|
|||||||||||||
|
საქართველოს ბუნება და ბუნებრივი რესურსები | |||||||||||||
|
დ ა ს ა ვ ლ ე თ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ნ ი ა დ ა გ ე ბ ი ს ო ლ ქ ი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან ლიხის ქედამდე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ლიხის ქედამდე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მას საზღვრავს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, დასავლეთიდან შავი ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მცირე კავკასიონის მესხეთის ქედი. ოლქში გამოიყოფა დაბლობის ჭაობიანი და ეწერი, გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთის წითელმიწა და ყვითელმიწა, მთა-ტყის და მთა-მდელოს ნიადაგების ზონები.
კოლხეთის დაბლობის სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობის გამო დასავლეთის
დადაბლებულ ნაწილში გამოიყოფა ჭაობიანი, ხოლო აღმოსავლეთის შემაღლებულ მხარეში
ეწერი ნიადაგები. დაბლობის ჭაობიან ნიადაგებს შორის მეტი ფართობი
დაბლობის შემაღლებული ნაწილისაკენ (გარდამავალ ზოლში) ეწერ-ლებიანი ნიადაგებია, რომლებიც დაჭაობებულია შუა და ქვედა ფენებში, ხოლო ზედა ფენებში გაეწრების მკაფიო ნიშნები აქვს. აგროსაწარმოო მაჩვენებლებით ეს ნიადაგები უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ჭაობის ლამიანი ნიადაგები და მეტადაც არის გამოყენებული სოფლის მეურნეობაში. დაბლობის შემაღლებულ ნაწილში ფართოდაა გავრცელებული სუბტროპიკული ეწერი ტიპის ნიადაგები, ხოლო მდინარეთა ქვედა ტერასებზე - ალუვიური ნიადაგები. გაეწრების ხარისხის მიხედვით სუბტროპიკულ ეწერ ნიადაგებს შორის გამოიყოფა ძლიერი, საშუალო და სუსტი ეწრები. სუბტროპიკულ ეწერ ნიადაგებს ახასიათებთ სუსტად გამოხატული ეწერი ჰორიზონტი, რკინისა და ალუმინის ჟანგების შედარებით დიდი შემცველობა და ამასთან დაკავშირებით ქვედა ფენებში ორტშტაინის თვალსაჩინო ფენა. ამ ნიადაგებს უმეტესად იყენებენ ჩაის, ნაკლებად - ციტრუსების, ტამბაქოსა და სხვა კულტურებისათვის. მათი ნაყოფიერების ამაღლების მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენებას.
დასავლეთ საქართველოს ზონა მთა-მდელოთა ნიადაგების ზონა მოიცავს სუბალპური და ალპურ მდელოებს. მას დიდი ტერიტორია უკავიათ აფხაზეთში, სამეგრელოში, სვამეთსა და ზემო იმერეთში; შედარებით ნაკლები - მესხეთის ქედზე და კიდევ უფრო ნაკლები - შავშეთის და არსიანის ქედებზე. ამ ზონაში გამოიყოფა სუბალპური და ალპური სარტყლები. აქ ყველაზე მეტად გავრცელებულია მთა-მდელოთა კორდიანი ნიადაგები, რომელთა შექმნაში მონაწილეობს მთა-მდელოთა მდელოს ბალახოვანი მცენარეულობა. ამ ნიადაგებისათვის დამახასიათებელია საშუალო ან მცირე სისქე, ძლიერი ხირხატიანობა და ზედა ფენის საშუალო ან ძლიერი კორდიანობა. უფრო დაბლა (ტყისაკენ გარდამავალ ზონაში) დიდი ადგილი უჭირავს მეორადი წარმოშობის მთა-მდელოს გაეწრებულ ნიადაგებს. მთა-მდელოს ზონის უფრო მაღალ ნაწილში, სადაც კლიმატური პირობები მკაცრია და ალპური მდელოების სქელი ბალახოვანი საფარია, გავრცელებულია მთა-მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგები, რომლებსაც კორდიან ნიადაგებთან შედარებით ნაკლები სისქე, მეტი ხირხატიანობა და ზედა ფენებში სუსტად დაშლილი ორგანული ნივთიერებების დაგროვება ახასიათებს. ორგანული ნივთიერებების (ტორფიანი მასის სახით) დიდი რაოდენობით დაგროვება დამახასიათებელია მთა-მდელოს ტორფიანი ნიადაგებისათვის, რომლებიც კავკასიონისა და და სამხრეთ მთიანეთის სუბალპური ზონის დეკიანებში გვხვდება. კავკასიონის ალპური მდელოების ზონის ზედა ნაწილში და კლდოვან ქვეზონაში დიდი ადგილი უჭირავს მთა-მდელოს პრიმიტიულ ნიადაგებს, რომლებიც სუსტადაა განვითარებული და ძლიერ ხირხატიანია.(ქსე.1991 წ.) |
|||||||||||||
|
საქართველოს ნიადაგების ახალი რუკა (ქვემოთ) აღებულია საიტიდან
www.maf.ge/news/ |
|||||||||||||
|
|||||||||||||
|
|||||||||||||