩვენთვის გარკვეული ათვლის წერტილს წარმოადგენს ამ შემთხვევაში. ტერმინთქმნადობის პროცესის დაწყების თვალსაზრისით, ის სათავეს მეფე ფარნავაზის მიერ საერთო ქართული სახელმწიფოს შექმნის დროიდან (ძვ. წ. აღ. 304-303 წწ.) იღებს და მოიცავს ორ უმნიშვნელოვანეს ეტაპს: პირველი, ეს ქართული ენის გამოცხადებაა სახელმწიფო ენად ძვ. წ. აღ. 284 წელს: „და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“ (ყაუხჩიშვილი 1955: 26); და მეორე, დიდი ტერმინოლოგიური სამუშაო, რომლის შესახებ ჩვენ გარკვეულ ინფორმაციას ვიღებთ როგორც „ქართლის ცხოვრებიდან“, ასევე მხითარ აირივანეცის „ქრონოგრაფიული ისტორიიდან“.

უკვე აღმოჩენილი და ცნობილი ფილოსოფიური საექიმო ძეგლების მიხედვით ძველი საქართველოს მედიცინის ისტორია შეიძლება გაიყოს სამ პერიოდად.

·        პირველ პერიოდს ეკუთვნის IX - XII საუკუნეები, როდესაც ქართული ფილოსოფიური საექიმო მსოფმხედველობა განიცდის საბერძნეთის მძლავრ გავლენას (იხ. შატბერდის კრებულის XXX თავი ,,კაცისა შესაქმეი’’, გრიგოლ ნოსელის  ,,დაბადებისათვის კაცისა’’, ნემესიოს ემესიელის ,,ბუნებისათვის კაცისა’’)

·         მეორე პერიოდი შეიცავს XII - XV საუკუნეებს, როდესაც არაბულ-ირანული საექიმო მსოფლმხედველობა უდიდეს გავლენას ახდენს ქართულ საექიმო აზროვნებაზე. ამავე პერიოდში ქართულ მედიცინაში მტკიცედ მკვიდრდება არაბულ-ირანული საექიმო ტერმინოლოგია. (იხ. ხელნაწერი z-26, სახ. მუზ. პალ. განყოფილება; ხელნაწერი წარმოადგენს უსახელო ,,საექიმო წიგნს’’ და დაწერილია უძველესი ნუსხურით. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით XII საუკუნეზე მერმინდელი არ უნდა იყოს. 2. ხოჯაყოფილის ,,წიგნი სააქიმოი’’ 3. მწერელ აბრამის ,,კარაბადინი’’  ხელ. ¹ 916 H. ეს ორივე ძეგლიც შესრულებულია უძველესი ნუსხურით)

·         მესამე პერიოდი იწყება XVI საუკუნიდან და გრძელდება XIX საუკუნის დასაწყისამდე. ამ პერიოდში სუსტდება არაბულ-ირანული გავლენა და ქართული საექიმო აზროვნება განიცდის დასავლეთ ევროპის გავლენას. ქართველი ექიმები საექიმო განათლების  მისდაღებად არაბეთსა და ირანში კი აღარ მიდიან, არამედ ვენეციაში, ,,შპანიაში’’, ,,ვლახიაში’’, ,,ინღლიაში’’, კონსტატინეპოლში და სხვაგან. ამავე პერიოდს ემთხვევა კათოლიკე მისიონერების საექიმო განმანათლებელი მუშაობა საქართველოში.

XIX საუკუნე მკვდარი პერიოდია ქართული მედიცინის ისტორიაში. არც ერთი ცოტად თუ ბევრად შესამჩნევი საექიმო თხზულება ამ პერიოდში ჩვენ არ მოგვეპოვება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლეკარ პეტრე კლაპიტონოვის მიერ 1830-32 წლებში რუსულიდან ნათარგმნი და გადმოკეთებული ,,მოკლე კარაბადინის’’-ს, დეკანოზ დავით ღამბაშიძის ,,კარაბადინი’’-ს (იხ. სახალხო საექიმო წიგნი ,,კარაბადინი’’ შედგენილი დავით ღამბაშიძის მიერ ქუთაისი, 1893 წ. და ვინმე ილია სულაქველიძის  ,,სიმრთელის კიდობანი’’-ს (იხ. ,,სიმრთელის კიდობანი’’ოჯახში საკითხავი-სახმარებელი წიგნი 1891 წ.) გარდა არაფერი არა სჩანს მთელი საუკუნის მანძილზე.

 

3.3.  ახალი პერიოდი იწყება მე-19 საუკუნის ბოლოდან. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში სამედიცინო ტერმინოლოგია ლათინურ ენის ბაზაზე დაკანონდა. ერთის მხრივ დაიწყო სამედიცინო ცნებათა სისტემატიზაცია, უნიფიკაცია და ლათინური სატერმინოლოგიო ლექსიკონების მომზადება, მეორეს მხრივ - ლათინურ ენაზე მომზადებული საერთაშორისო ტერმინოლოგიის ბაზაზე ეროვნული სამედიცინო ტერმინოლოგიების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ ჰქონდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ხელსაყრელი პირობები, საქართველოშიც დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებებით.

ქართულმა საზოგადოებამ, ერთის მხრივ, ყურადღება მიაპყრო ტერმინოლოგიის შექმნის   ისტორიული გამოცდილების კვლევას. ამ მიმართულებით მუშაობდნენ ივ. ჯავახიშვილი, ლადო კოტეტიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ შენგელია და ქართული მედიცინის ისტორიის სხვა მკვლევარები. მეორე მხრივ, მიმდინარეობდა სამუშაოები უშუალოდ ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შესაქმნელად. წამოწყებას ხელმძღვანელობდნენ ს. ყაუხჩიშვილი. სპ. ვირსალაძე, ალ. ნათიშვილი. ზ. მაისურაძე, ნ.ყიფშიძე, ი. ქუთათალაძე და სხვები. ვიწროდარგობრივმა სატერმინოლოგიო სამუშაოებმა  ბუნებრივია შექმნა ტერმინოლოგიური არაცალსახობა. პროფ.ზ. მაისურაძემ 1947 წელს დაიწყო ტერმინთა უნიფიკაცია. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღებული, თუმცა ბუნებრივია პრობლემა  სრულად ვერ გადაიჭრა. 

 სხვადასხვა დროს სატერმინოლოგიო მასალების მომზადებაზე მუშაობდნენ:  აბაშიძე  ., აბაშიძე ს.,  აბესაძე ა., აკობია ე., ალადაშვილი ალ., ალექსიძე ალ., ამირანაშვილი  ., ანთაძე ლ., ბარამიძე  ., ბახტაძე გ., ბერიშვილი  ., გიორგაძე  ., გოგოლაური თ., გონგაძე ნ., გუნია კ., დათეშიძე ლ., დგებუაძე რ., ერისთავი  ., ერისთავი ლ.,ზარდიაშვილი თ., თიკანაძე ივ., თოფურია გ., თურმანაული გ., თურმანაული ი., იოსელიანი გ., კინწურაშვილი  ., კლიშოვი ა., კოპალეიშვილი ბ., კორძაია მ., კუჭაიძე ვლ., ლაპანაშვილი ი., ლაჩაშვილი ი., ლეჟავა გ., მაისურაძე ზ., მალაშხია ი.,  მაყაშვილი ალ., მგალობლიშვილი ც., მენაბდე ც., ნათიშვილი ალ., ნაკაშიძე  ., პაპუაშვილი ქ., ჟღენტი ვლ., რევიშვილი მ., სვანია ბ., სხირტლაძე ნ., ტურძილაძე თ., უზნაძე ნ., უსტიაშვილი ალ., ფანცულაია რ., ქისტაური  ., ქორელი ალ.,  ქუთათელიძე ., ქუთელია  ., ღიბრაძე მ., ღლონტი თ., ყაუხჩიშვილი ს.,შავდია მ., შალამბერიძე ნ., შაც-შველიძე მ.,  შელია  ., შუბლაძე, ჩაფიჩაძე ზ., ჩქარეული   ., ჩხიკვიშვილი ც., ციბაძე ალ., ჭელიძე დ., ჭელიძე რ., ჭიჭინაძე მ., ჭუმბურიძე  ., ჭუმბურიძე  ., ჭყონია ე., ჯავახიშვილი ივ., ჯავახიშვილი ნ.,  ჯიბუტი გ.; უახლეს პერიოდში- ლ. დათეშიძე, ა.შენგელია, ვ. შენგელია, მ. კიკნაძე, ვ. შარაშიძე, გ. მგელაზე, ლ. შენგელია, რ. ყურაშვილი, თ. კიკალეიშვილი, მ. შავდია, ა. დათეშიძე,ბ. შარაშიძე,რ.ზექალაშვილი  და სხვები.

შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნის ბოლოდან მეოცე საუკუნის ბოლომდე ფაქტიურად შეიქმნა თანამედროვე ქართული სამედიცინო ტერმინოლოგია. დღეისათვის მედიცინასა და მომიჯნავე დარგებში 50 -დე დარგობრივი ლექსიკონია მომზადებული.

მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა,  ამ პერიოდში ვერ მოხერხდა გადაჭრილიყო სატერმინოლოგიო მუშაობის მთელი რიგი აქტუალური პრობლემები. ეს ბუნებრივია, რადგან მათი გადაჭრა შეუძლებელი იყო არადამოუკიდებელ ქვეყანასა და ბრძანებითი ეკონომიკის პირობებში. საზოგადოდ, კი ივანე ჯავახიშვილის შემდეგ, რომელმაც ტერმინოლოგიის სისტემური პრინციპები დაამუშავა, ნაკლებად ჩანს პრობლემათა სისტემური გააზრებისა და განზოგადოების მცდელობები.

2.1.  უპირველს ყოვლისა ვერ მოხერხდა სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნის პროცესი უწყვეტი და დინამიკური გამხდარიყო. სამედიცინო ტერმინოლოგია სწრაფად მდიდრდება ახალი ცნებებითა და ტერმინებით.  ქართული სამედიცინო დარგობრივი ლექსიკონები ყოველთვის  რამდენიმე წლით ჩამორჩებოდა საერთაშორისო სატერმინოლოგიო ფონდს და ქართულ პროფესიულ ლექსიკას. ამის შედეგად სპეციალური ლექსიკონების ლექსიკური ფონდი არასრული და გამოცემის მომენტისათვის უკვე  მოძველებული იყო. შედეგად, სპეციალისტები იძულებული იყვნენ ესარგებლათ რუსული ტერმინოლოგიითა და კალკებით. ენაში დანერგილი არასწორი ფორმების გაძევება კი, ლექსიკონების გამოსვლის შემდეგ რთულდებოდა. თავისთავად, სამეცნიერო და კულტურულ კავშირებს, მოაქვს ქართული ენისათვის ახალი ტერმინები და ნორმები, მაგრამ, ხშირად იგი სცილდებოდა ქართული ენისათვის ბუნებრივ ფარგლებს.

2.2.  ვერ მოხერხდა მედიცინის ერთიანი დარგობრივი ლექსიკონის შექმნა. იმ პერიოდში  მედიცინის  რამდენიმე დარგში შეიქმნა წარმატებული ლექსიკონი, მაგრამ მედიცინის დარგები სამედიცინო ლექსიკოლოგიაში არათანაბრად იყო წარმოდგენილი.  სრულყოფილებით გამოირჩევა ნაშრომები ანატომიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის ნომენკლატურების შესაქმნელად, თუმცა ისინიც რამდენიმე წლით ჩამორჩება საერთაშორისო ნომენკლატურის განვითარებას. ერთიანი სამედიცინო ლექსიკონის შექმნა, რომელიც მოიცავდა მედიცინის ყველა სფეროს ვერ მოხერხდა. ამავე დროს, ცნობილია, რომ ტერმინთა არაცალსახობის პრობლემის მიზეზთა დიდი ნაწილი, სწორედ ერთიანი ლექსიკონის შექმნისას ვლინდება და მხოლოდ მისი შექმნისას შეიძლება უნიფიკაციის მთელი რიგი პრობლემების გადაჭრა.

2. 3. პრაქტიკულად არ შესრულებულა ნაშრომები სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნის მეთოდოლოგიისა და მეთოდიკის შესაქმნელად. მედიკოსების მიერ ჩატარებული ცალკეული ლექსიკოლოგიური ნაშრომების დროს დაგროვილმა გამოცდილებამ ვერ მიიღო ერთიანი მეთოდოლოგიური განზოგადება, ვერ განზოგადდა ტერმინოლოგიის ლინგვისტური პრობლემებიც. სატერმინოლოგიო სფეროში საერთოდ, ქართული ორიგინალური ნაშრომები ცოტაა,  და ისინიც ვერ ითვალისწინებენ მედიცინის სპეციფიკას.

 2. 4. ვერ შეიქმნა სიცოცხლისუნარინი ინსტიტუციური სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა სამედიცინო ტერმინოლოგიაზე დინამიკურ და უწყვეტ მუშაობას, წარმართავდა უწყვეტ სამუშაოებს ამ მიმართულებით. უმეტეს შემთხვევაში, სატერმინოლოგიო მუშაობა რჩებოდა ცალკეულ მამულიშვილთა, ზოგჯერ ინსტუტუციური ფორმით შენიღბული, პირადი ინიციატივის დონეზე.

2. 5.  საერთაშორისო ტერმინოლოგია, რამდენადაც არ იყო პირდაპირი კონტაქტები, ძირითადად შემოდიოდა მხოლოდ შუალედური-რუსული ენის გავლენით და არა ლათინური ენებიდან. ხშირ შემთხვევაში, ეს  ეწინააღმდეგებოდა ქართული სამედიცინო ტერმინილოგიის შექმნის ისტორიულ პრინციპებს. ამ პერიოდში რუსულენოვანი კულტურის გავლენა საერთოდ, და პროფესიულ კულტურაზე კერძოდ, დიდი იყო. ეს ბუნებრივია, აისახებოდა ლექსიკურ ფონდზეც, მაგრამ ხშირად ეს გავლენა ღებულობდა ხელოვნურ ხასიათს და არღვევდა ქართული ენისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ ნორმებს.

2. 6  სატერმინოლოგიო მუშაობა ვერ განზოგადდა სამედიცნო ინფორმატიკის სისტემურ პრობლემებამდე. ამ სფეროს პრობლემებისადმი სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა არა მარტო პრობლემათა ერთიანი გააზრება, არამედ ხშირად ვერ  ხერხდებოდა პრობლემის ბინარული (სემანტიკური და ლინგვისტური) გააზრებაც კი.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავსვათ, რომ ამ პერიოში ჩამოთვლილ პრობლემათა გადაჭრას წინ პოლიტიკური ნება ეღობებოდა.

ინფორმატიულია სამედიცინო სფეროში ლექსიკონების გამოცემის სიხშირული გრაფიკი (იხ. ქვემოთ). ამ გრაფიკიდან, კარგად ჩანს, რომ ლექსიკონების გამოცემის რიცხობრიობამ პიკს მიაღწია დამოუკიდებლობის მიღწევის პირველ წლებში. (საერთოდ, გრაფიკიდან ჩანს, რომ ნაციონალური აქტიურობის პერიოდები ტერმინოლოგიის სფეროზეც ისახება). ამ პერიოდში შესრულდა რამდენიმე ფასეული ნაშრომი, რომელთაგანაც გამოვყოფდით შემდეგს :

·         მომზადდა მედიცინის ტერმინოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი პირველი დისერტაცია (ნანა ამირანაშვილი).

·         გამოვიდა სახელმძღვანელო “ქართული ენა და სამედიცინო ტერმინოლოგიის საფუძვლები” (რუსუდან  ზექალიშვილი).

·         დაიძებნა ამ სფეროში საქართველოში შესრულებული   ყველა ნაშრომი და მომზადდა ბიბლიოგრაფიული საძიებელი, რითაც შეიქმნა სამედიცინო ლინგვისტიკის სფეროში მემკვიდრეობითობის პრინციპების დაცვისა და სამუშაოთა ახალი ეტაპისათვის საინფორმაციო ბაზა (არჩილ შენგელია )

  

 

3.4 მედიცინის სატერმინოლოგიო მუშაობაში ახალი პერიოდი ათეულ წელზე  ცოტა მეტი ხანია დაიწყო. ამ ეტაპის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები უკვე გამოიკვეთა: ესაა სატერმინოლოგიო პრობლემებისადმი სისტემური მიდგომა ტერმინოლოგიური პრობლემები მოიზრება, როგორც სამედიცინო საინფორმაციო სივრცის შექმნის სისტემური პრობლემის ერთ-ერთი  კომპონენტი, კომპლექსური პრობლემატიკის შემადგენელი ნაწილი სატერმინოლოგიო პრობლემების  მეტა-დონიდან გადაჭრის მცდელობა, აადვილებს არა მარტო პრობლემების გააზრებას, არამედ მის გადასაჭრელად სამუშაოთა რეალურ ორგანიზებას (მენეჯმენტს).  მიუხედავად მცირე დროითი პერიოდისა, პრობლემატიკისადმი ინტერესი და სამუშაოების ტემპები უახლეს პერიოდში მაღალია.