საქართველოს ბუნება და ბუნებრივი რესურსები

 

     ს პ ი ლ ე ნ ძ ი. საქართველოს სპილენძის საბადოები 3 ფორმაციას მიეკუთვნება: სპილენძ-თუთია-კოლჩედანურს, სპილენძ-პირონიტულს და ძარღვულ სპილენძ-პოლიმეტალურს. პირველი გენეტურად და გავრცელებით დაკავშირებულია ართვინ-ბოლნისის ბელტის ზედაცარცული ასაკის ვულკანოგენურ წყებასთან; მეორე - კავკასიონის სამხრეთი ფერდის ქვედაიურული ასაკის ფიქლების წყებასთან; მესამე გვხვდება აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემაში და დაკავშირებულია ზედაეოცენური ასაკის სიენიტ-დიორიტულ ინტრუზივებთან. აღნიშნულთაგან უმნიშვნელოვანესია მადნეულის სპილენძ-ტყვია-თუთიის საბადო, რომლის ბაზაზე მუშაობს მადნეულის სამთამადნო კომბინატი. ბოლნისის რაიონში არის ამ ტიპის შედარებით მცირე საბადოებიც - წითერსოფლის, ქვემო ბოლნისის, თამარისის, დავითგარეჯის და სხვ. კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემაში რეგიონული სარტყლის გასწვრივ ცნობილია სპილენძ-პირონიტული მადნების მრავალრიცხოვანი გამოვლინება. ზოგიერთი მათგანი პერსპექტიულად შეიძლება ჩაითვალოს. მიმდინარეობს ინტენსიური შესწავლა აფხაზეთსა და კახეთში. ძარღვული სპილენძ-პოლიმეტალური საბადოები უმთავრესად კონცენტრირებულია აჭარის მადნეულ რაიონში. გამოვლინებული მარაგის სიმცირის გამო მათი დამუშავება მიზანშეწონილი არ არის (ქსე-1991 წ.)

სურათზე გიორგი III -ის  ( 1174 წ.) სპილენძის მონეტაა

   
 
   

რუკები:  პალეოგრაფიული, მიოცენი   /   ტექტონიკა   /   ტექტონიკა   /   თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესები   /   სპელეოლოგიური   /   პალეოგრაფია, მყინვარები    /   გეოლოგიური ასაკი   /   ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება   /   ნიადაგები   /   კულტურები

გადასვლები:   ფარმაცია  / ბუნება და ბუნებრივი რესურსები ტექნოლოგიები  /  ეკოლოგია / მედიცინა /   ბიზნესის დაგეგმვა ,მართვა, საინფორმაციო თანხლება / ქართული უნივერსიტეტის საინფორმაციო  პროექტები

ბმულები:

საიტი მოამზადა ვასილ შენგელიამ. 2008 წ. აგვისტო. ამ საიტის შემდგომი სრულყოფა გათვალისწინებულია სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში. საბაზო ტექტური მასალა აღებულია ქსე-დან, იგი 1991 წელსაა გამოცემული  და ტექსტებიც სპეციფიურია .სურათები  აღებულია  ინტერნეტში თავისუფალი გავრცელების საიტებიდან google- ნახატების საძიებო სისტემით. თუ შემთხვევით დაირღვა თქვენი საავტორო უფლებები, გთხოვთ გვაცნობოთ ელფოსტაზე mpi@gol.ge და შეცდომას გავასწორეთ.რუკების ნაწილი აღებულია 1964 წელს მოსკოვში გამოცემული "საქართველოს სსრ ატლასიდან". ჯერჯერობით მათი გაქართულება ვერ მოვახერხეთ, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. სამუშაოები მიმდინარეობს .

ლიტერატურა: 1. ქსე 2. საქართველოს სსრ ატლასი.1964