|
|
| |
საქართველოს ბუნება
და ბუნებრივი რესურსები
|
| |
ა. ვაკის ლანდშაფტები: 1. კოლხური ნოტიო
სუბტროპიკული ვაკე-დაბლობების ლანდშაფტების ტიპის არეალი
მოიცავს კოლხეთის დაბლობს, რომელსაც დასავლეთით ესაზღვრება
შავი ზღვა, ჩრდილოეთით კავკასიონის, სამხრეთით მესხეთის
ქედის, ხოლო აღმოსავლეთით იმერეთის მაღლობის მთისწინები. მის
ფარგლებშია აგრეთვე კახაბრისა და ბიჭვინთის დაბლობები და
ზღვისპირა დაბლობთა სხვა უფრო მცირე ფრაგმენტები. ამ
ლანდშაფტისათვის დამახასიათებელია ახალგაზრდა
ალუვიურ-დელუვიური ნაფენებით (კენჭნარი, ქვიშა, თიხა, ლამი)
აგებული ბრტყელზედაპირიანი დაბლობები, ზღვის თანაბრად
ნესტიანი და თბილი ჰავა, 10OC-ზე მაღალ აქტიურ ტემპერატურათა
ჯამი 4000-45000, მეტად ჭარბი დანესტიანება (წლიური
დანესტიანების ხარისხი 2,5-ზე მეტია). ხშირი ჰიდროგრაფიული
ქსელი ტიპური ვაკის მდელოებით, მდინარეთა შედარებით მცირე
საშუალო წლიური ჩამონადენი (15-20 ლ/წმ 1კმ2), ჭაობები,
დაჭაობებული ადგილები, ,,ნარიონალები“ და რელიქტური ტბები,
ნესტიანი გრუნტისათვის შესაფერისი ტორფიან-ჭაობიანი,
ეწერ-ლებიანი და უფრო დრენირებულ ვაკეზე და ბორცვებზე -
სუბტროპიკული ეწერი, ყვითელმიწა და წითელმიწა ნიადაგები;
უხვი ლიანებით გადახლართული კოლხური ჰიდროფილური ტყეები.
შიდალანდშაფტური სხვაობის გამო ეს ტიპი, ისე, როგორც სხვა
დანარჩენი, მოიცავს ლანდშაფტის რამდენიმე სახეს. ადამიანის
სამეურნეო მოქმედების შედეგად ბუნებრივი ლანდშაფტები
უმეტესად სახშეცვლილია - ათვისებულია ჩაის, ციტრუსოვანი
კულტურების, ბაღ-ვენახებისა და მარცვლოვანი (ძირითადად
სიმინდის) კულტურებისათვის.
2. ზომიერად მშრალი სუბტროპიკული ვაკეების ჯაგ-ეკლიანი სტეპის
ლანდშაფტები გამოხატულია შიდა ქართლის ბარში დოღლაურის, ტირიფონის,
მუხრან-საგურამოს ვაკეებზე; აგრეთვე ახალციხის ქვაბულისა და მტკვრის
შუა ხეობის ვაკე-ტერასულ ძირზე. მისთვის დამახასიათებელია მეოთხეული
(ალუვიური, დელუვიური) ფხვიერი ნალექებით აგებული, მდინარეთა ხეობებით
და მშრალი ხევებით დანაწევრებული ბრტყელზედაპირიანი და ნაწილობრივ
ტალღობრივი ვაკე რელიეფი, ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე
გარდამავალი ჰავა ცხელი ზაფხულით და წელიწადში ნალექების ორი
მინიმუმით; 10OC-ზე მაღალ აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 30000, წლიური
დანესტიანების ხარისხი 0.7; მდელოს კარბონატულ, ტყე-სტეპის გარდამავალი
ზოლის შავმიწისებრ, ალუვიურ კარბონატულ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებზე
განვითარებულია ჯაგეკლიანი სტეპი (ტყის ელემენტები), მთავარ მდინარეთა
გაყოლებით ტუგაის ტყეებია. ლანდშაფტის ტიპი ამჟამად მაქსიმალურად არის
სახეშეცვლილი, გაბატონებულია კულტურული ლანდშაფტი (ვენახი, ხეხილი,
ბაღჩეულ-ბოსტნეული, ხორბალ, სიმინდი და სხვ.).
3. მშრალი სუბტროპიკული ვაკე-სტეპური ლანდშაფტები ჩამოყალიბებულია
ქვემო ქართლის ვაკეზე, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით
და ჩრდილო-აღმოსავლეთით შემოფარგლულია თრიალეთისა და ლოქის ქედებით,
შუა ხრამის მთათა კვანძით, სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთის
აღმოსავლეთი შვერილითა და ივრის ზეგნით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კი
გრძელდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მტკვრის ვაკის სახით. ლანდშაფტის
ამ ტიპისათვის დამახასიათებელია მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების
- ხრამისა და ალგეთის მიერ ჩამოტანილი ნალექებით, აგრეთვე
სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში პლიოცენისა და და ქვედაპლეისტოცენის ასაკის
ზღვიური ნალექებით, ტბიური და ალუვიური თიხებითა და ქვიშებით აგებული
ტერასული, სუსტად დახრილ-დანაწევრებული ბრტყელზედაპირიანი ვაკე
რელიეფი. 10OC-ზე მაღალ აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3000-40000, წლიური
დანესტიანების ხარისხი 0.6, ძირითადად წაბლა ნიადაგებზე (რომლებიც
ზოგან დამლაშებული და ბიცობიანია) გავრცელებულია უროიანი სტეპი,
ჯაგეკლიანები და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. ათვისებულია
სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის (ვაზი, ხეხილი, ხორბალი, თამბაქო,
სიმინდი, ბაღჩეულ-ბოსტნეული).
4. მშრალი სუბტროპიკული ვაკე-წვრილმთიანეთის სტეპური და არიდული
ტყე-ბუჩქნარების ლანდშაფტები ჩამოყალიბებულია ძირითადად ივრის ზეგანზე
და სამხრეთ-აღმოსავლეთით ვრცელდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე
(აჯინოურის ზეგანზე). ახასიათებს ნეოგენურ ნაოჭა სტრუქტურაზე
განვითარებული მაღლიობ-წვრილმთიანი რელიეფი, ანტიკლინური სერები და
სერებშორისი ვალე-ტაფობები, პლატოები და მშრალი ხევ-ხეობები, მშრალი
სუბტროპიკული, ზომიერად თბილი სტეპების ჰავა, ცხელი ზაფხული, ნალექების
ორი მინიმუმი წელიწადში. 10OC-ზე მაღალ აქტიურ ტემპერატურათა ჯამი
3500-40000; წლიური დანესტიანების ხარისხი 0.6-ზე ნაკლებია. ასეთ
კლიმატურ პირობებში მცირე და საშუალო სისქის შავმიწა, წაბლა,
დამლაშებულ, გაჯიან და ტყის რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე გავრცელებულია
სტეპისა და და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, ზოგან არიდული ნათელი
ტყე-ბუჩქნარი; ივრისპირებზე შემორჩენილია ტუგაის ტყეები. ლანდშაფტის
გავრცელების არეალის დიდი ნაწილი, მეტწილად ვაკე-ტაფობები, ამჟამად
სასოფლო-სამეურნეო კულტურებს უჭირავს (ვენახი, ხორბალი, მზესუმზირა,
სიმინდი).
5. ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულ ვაკეთა ლანდშაფტები გავრცელებულია
ალაზნის ვაკეზე, რომელსაც ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით
საზღვრავს კავკასიონისა და გომბორის ქედების მთისწინეთი და ივრის
ზეგანი. აღმოსავლეთით ეს ლანდშაფტი ვრცელდება აზერბაიჯანის
ტერიტორიაზე, გიშისწყლის ვაკეზე, მისთვის დამახასიათებელია მეოთხეული
ალუვიური და ალუვიურ-პროლუვიური ნალექებით აგებული ბრტყელი ვაკე
რელიეფი, რომელსაც პერიფერიებზე გამოზიდვის სქელი კონუსები და შლეიფები
აქვს, რაც მნიშველოვანწილად ღვარცოფების მოქმედებითაა შექმნილი. ჰავა
ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი
ზაფხული, ნალექების ორი მინიმუმი წელიწადში. 10OC-ზე მაღალ აქტიურ
ტემპერატურათა ჯამი 3500-დან 40000-მდეა. წლიური დანესტიანების ხარისხი
0.6-1.0-ია. ალუვიური უკარბონატო და მდელოს კარბონატულ, ნაწილობრივ
დამლაშებულ და შავმიწისებრ მიადაგებზე გავრცელებულია ჯაგეკლიანი
მდელო-სტეპის მცენარეულობა, აქა-იქ შემორჩენილია ვაკის ტყე, ალაზნის
პირას - ტუგაის ტყე. ლანდშაფტის ტიპის არეალი ამჟამად ძირითადად
კულტურულ ლანდშაფტს უჭირავს (ვენახები, ბაღები, სახნავ-სათესები).
6. ნახევარუდაბნოს ვაკედაბლობების ლანდშაფტები ტიპიურად მხოლოდ
საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ელდარის
ვაკე-დაბლობზეა გამოხატული. სამხრეთით იგი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე
გადადის. ლანდშაფტისათვის დამახასიათებელია მცირედ დახრილი, ძირითადად
მდინარე ივრის მიერ ჩამოტანილი, მასალით დაფარული, აკუმულაციური,
სუსტად დანაწევრებული ვაკე-დაბლობი; 10OC-ზე მაღალ აქტიურ
ტემპერატურათა ჯამი 40000-ია. ნალექები მცირეა (წლიური 300 მმ-მდე).
აორთქლებადობა კი ძალზე დიდი, რაც განაპირობებს დანესტიანების ხარისხის
სიმცირეს (0.30-მდე). კლიმატური პირობების შესატყვისად მეოთხეულ
ახალგაზრდა ფხვიერ დანალექებზე, ლიოსისებრ თიხნარებზე და კენჭნარებზე
ავშნიან-ვეძიანი და ვეძიან-ავშნიანი მცენარეულობის ქვეშ განვითარებულია
მურარუხი ნიადაგები დამლაშებული სახესხვაობებით. ლანდშაფტის
გავრცელების არეალი საზამთრო საძოვრებად არის გამოყენებული.(ქსე.1991
წ.)
|
| |
| |
|
რუკები:
პალეოგრაფიული,
მიოცენი /
ტექტონიკა
/
ტექტონიკა /
თანამედროვე
გეომორფოლოგიური პროცესები /
სპელეოლოგიური /
პალეოგრაფია,
მყინვარები /
გეოლოგიური ასაკი
/
ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება /
ნიადაგები /
კულტურები
გადასვლები:
ფარმაცია
/
ბუნება და
ბუნებრივი რესურსები /
ტექნოლოგიები /
ეკოლოგია /
მედიცინა
/
ბიზნესის დაგეგმვა
,მართვა, საინფორმაციო თანხლება
/
ქართული უნივერსიტეტის
საინფორმაციო პროექტები
ბმულები:
საიტი
მოამზადა ვასილ შენგელიამ. 2008
წ. აგვისტო. ამ საიტის შემდგომი სრულყოფა გათვალისწინებულია
სტუდენტთა
სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში.
საბაზო
ტექტური მასალა აღებულია ქსე-დან,
იგი 1991 წელსაა გამოცემული და ტექსტებიც სპეციფიურია .სურათები
აღებულია ინტერნეტში თავისუფალი გავრცელების საიტებიდან
google-ს
ნახატების საძიებო სისტემით. თუ შემთხვევით დაირღვა თქვენი საავტორო უფლებები,
გთხოვთ გვაცნობოთ ელფოსტაზე
mpi@gol.ge
და შეცდომას გავასწორეთ.რუკების ნაწილი აღებულია 1964 წელს მოსკოვში გამოცემული
"საქართველოს სსრ ატლასიდან". ჯერჯერობით მათი გაქართულება ვერ მოვახერხეთ,
რისთვისაც გიხდით ბოდიშს. სამუშაოები მიმდინარეობს
.
ლიტერატურა: 1. ქსე 2. საქართველოს სსრ ატლასი.1964 |
|
|
|
|
|
|
|