საქართველოს ბუნება და ბუნებრივი რესურსები

 

        კ ვ ა რ ც-მ ი ნ დ ვ რ ი ს შ პ ა ტ ი ა ნ ი   ქ ვ ი შ ე ბ ი. რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცნობილია მინის და საყალიბე ქვიშის რამდენიმე საბადო, რომელთაგან ქვიშის მარაგისა და ხარისხის მხრივ აღსანიშნავია ბაჯითის, ქროლის, საფარისღელის საბადოები. ამათგან ამუშავებენ მხოლოდ უკანასკნელს. შედარებით დიდი მარაგია ბაჟითის საბადოზე - 9,1 მლნ ტონა; ამ საბადოს ქვიშები ვარგისია მინის ტარის დასამზადებლად და ლითონჩამომსხმელ საწარმოებში.

საქართველო მდიდარია შესამოსი მასალით - ბაზალტით, გრანიტით, დიოტიტით, კირქვებით (ეკლარის ქვა), მარმარილოთი (ლოპოტის მარმარილოს საბადო, სალიეთის მარმარილოს საბადო, შროშის მარმარილოს საბადო), ტეშენიტით (სოფ. კურსები და სხვ.), პორფირიტით, გაბროთი, ტუფლავებით (ბოლნისის ტუფი) და სხვ. აღნიშნული სასარგებლო წიაღისეულის ბევრი საბადო მუშავდება; ზოგიერთი მათგანის პროდუქცია იგზავნება ქვეყნის სხვადასხვა ეკონომიკურ რაიონებში (მარმარილო და მარმარილოსებრი კირქვები და სხვა.). მარმარილოსა და მარმარილოსებრი კირქვების დაძიებული მარაგი 61,5 მლნ მ3 შეადგენს, წიფის დიორიტის საბადოს მარაგი - 45 მლნ მ3, კურსების ტეშენიტისა - 50 მლნ მ3.

      მეტალურგიული მრეწველობისათვის ამუშავებენ დოლომიტების, საფლუსე კირქვების, ცეცხლგამძლე თიხების და ქალცედონის საბადოებს. რესპუბლიკაში არის სხვადასხვა სახის ბუნებრივი საკედლე მასალების, ცემენტის ნედლეულის, სააგურე თიხების, კირქვების (კირის მწარმოებელი) მნიშვნელოვანი საბადოები. საკავშირო მნიშვნელობა აქვს ალგეთის ლითოგრაფიული ქვის საბადოს, რომელიც თავის პროდუქციას აწვდის ზესალი შენადნობების მწარმოებელ ქარხნებს.გ. თვალჭრელიძე, გ. კვირიკაძე (ქსე.1991 წ.)

   
 
   

რუკები:  პალეოგრაფიული, მიოცენი   /   ტექტონიკა   /   ტექტონიკა   /   თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესები   /   სპელეოლოგიური   /   პალეოგრაფია, მყინვარები    /   გეოლოგიური ასაკი   /   ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება   /   ნიადაგები   /   კულტურები

გადასვლები:   ფარმაცია  / ბუნება და ბუნებრივი რესურსები ტექნოლოგიები  /  ეკოლოგია / მედიცინა /   ბიზნესის დაგეგმვა ,მართვა, საინფორმაციო თანხლება / ქართული უნივერსიტეტის საინფორმაციო  პროექტები

ბმულები:

საიტი მოამზადა ვასილ შენგელიამ. 2008 წ. აგვისტო. ამ საიტის შემდგომი სრულყოფა გათვალისწინებულია სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში. საბაზო ტექტური მასალა აღებულია ქსე-დან, იგი 1991 წელსაა გამოცემული  და ტექსტებიც სპეციფიურია .სურათები  აღებულია  ინტერნეტში თავისუფალი გავრცელების საიტებიდან google- ნახატების საძიებო სისტემით. თუ შემთხვევით დაირღვა თქვენი საავტორო უფლებები, გთხოვთ გვაცნობოთ ელფოსტაზე mpi@gol.ge და შეცდომას გავასწორეთ.რუკების ნაწილი აღებულია 1964 წელს მოსკოვში გამოცემული "საქართველოს სსრ ატლასიდან". ჯერჯერობით მათი გაქართულება ვერ მოვახერხეთ, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. სამუშაოები მიმდინარეობს .

ლიტერატურა: 1. ქსე 2. საქართველოს სსრ ატლასი.1964