|
| ||||||||||||
|
საქართველოს ბუნება და ბუნებრივი რესურსები | ||||||||||||
|
ნ ა ხ შ ი რ ი. ქვანახშირისა და მურა ნახშირის საბადოები
დაკავშირებულია იურულ (ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადო, მაგანისა და ბზიფის
საბადოები) და პალე
ოგენურ (ახალციხის მურა ნახშირის საბადო) ნალექებთან.
აღნიშნული საბადოებიდან სამრეწველო
მნიშვნელობა
აქვს ტყიბულ-შაორის, ტყვარჩელის და ახალციხის საბადოებს. ტყიბულ-შაორის საბადო
დიდ საბადოთა რიცხვს მიეკუთვნება. ქვანახშირის მარაგი 1979 წლის 1 იანვრისათვის
307,4 მლნ ტონას შეადგენდა. მისი ქვანახშირი მაღალაირიან ნახშირებს მიეკუთვნება,
თბოუნარიანობა 7680 კკალ/კგ-ია. დამოუკიდებლად არ იკოქსება, მაგრამ
ტყვარჩელის
ქვანახშირთან ერთად იძლევა მეტალურგიულ კოქსს. ტყვარჩელის საბადოს მარაგი
შედარებით მცირეა (1979 წლის 1 იანვრისათვის 28,1 მლნ ტონა); ქვანახშირი
ცხიმისებრი და საკოქსე მარკებისაა, თბოუნარიანობა 7860 კკალ/კგ-ია.
ახალციხის
მურა ნახშირის საბადოს შედარებით მნიშვნელოვანი მარაგი აქვს (1979 წლის 1
იანვრისათვის 71,5 მლნ ტონა), მაგრამ ნახშირის დაბალი ხარისხისა და და საბადოს
ექსპლუატაციის რთული სამთო-ტექნიკური პირობების გამო ნახშირის მოპოვება მცირე
მასშტაბით წარმოებს. (ქსე-1991 წ.) | ||||||||||||
|
||||||||||||