საქართველოს ბუნება და ბუნებრივი რესურსები

 
მ ყ ი ნ ვ ა რ ე ბ ი საქართველოში მხოლოდ კავკასიონზეა. მათი რიცხვი 688, ფართობი - 506 კმ2-ია (რესპუბლიკის ფართობის 0.7%). მყინვარები კარგადაა განვითარებული მდინარე ბზიფის სათავეებიდან მამისონის უღელტეხილამდე, აღმოსავლეთით მხოლოდ მყინვართა ცალკეული ჯგუფებია. მნიშვნელოვანი მყინვარებია კავკასიონის ჩრდილოეთ გვერდით ქედებსა და განშტოებებზე. სამხრეთ განშტოებებზე დიდი მყინვარები მხოლოდ სვანეთის ქედზეა, დანარჩენ ქედებზე პატარა მყინვარებია. გამყინვარების ფართობით გამოირჩევა მდინარეების ენგურის, თერგის, კოდორისა და რიონის აუზები. პატარა მყინვარებია მზიფის, ხობის, ლიახვის, არაგვის, ასისა და პირიქითა ალაზნის აუზებში. უდიდესი მყინვარებია მდინარე ენგურის აუზში: ლეხზირი, წანერი, ტვიბერი, ადიში და სხვ. საქართველოში ძირითადად ხეობის, დაკიდებული და კარული მყინვარებია. კავკასიონის მთავარ წყალგამყოფზე მარადი თოვლის ხაზი სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს: დასავლეთ კავკასიონის სამხრეთის კალთაზე 22800-2900 მეტრზეა, უკიდურეს აღმოსავლეთში იგი 3600 მეტრამდე ადის, რაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ნალექების შემცირებასა და ჰავის კონტინენტურობის ზრდასთან არის დაკავშირებული. კავკასიონის მყინვარები ძირითადად სტაბილურ მდგომარეობაშია, ზოგი მათგანი უმნიშვნელოდ იხევს უკან.(ქსე.1991 წ.)
   
 
   

რუკები:  პალეოგრაფიული, მიოცენი   /   ტექტონიკა   /   ტექტონიკა   /   თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესები   /   სპელეოლოგიური   /   პალეოგრაფია, მყინვარები    /   გეოლოგიური ასაკი   /   ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება   /   ნიადაგები   /   კულტურები

გადასვლები:   ფარმაცია  / ბუნება და ბუნებრივი რესურსები ტექნოლოგიები  /  ეკოლოგია / მედიცინა /   ბიზნესის დაგეგმვა ,მართვა, საინფორმაციო თანხლება / ქართული უნივერსიტეტის საინფორმაციო  პროექტები

ბმულები:

საიტი მოამზადა ვასილ შენგელიამ. 2008 წ. აგვისტო. ამ საიტის შემდგომი სრულყოფა გათვალისწინებულია სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში. საბაზო ტექტური მასალა აღებულია ქსე-დან, იგი 1991 წელსაა გამოცემული  და ტექსტებიც სპეციფიურია .სურათები  აღებულია  ინტერნეტში თავისუფალი გავრცელების საიტებიდან google- ნახატების საძიებო სისტემით. თუ შემთხვევით დაირღვა თქვენი საავტორო უფლებები, გთხოვთ გვაცნობოთ ელფოსტაზე mpi@gol.ge და შეცდომას გავასწორეთ.რუკების ნაწილი აღებულია 1964 წელს მოსკოვში გამოცემული "საქართველოს სსრ ატლასიდან". ჯერჯერობით მათი გაქართულება ვერ მოვახერხეთ, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. სამუშაოები მიმდინარეობს .

ლიტერატურა: 1. ქსე 2. საქართველოს სსრ ატლასი.1964